workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლევანტე-ბარსელონა: მატჩისწინა მიმოხილვა

ლევანტე-ბარსელონა: მატჩისწინა მიმოხილვა

დღეს, “სიუდად დე ვალენსიაზე” “ბარსელონა” ლა ლიგის 36-ე ტურის მატჩს, “ლევანტეს” წინააღმდეგ, გამართავს.

შინ ჩატარებულ ბოლო ორ შეხვედრაში, “ბარსას” ლა ლიგის პირველ პოზიციაზე გადასვლის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა გუნდმა ორივე ეს შანსი ხელიდან გაუშვა, ახლა კი ჩემპიონის სტატუსის მოპოვება ძალიან რთული იქნება.

მინიმუმ, “ატლეტიკოს” წაგება (ან ორი ფრე) და “რეალის” ერთი ვერმოგებული თამაში გვჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში, დარჩენილი სამივე მატჩი მოსაგებიი გვაქვს.

სათამაშო ფორმა

ერთადერთი დადებითი მხარე, რომელიც მესამე ადგილზე ყოფნას შეგვიძლია ვუპოვოთ, არის ნაკლები ფსიქოლოგიური წნეხი. 36-ე ტურში პირველი “ბარსა” ითამაშებს და, მოგების შემთხვევაში, მინიმუმ, ერთი დღით, პირველ ადგილზე გადაინაცვლებს. ლა ლიგის მოგება კვლავ შესაძლებელია, მეტოქეებზე ზეწოლა უნდა შევინარჩუნოთ.

ფაქტია, ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე, გუნდს მომენტების რეალიზება უჭირს. ამ სეზონში, კუმანის მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრისას, სუარესის გაშვება პირველი თუ არა, ერთ-ერთი პირველი მაინც უნდა ვახსენოთ. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ, მისი დარჩენის შემთხვევაში, ახლა, ლა ლიგას სხვა ლიდერი ეყოლებოდა. 

რაც შეეხება გუნდის მეორე მთავარ სუსტ წერტილს, ცენტრალურ დაცვას, აქ, მინგესას ნაცვლად, არაუხოს დაყენება უმჯობესი იქნება. ურუგვაელი უკეთესია ერთი ერთზე თამაშისას და უფრო ნაკლებ პოზიციურ შეცდომას უშვებს, ვიდრე მინგესა. მართალია, “ატლეტიკოსთან” ლანგლემ აშკარა გაშვებულ გოლს გადაგვარჩინა, თუმცა ფრანგი “ბარსას” დონის ფეხბურთელი არაა და ზაფხულში კლუბმა ახალი მარცხენა ცენტრალური მცველის დამატებაზე უნდა იზრუნოს.

მეტოქე

“ლევანტე” დღევანდელ მატჩს გარკვეული მოტივაციით ხვდება. გუნდი მე-14 ადგილზეა, გუნდს ლა ლიგაში დარჩენა, ფაქტობრივად, გარანტირებული აქვს, ამასთან, ვერც ევროტურნირების საგზურისთვის იბრძვის, თუმცა “ლევანტეს” მთავარმა მწვრთნელმა, პაკო ლოპესმა, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ, ფინანსური კრიზისის შემსუბუქების მიზნით, გუნდმა ლა ლიგა რაც შეიძლება კარგ პოზიციაზე უნდა დაასრულოს. ამასთან, შესაძლოა, “ლევანტეს” სეზონის დასრულება თანაქალაქელ “ვალენსიაზე” მაღლა სურდეს. ამჟამად, ვალენსიურ კლუბებს 39-39 ქულა აქვთ.  

თუმცა “ლევანტე” ძალიან ცუდ ფორმაშია – უკანასკნელი 11 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 8 კი წააგო. “ლევანტეს” 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში პაკო ლოპესის გუნდმა გასვლაზე დაამარცხა როგორც “ატლეტიკო”, ასევე “რეალი”. “ბარსასთან” პირველი წრის მატჩი “კამპ ნოუზე” მასპინძლებმა 76-ე წუთზე, ლიონელ მესის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით, მოიგეს.

