ჟურნალისტ ჟოან ვეილსის ინფორმაციით, “ბარსელონას” დირექტორთა საბჭო დღეს ჩავი მარტინმა დატოვა. გადაწყვეტილება კლუბის ახალმა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ მიიღო, რომელმაც ბორდის წევრების შეცვლა სათავეში მოსვლისთანავე დაიწყო.
მარტინს “ლა მასიას” ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა. ის პოსტზე 2019 წელს დაინიშნა, თუმცა “ბარსას” წევრი წარსულშიც იყო: 2010-12 წლებში ჩავი აკადემიაში მუშაობდა, 2011-14 წლებში კი კლუბის კომუნიკაციების დირექტორი იყო.
როგორც ცნობილია, ლაპორტა აკადემიის განვითარებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს ვაკანტურ პოსტს.

მანდედან უნდა დაიწყოს ყველაფერი საძირკველია ეგ ! ბართომეუს ოჯახში რომ ირბინა ბალოტელიმ
ეს ალენ დელონი ვინ არის.
ვაუუუუ
აკადემია ჩიხისკენ მიდიოდა, აშკარაა ნიჭიერი ბიჭები არიან, მაგრამ სეგუნდაში გადმოსვლა რომ ვერ შეძლეს, ამან დამაფიქრა
ლაპორტას რომ აკადემია და ლამასია უყვარს ამაში ეჭვის შეტანა მცირედითაც არ შეიძლება, ხოდა ყველა ნაბიჯს სწორედ ახალგაზრდების ხელშესაწყობად გადადგამს, შესაბამისად ეს კაციც მისაბრძანებელი იყო ალბათ.🤗
არ დატოვო ბართოს მოთრეული არავინ. კუმანიც მისი მოყვანილია არ დაგავიწყდეს.