workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“თვალს სხვადასხვა ლიგას ვადევნებ” – ნაწყვეტი ლიონელ მესის ინტერვიუდან

“თვალს სხვადასხვა ლიგას ვადევნებ” – ნაწყვეტი ლიონელ მესის ინტერვიუდან

“ბარსელონას” კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, სპორტულ ჟურნალ Olé-სთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც ხვალ გამოქვეყნდება. 

არგენტინული გამოცემა ინტერვიუს მცირე ნაწილს გვთავაზობს. 

ტექნოლოგია? როგორც ყველა, ჩემს სმარტფონთან ძალიან დიდ დროს ვატარებ. ისე ხდება, რომ ერთი რამიდან მეორეზე გადადიხარ და ბოლოს აღმოაჩენ, რომ რეალურად არაფერი გაგიკეთებია. დღეს ეს ძალიან ხშირია. 
ფეხბურთს ვუყურებ, თანაც ხშირად. თვალს სხვადასხვა ლიგას ვადევნებ, მაინტერესებს სად როგორი მდგომარეობაა. ეს ძალიან მომწონს. 

– ამბობს მესი, რომელმაც საკლუბო სეზონი უკვე დაასრულა. ლეო ზაფხულში ნაკრებს შეუერთდება და ეცდება, კოპა ამერიკის ტიტული კარიერაში პირველად მოიპოვოს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 22 მაი 2021, 18:04

    საკვირველია, ამ გვერდზე ერთი ფეხბურთის ლეგენდა შემდეგს წერს:
    წარსულში ცნობილი შოტლანდიელი ფეხბურთელი უილიამ მორგანი აცხადებს, რომ ის ფეხბურთს მხოლოდ იმ შემთხვევაში უყურებს, თუ ლიონელ მესი თამაშობს.
    "თუ ლიონელ მესი თამაშობს, მას თვალს ტელევიზორში ვადევნებ. სხვა შემთხვევაში კი, როგორც წესი, დღევანდელი ფეხბურთის ყურებით თავს არ ვიწუხებ." – აცხადებს "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა.

    და აქ ბარსას ფანები მის გაშვებაზე ოცნებობენ!!!??? არც ვიცი რა უნდა ვთქვა. ყოჩაღ თქვენ. მესის რო ჭკუა ქონდეს ხვალვე უნდა წავიდეს. არა ვართ ჩვენ მისი ღირსები.

  • Muxber
    schedule 22 მაი 2021, 01:25

    რომ წერ წადიო ამაზე დიდებული ფეხბურთელი არსებობს დღეს-დღეობით არ მგონია თელი სეზონი დათრევს გუნდს

    ყველა ღებულობს სიამოვნებას ლეოს ყურებით მნიშვნელობა არ აქვს ვისი გულშემატკივარია ბარსას სული და გულია და მართლა ამაყი ვარ რომ რონალდოს და მესის ეპოქას მოვასწარი

  • Clever liar
    schedule 21 მაი 2021, 21:44

    33 წლის კაცს არცერთი ევროპის ჩემპიონატი არ აქვს ნანახი და საფრანგეთი პორტუგალიის ჩემპიონატების ინტერესით კვდება თურმე 😀

  • M10 S9 D11
    schedule 21 მაი 2021, 21:30

    სტატია ისე ინტრიგნულად დაასრულე ავტორ ცოტა არ იყოს შემეშინდა

  • Albicelecte
    schedule 21 მაი 2021, 20:10

    არსად არ მიდის, მესია, სერხი რობერტო ხომ არ გგონიათ?!?!?!?!?!?!
    აქ ხალხს ლეო დეკუსა და ლუდოვიკ ჟიულის გაბარიტების ფიგურა ჰგონიათ ბარსასთვის smiley

  • Anano_Ch
    schedule 21 მაი 2021, 19:58

    მგონი რო მიდიოდეს ბარსაში ბოლო მატჩს არ გამოტოვებდა ესე უბრალოდ დასასვენებლად))

  • patrick
    schedule 21 მაი 2021, 19:03

    მემგონი მიდის თუ რაშია საქმე, ეჰ(

  • KING_BARCA
    schedule 21 მაი 2021, 18:40

    ლეო კვარაცხელიას დაურეკე და წაიყვანე რა ბარსელონაში ))) ტრინკაოს და დემბელეს არ გავკარი?

  • El pistolero 9
    schedule 21 მაი 2021, 18:37

    წარმატებები ლეოს ნაკრებში👊👊არგენტინაში ტარდება კოპა.და ათმაგად მოტივირებული იქნება ნაკრები. ბრაზილია, კოლუმბია, ურუგვაი. ეს სამი ნაკრები მთავარი კონკურენტია არგენტინისათვის.ამათგან მაქსიმუმ ორს შეხვდნენ. არამგონია არგენტინა და ამ სამიდან ორი ბადის ერთ მხარეს მოხვდნენ. შეტევაში ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ ნაკრებს მთავარია დაცვას მიხედონ.