workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
MD | მორატა ბარსასთვის მისაღები ვარიანტია

MD | მორატა ბარსასთვის მისაღები ვარიანტია

თავდამსხმელის ძიებაში მყოფ კატალონიელებს ამჯერად ალვარო მორატასაც უკავშირებენ. 

ესპანელი თავდამსხმელის “იუვენტუსიდან” წასვლაზე ჯერჯერობით არაფერი იწერება, თუმცა, MD-ის ცნობით, მისი ვარიანტი “ბარსელონასთვის” მისაღებია. 28 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში 43 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 18 გოლთან ერთად 12 ასისტიცაა.

ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე “ბლაუგრანა” ალექსანდრ ისაკის, ერლინგ ჰოლანდის, მემფის დეპაისა და სერხიო აგუეროს კანდიდატურებს განიხილავს. მათგან ფაქტობრივად გადაწყვეტილი სერხიო აგუეროს ტრანსფერია.

მორატას მიმართ ინტერესში საკვანძო ფაქტორი მისი ლა ლიგაში თამაშის დიდხნიანი გამოცდილებაა. ალვაროს “რეალისა” და “ატლეტიკოს” მაისურით აქვს ნათამაშები, “ბებერი ქალბატონის” რიგებში ის იჯარის წესით თამაშობს. იჯარას კი ვადა ივნისის ბოლოს გასდის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (14)

  • nika 54
    schedule 21 მაი 2021, 16:35

    ნუ ამას მარტო ოფსაიტებიდან გააქვს, არ გამოგვადგება.

  • BerdzenaFcb
    schedule 21 მაი 2021, 13:10

    სისულელეა, არ დაიჯეროთ. ამაში ფულის გადახდას დეპაის მოიყვანენ უფასოდ, აგუერო ისედაც მოდის. პირიქით გაშვებას უპირებენ თავდამსხმელებს მორატას ვინ მოიყვანს

  • Zaga
    schedule 21 მაი 2021, 03:05

    მბაპე და ჰალანდი ამ ორიდან ერთ ერთი დახატავდა ბარსას ამაზე ძლიერები დღესდღეობით არ ჩანს არავინ

  • gio-rakitich
    schedule 21 მაი 2021, 02:32

    ამ საიტზე შემოსვლა იმიტომ მიყვარს რომ ჰალას არ გავს და ოროსანი ბავშვის დაწერილი სტატიები და ზღაპრები არ დევს და მორატა ბარსელონაში და რონალდო პანათინაიკოსში და ასეთი უვიცობები ნეგატივს იწვევს.
    ეხლა ადმინი თუ დაწერს MD-მ რაც გამოაქვეყნა იმას ვწერთო მაშინ MD შენ ხარ სოფლელი ნათელა ბებო საჭორაოდ უბანში გამოსული😛

  • cezo45
    schedule 21 მაი 2021, 00:31

    აქ ჩამოტვლილებს ყველას მირჩევნია დუსან ვლაჰოვიჩი ფიორენტინაში რო თამაშობს ძააან გიჟია ტიპი

  • rivaldo80
    schedule 21 მაი 2021, 00:26

    ნუ რა ბოდვაა აი ესეთი უაზრო ჭორიის დადებას რა აზრი აქვს ვის რაში ჭირდება უმაქნისი ძალით ნიჭიერიი

  • cezo45
    schedule 21 მაი 2021, 00:20

    ამას ისაკი ჯობია მართლა..

  • Albicelecte
    schedule 21 მაი 2021, 00:10

    ვეტო ამის ტრანსფერს!!!

  • me da barca
    schedule 21 მაი 2021, 00:09

    ვერსად ვერ ივარგა, დაათრევენ ერთი გუნდიდან მეორეში და ეს მადრიდისტა უვარგისი უშველის ბარსას? გაიტანეთ გრენლანდია…

  • KING_BARCA
    schedule 21 მაი 2021, 00:07

    თქვენ შ… ხოარ გაქვთ მართლა????

  • Clever liar
    schedule 20 მაი 2021, 23:47

    ვაი თქვენს პატრონს 😀

  • M10 S9 D11
    schedule 20 მაი 2021, 23:34

    რა მორატა იმედია ჭორია

  • NEYBarca
    schedule 20 მაი 2021, 23:24

    გრიზმანში რო გაცვალონ იღადავეთ :დ

  • La Pulga10
    schedule 20 მაი 2021, 23:12

    კაი ნეტა არ ატრაკებდნენ.აგუერო მოიყვანეს და მორატა რაღათ უნდათ.წესიერი ვინმე მაიყვანონ კაცო.