კატალონიის “ბარსელონას” მეკარე, ნეტუ მურარა კლუბს სეზონის ბოლოს დაემშვიდობება. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ეიბართან” გასამართი მატჩი მისთვის უკანასკნელი იქნება.
ბრაზილიელი “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” 2019 წელს, “ვალენსიადან” შეიძინეს. ტერ შტეგენის ნომერ პირველ მეკარედ ყოფნის გამო, ნეტუს სათამაშოდ ბევრი დრო არ ეძლევა, შესაბამისად, მან წასვლა გადაწყვიტა.
31 წლის მეკარე კატალონიას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზეც ტოვებდა, თუმცა რონალდ კუმანმა მას ამის საშუალება არ მისცა.
მურარამ 2 სეზონის განმავლობაში მონაწილეობა მხოლოდ 17 მატჩში მიიღო.
ეს მაგრა დაგვაკლდება…
ესეიგი პენია დაწინაურდება
პენიას დააწინაურებენ ალბათ.წარმატებები ნეტუს
ეკუთნის ბოლო ტურში თამაში თან შტეგოც არაა