“ლევანტეს” შემადგენლობაში 21 წლის ქართველი ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი, ირიცხება, მაგრამ იგი, ძირითადად, “ლევანტეს” სარეზერვო გუნდში ასპარეზობს. ლა ლიგაში მას 2 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ორივე შემთხვევაში, იგი შეცვლაზე მატჩის მიწურულს გამოვიდა. ქოჩორაშვილი დღევანდელი მატჩის განაცხადშია.

მწვრთნელები მატჩის წინ

რონალდ კუმანი:

სიტუაცია არ შეცვლილა, ლა ლიგა დაკარგული არ არის. “ატლეტიკო” კვლავ ჩვენზე წინაა, თუმცა ჩვენ საკუთარ თავზე უნდა ვკონცენტრირდეთ, რადგან გამარჯვების არაერთი სცენარი არსებობს, მთავარია, ჩვენი თამაშების მოგება შევძლოთ.

პაკო ლოპესი:

რაც უფრო მაღლა დავასრულებთ სეზონს, ფინანსურად უკეთესი იქნება. რთული დასაჯერებელია, თუმცა ასეა – ყველა თამაში მნიშვნელოვანია. ჩვენ მოგება გვსურს, რომელიც უკვე დიდი ხანია, რაც არ გაგვიკეთებია.

5-4 განსაკუთრებული მოგონებაა. მაშინ, გულშემატკივარი გავახარეთ, ჩემთვის, ყველაზე დასამახსოვრებელი ეს სიხარულია.

დანაკლისი

“ბარსელონას” ანსუ ფატისა და ფილიპე კოუტინიოს გარდა, დანაკლისი არ აქვს. “ატლეტიკოსთან” მატჩში, სავიჩთან შეჯახების შედეგად, დაზიანება მიიღო სერხიო ბუსკეტსმა, თუმცა იგი დღევანდელი მატჩისთვის მზად არის. აღსანიშნავია, რომ “ბარსელონას” ერთბაშად ექვსი ფეხბურთელი დისკვალიფიკაციის ზღვარზე იმყოფება.”სელტასთან” შეხვედრის გამოტოვების საფრთხე ჟორდი ალბას, ლიონელ მესის, ოსკარ მინგესას, ანტუან გრიზმანს, ფრენკი დე იონგსა და ჟერარ პიკეს ემუქრებათ.

“ლევანტეს” ლაზარეთში სამი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, ხოსე კამპანია, ნიკოლა რადოია და ნიკოლა ვუკჩევიჩი უკვე დიდი ხანია, რაც ჰყავს. ასევე, საეჭვოა ძირითადი ცენტრალური მცველის, სერხიო პოსტიგოს, თამაში, რომელმაც დაზიანება წინა ტურში, “ალავესთან” მატჩში მიიღო.

ურთიერთშეხვედრები

ურთიერთშეხვედრებში კატალონიელებს დიდი უპირატესობა აქვთ: 42 მატჩი, 30 მოგება, 6 ფრე, 6 მარცხი, ბურთების შეფარდება – 125-48.

კონკრეტულად ლა ლიგაში სტატისტიკა ასეთია: 29 მატჩი, 22 მოგება, 4 ფრე, 3 მარცხი, ბურთების შეფარდება – 86-32.

ამ გუნდების დაპირისპირებიდან გამოსარჩევია 2018 წლის 13 მაისს გამართული შეხვედრა. ლა ლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, “ბარსას” მარცხი არ ჰქონდა, თუმცა “სიუდად დე ვალენსიაზე” მიმდინარე მატჩის 55-ე წუთზე მასპინძლები, ანგარიშით 5-1, იგებდნენ. ლუის სუარესისა და ფილიპე კოუტინიოს დუბლების წყალობით, 15 წუთში ანგარიში 5-4 გახდა, თუმცა ერნესტო ვალვერდეს გუნდმა შეხვედრის გადარჩენა ვეღარ შეძლო. მაშინ, პაკო ლოპესი “ლევანტეს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორი თვის დანიშნული იყო.

აღსანიშნავია, რომ “ბლაუგრანასა” და “ლევანტეს” შორის გამართული უკანასკნელი 8 მატჩიდან კატალონიელებმა 5 მოიგეს, 3 კი – დათმეს. მანამდე, “ლევანტე” გამარჯვების მოპოვებას ზედიზედ 21 შეხვედრა ვერ ახერხებდა.

