არგენტინელის მიერ “ვალიადოლიდთან” დამყარებული რეკორდის შემდეგ, იმ მატჩში მის მიერ გამოყენებული ბუცები, რომლითაც “ბარსელონას” მაისურით 644-ე გოლი გაიტანა, აუქციონზე გავიდა.
ორი კვირის წინ ეს ბუცები 125 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა, ამასთან დაკავშირებით კი მესიმ ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა.
“ძალიან ამაყი ვარ, რადგან სარეკორდო 644-ე გოლის გამტანი ბუცები 125 000-ად გაიყიდა და ეს თანხა შესანიშნავი საქმისათვის დაიხარჯება, ფიზიკურ და მენტალურ პრობლემებთან მებრძოლი ბავშვების მდგომარეობა გაუმჯობესდება. მადლობა ამისათვის ადიდასსა და christie-ს.”
[media=https://www.instagram.com/p/CO0sRjCLjJf/]
ამ ბუცებით ლეო მესიმ ერთი გუნდის მაისურით გატანილი გოლების რეკორდი დაამყარა და ბრაზილიელ პელეს გადაასწრო.

ამის ამაგს მაინც არავინ ხედავს.
ბუცების გარეშეც ურიცხავს ყოველ წელს კლინიკებს, სადაც ასეთ ბავშვებს მკურნალობენ..
რაღა ვიღაც, სხვებს ნუ აბრალებ ვირიშვილო მაიმუნო
ვიღაც მაინც დაწერს ფუ რა ამაზრზენი და ღორი ტიპია ეგრევე გადაერიცხა რა საჭირო იყო გაყიდვაო🙃