“ლა მასიას” ყოფილი ფეხბურთელი, კაის რუის-ატილი, რომელიც ბოლო წლებში “პარი-სენ-ჟერმენში” ირიცხებოდა, ფრანგულ გუნდს ტოვებს. კაის “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში დაბრუნებასთან ხშირად აკავშირებდნენ.
18 წლის ნახევარმცველი Instagram-ის საშუალებით შემდეგ მიმართვას ავრცელებს:.
არ ვიცი, საიდან დავიწყო, მაგრამ პსჟ-ში ჩემი თავგადასავალი დასრულდა. აქ ყველაფერი ვისწავლე. ოცნება, რომ უდიდეს ფეხბურთელებთან მეთამაშა და პროფესიონალი გავმხდარიყავი, ავიხდინე..
აქ დედა, მამა, ოჯახი და მეგობრები ამაყი გავხადე – ვიმედოვნებ, თქვენც. პარიზში კაცად ჩამოვყალიბდი. როცა გუნდში მოვედი, 12 წლის ვიყავი, ახლა კი 18 წლის ვარ..
კლუბის თითოეულ წევრს მადლობას მთელი გულით ვუხდი: პრეზიდენტს, შტაბს, მწვრთნელებს, რომლებსაც ვარჯიშის დაწყების დღიდან ვიცნობ. მადლობელი ვარ ყველა ადამიანის, ვინც ყოველდღიურად იმისთვის მუშაობს, რომ უკეთესი პირობები შეგვიქმნას..
ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება. იმედი მაქვს, ჩემით იამაყებთ. სადაც არ უნდა დაინახოთ კაის რუისი, იცოდეთ, რომ ფანების სიმღერა ყოველთვის ჩემს გულში დარჩება. ეს პარიზია..
რუის-ატილი კატალონიელთა აკადემიაში 2009/15 წლებში ასპარეზობდა – მას გუნდის დატოვება FIFA-ს სანქციის გამო მოუწია.



მარტო მაგას? რამდენი ბავშვი გაგვიგდეს.
წავა ესეც რეალში კუბოს მსგავსად
აზრზე არა ვარ ვინაა ან რა შეუძლია. ისე მაშინ რო ბარსა დასაჯეს მას მერე სხვა არავინ დაუსჯიათ მგონი. ეხლაც რა გარანტია რო არ დასჯიან და გამოაგდებენ ლიგიდან ლაპირტას ახირების გამო. არადა აქამდე ასჯერ დატოვებდა იმ პერესის ლიგას მარა ჯიბრობს და ვნახოთ პრეზდენტის სკამის ფასად არ დაუჯდეს ნაადრევად არ მოუწიოს პოსტის დატოვება