საინტერესო სტატისტიკა

  • ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი 1926 წლის 28 თებერვალს შედგა, რომელიც “ბარსელონამ” დამაჯერებლად მოიგო (5-0)
  • ლიონელ მესის “ლევანტეს” წინააღმდეგ, 22 შეხვედრაში, 23 გოლი აქვს გატანილი
  • “ლევანტეს” “კამპ ნოუზე” ჩატარებული 19 მატჩიდან ყველა წაგებული აქვს
  • “ლევანტეს” მოედანზე მატჩი, ანგარიშით 5-4, ორჯერ დასრულდა. ერთხელ “ლევანტეს” სასარგებლოდ, ერთხელ კი – “ბლაუგრანას”
  • უკანასკნელი 11 მატჩიდან, “ბარსამ” კარი მშრალად მხოლოდ 3-ში შეინახა
  • ამ სეზონში, 13-13 გოლით როხერ მარტი და ხოსე მორალესი “ლევანტეს” საუკეთესო ბომბარდირები არიან
  • “ბარსამ” ლა ლიგის უკანასკნელი 12 მატჩიდან 11 მოიგო

არბიტრი

დღევანდელ შეხვედრას 36 წლის ხოსე ლუის მუნუერა მონტერო განსჯის. იგი პრიმერა დივიზიონში 2016 წლიდან მუშაობს.

“ბარსელონას” მონაწილეობით, მას 12 შეხვედრაში უმსაჯია, საიდანაც კატალონიელებმა 9 მოიგეს, 2 ფრედ, 1 კი მეტოქის გამარჯვებით დასრულდა. მას “ბარსას” ფეხბურთელთათვის 17 ყვითელი და 1 წითელი ბარათი აქვს ნაჩვენები (მეტოქეს 21 ყვითელი და 1 წითელი). გასული წლის ივლისში, “ესპანიოლთან” მატჩში, მონტერომ მოედნიდან ანსუ ფატი გააძევა. სამ წუთში მან წითელი ბარათი მეტოქე გუნდიდან პოლ ლოსანოც უჩვენა. მონტეროს “ბლაუგრანას” კარში თერთმეტმეტრიანი არასდროს დაუნიშნავს, მის სასარგებლოდ კი მხოლოდ ერთხელ.

რაც შეეხება “ლევანტეს”, ამ გუნდის შეხვედრაში მონტერო მთავარი მსაჯი 11-ჯერ ყოფილა, 11-ვე პრიმერა დივიზიონის მატჩი გახლდათ – 2 მოგება, 2 ფრე, 7 წაგება. მან “ლევანტეს” ფეხბურთელებს ყვითელი ბარათი 29-ჯერ უჩვენა, ხოლო წითელი კი – 2-ჯერ (მეტოქეს 27 ყვითელი და 2 წითელი). დღეს, “ლევანტეში” მყოფი ფეხბურთელებიდან, მას ხორხე მირამონი ჰყავს გაძევებული.

ამ არბიტრს “ლევანტეს” სასარგებლოდ 2 პენალტი აქვს დანიშნული, მის საწინააღმდეგოდ კი – 4.

სავარაუდო შემადგენლობები

SofaScore:

“ბარსელონა” | 3-5-2

ტერ შტეგენი – მინგესა პიკე ლანგლე – დესტი დე იონგი ბუსკეტსი პედრი ალბა – მესი გრიზმანი

“ლევანტე” | 4-4-2

კარდენასი – მირამონი ვეზუ პიერი კლერი – დე ფრუტოსი მალსა მელერო ბარდი – მარტი მორალესი

WhoScored:

“ბარსელონა” | 3-5-2

ტერ შტეგენი – არაუხო პიკე ლანგლე – რობერტო დე იონგი მორიბა პედრი ალბა – მესი გრიზმანი

“ლევანტე” | 3-4-1-2

ფერნანდესი – კოკე დუარტე ვეზუ – სონი პიერი მელერო ტონიო – როჩინა – მარტი მორალესი

SportsMole:

“ბარსელონა” | 3-5-2

ტერ შტეგენი – არაუხო პიკე ლანგლე – დესტი დე იონგი რობერტო პედრი ალბა – მესი გრიზმანი

