ARA-ს ცნობით, ალექსანდრ ისაკის მიმართ “ბარსელონას” ხელმძღვანელობას საკმაოდ დიდი ინტერესი აქვს. მისი ამ ზაფხულშივე დამატების შანსი გაცილებით დიდია, ვიდრე ერლინგ ჰოლანდის.
ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ისაკის სატრანსფერო ფასია. შვედის გამოსასყიდი თანხა 70 მილიონი ევროა, თუმცა ტრანსფერში ფეხბურთელების ჩართვის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი, შესაძლოა, 40 მილიონამდეც შემცირდეს.
ისაკი აგუეროსთან, დეპაისთან და ჰოლანდთან ერთად შეტევის გაძლიერების მთავარ კანდიდატებს შორისაა. “სოსიედადის” მაისურით ისაკს 70 მატჩი აქვს ჩატარებული და 25 გოლი აქვს გატანილი.

კეინმა უარი თქვა, ინგლისს არ ტოვებს, სიტიში სდომებია გადასვლა. ჭკვიანია აწყობილ გუნდს რა ჯობია.
ეს ის მომენტია, როცა როლს-როისი გეკუთვნის და ჰიუნდაის გთავაზობენ.
ეს გვეყოლება გრიზმანივით, დაცვაში იშრომებს ბევრს მაგრამ შეტევაში რამდენად ბევრ გოლს გაიტანს რავიცი
კეინი მოიყვანონ და დაცვა გააძლიერონ, და ლალიგას მოვიგებთ.
ამას ჯობია ფატი შეწიონ ცენტრში გოლის ალღო ამაზე მაგარი აქვს
"სუარესზე ამბობდნენ, რომ მსუქანი იყო. გასახდელში მასზე დაკუნთული ფეხბურთელი არ მინახავს, ნამდვილი მხეცი იყო. პრესისგან მისი დაცვაც კი მომიხდა. დაჭმუჭნული მაისურის ტარება თუ სიმსუქნეს ნიშნავს…
ბევრ დიდებულ ფეხბურთელს არ გამოსვლია აქ თამაში. როდესაც ვარჯიშზე მისი პოზიციური თამაში პირველად ვიხილე, მივხვდი, რომ "აიაქსის" ხელი ეტყობოდა. ღმერთო! მან იცოდა სად იყო სივრცე, საით უნდა წასულიყო. ძალიან მალე ჩვენ უკვე ვიცოდით, რაც შეეძლო",
🗣 ლუის ენრიკე
💔💔
ჰო, ცუდი ბიჭი არაა, ასაკიდან გამომდინარე სტატისტიკაც ნორმალური, მაგრამ რასაც ვუყურე ამის თამაშებს, დორტმუნდში უფრო მოძრავი და გამწვავებაზე წამსვლელი იყო
თითქოს უფრო ტლანქი და მოუქნელი გახდა, კი მაღალია, 1.92 მაგრამ ჰალანდი ბევრად უფრო სწრაფი და მოძრავია, გაბარიტებისდა მიუხედავად, ეს ასე მოუქნელი აღნაგობისა არაა, თიტქოს, გამხდარი და ათლეტური, მაგრამ შენელებული მეჩვენება
აუ ააცმევინეთ
არაა ცუდი ბიჭი
ასე დავარქმევდი სტატიას
ერთ დროს არ ჩანდა ცუდი ბიჭი, მაგრამ რაღაც აკლია, აი ის ბომბარდირის მკვლელი ალღო, თითქოს ჩანდა რომ ჰქონდა, მაგრამ სოსიედადში პროგრესისკენ ვერ წავიდა და საშუალო დონის ფორვარდად ჩამოყალიბდა
21 წლისაა, ჯერ კი არის ახალგაზრდა, მაგრამმმმ
ჰოლანდთან შედარებით არაფერია. არც პაკოზე ელ ნესირიზე და მაგათზე დონეა და არც მთლად ჭ კლასი. 25-30 ღირს მეტი არა. მაგ ფასად კიდე არავინ მოგვცემს
ჰალანდიდან ისაკამდე….
ასე დავარქმევდი სტატიას
ერთ დროს არ ჩანდა ცუდი ბიჭი, მაგრამ რაღაც აკლია, აი ის ბომბარდირის მკვლელი ალღო, თითქოს ჩანდა რომ ჰქონდა, მაგრამ სოსიედადში პროგრესისკენ ვერ წავიდა და საშუალო დონის ფორვარდად ჩამოყალიბდა
21 წლისაა, ჯერ კი არის ახალგაზრდა, მაგრამმმმ