“ლევანტე” | 4-4-2

კარდენასი – მირამონი ვეზუ პიერი კლერი – დე ფრუტოსი მალსა ბარდი მორალესი – მარტი გომესი

Marca:

“ბარსელონა” | 3-5-2

ტერ შტეგენი – არაუხო პიკე ლანგლე – დესტი დე იონგი ბუსკეტსი პედრი ალბა – მესი გრიზმანი

“ლევანტე” | 4-4-2

ფერნანდესი – კოკე ვეზუ პიერი კლერი – დე ფრუტოსი მალსა ბარდი მორალესი – მარტი გომესი

პროგნოზი

SportsMole: ლევანტე 0-2 ბარსელონა

WhoScored: ლევანტე 0-2 ბარსელონა

Squawka: ლევანტე 1-3 ბარსელონა

ტრანსლაცია

მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:55 საათზე, დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და silksport.ge შემოგთავაზებთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • DesmondHume
    schedule 10 აპრ 2022, 20:19

    პედრი დაასვენოს რა, სანამ დაეცა შუა მინდორზე. იმედია პირველივე ტაიმში ისეთი უპირატესობა გვექნება რო მეორეში ბუსკეცი მალევე მოხსნას ჩავიმ და ეგეც დაასვენოს.

  • nika 54
    schedule 10 აპრ 2022, 16:28

    მუნუერა მონტერო ცოტა უნდა დაჭკვიანდეს, სამი თამაში ჩაგვიგდო ზედიზედ. ასე არ გამოვა.

  • XAVI 6-8
    schedule 10 აპრ 2022, 14:08

    ციტატა: nikusha
    ტერ შტეგენი
    ალვეში-არაუხო-გარსია-ალბა
    დე იონგი-ბუსკეტსი-გავი
    დემბელე-ობამეიანგი-ფერან ტორესი


    ნიკოს დაყენბაც შეიძლება გავი დე იონგთან ერთად.ძაან გადაღლილები მეჩვენებიან ბუსი და პედრი.აწი არიან ესენი საჭირო ევროპა უნდა მოვოგოთ და ზედ ლიგის გამარჯვებული დავიხიოთ

  • nikusha
    schedule 10 აპრ 2022, 13:53

    ტერ შტეგენი
    ალვეში-არაუხო-გარსია-ალბა
    დე იონგი-ბუსკეტსი-გავი
    დემბელე-ობამეიანგი-ფერან ტორესი

  • Vito
    schedule 11 მაი 2021, 23:18

    ტელეფონით ვარ ლინკი ძმურად🙏

  • nika 54
    schedule 11 მაი 2021, 16:04

    უკანასკნელი 11 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 8 კი წააგო. "ლევანტეს" 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
    მერე კუმანი რისთვისა გვყავს? რამდენ გუნდს აჩუქა რეკორდი(რაც ჩვენთვის ანტირეკორდი აღმოჩნდა)? მაგრამ იმედია დღეს ბიჭები კუმანს არ დაუჯერებენ და მოიგებენ.

  • ნოდო ბარდაველიძე
    schedule 11 მაი 2021, 14:05

    უნდა მოვიგოთ

  • kanja
    schedule 11 მაი 2021, 13:18

    ჩვენ კადისთან და გრანადასთან წავაგეთ ჩემპიონობა!.. ახლა შემთხვევითობის ხარჯზე ვართ!..

  • ჯერემი რენერი
    schedule 11 მაი 2021, 11:18

    რეალი კიდევ დაკარგავს ქულებს აი ატლეტიკოს მარტივი თამაშები რჩება და ასე ძალით როგორ დათმობენ ტიტულს..

  • Diana
    schedule 11 მაი 2021, 11:13

    ან დამაჯერებლად მოიგეთ , ან წააგეთ პირწმინდად და ჩვენც დაგვასვენეთ და თქვენც დაისვენეთ

  • Sergio5
    schedule 11 მაი 2021, 10:54

    ფრეს ვითამაშებთ დღეს და დავიმთავრებთ საჩემპიონო იმედებს საერთოდ

  • რამოსი
    schedule 11 მაი 2021, 10:39

    ქოჩორაშვილია მგონი , განაცხადში ლევანტეში