workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ნეიმარით უკმაყოფილოა

“ბარსელონა” ნეიმარით უკმაყოფილოა

“პარი სენ-ჟერმენთან” კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ნეიმარის გადაწყვეტილებამ “ბარსელონას” ხელმძღვანელების განაწყენება გამოიწვია. ამ ინფორმაციას RAC1 ავრცელებს. 

კატალონიური კლუბის წარმომადგენლები “ბლაუგრანას” ყოფილ ფეხბურთელს ერთი თვის წინ შეხვდნენ. ნეიმარმა ისინი დაარწმუნა, რომ “ბარსაში” დაბრუნება სურდა, რის გამოც კლუბმა სატრანსფერო გეგმები შეცვალა. მათ მთავარ პრიორიტეტად პსჟ-სთვის კარგი შეთავაზების მომზადება იქცა, ერლინგ ჰოლანდისთვის ბრძოლა კი ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა. 

წყაროს ცნობით, ნეიმარი ამბობდა, რომ პარიზელებს გამარჯვების მომტანი სპორტული პროექტი არ ჰქონდათ. 

ყველაფრის მიუხედავად, 29 წლის თავდამსხმელმა “ბარსელონას” ზურგი აქცია და კონტრაქტი მაინც გაახანგრძლივა. ახალი ხელშეკრულების მიხედვით ნეიმარის წლიური ანაზღაურება 30 მილიონი ევრო იქნება, რისი შეთავაზებაც “ბარსას” არ შეუძლია. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • Don_Andresito
    schedule 09 მაი 2021, 15:56

    ციტატა: Feel My Style
    რამდენიმე თვის წინ დაწერა ფაბრიციო რომანომ რომ კონტრაქტს გაახანგრძლივებდა და ასეც მოხდა. მას მერე რაც კი დაიწერა ყველაფერი ჭორი იყო და ამ საიტზეც გამოქვეყნდა. უმჯობესია რომ წყაროების სანდოობა გადაამოწმოთ და ყველა სიახლე არ დაიდოს, მხოლოდ ისინი რომლებიც მეტადაა ახლოს რეალობასთან. ჩემთვის როგორც საიტის ერთ-ერთი მომხმარებლისთვის მოსაწყენია…


    მე პირადად ეგრევე ვხვდები ხოლმე ყვითელი ნაბოდვარია თუ რეალური. გილიამ ბალაგე და ფაბრიციო რომანო ყველაზე სანდო წყაროები არიან, მუნდოს და სპორტს არ ვენდობი ეგრე, როგორც მაგ ორს. მუნდო და სპორტი ბართომეუს შეკვეთილ ტყუილ სტატიებს ხშირად წერდნენ. ლაპორტას დაკვეთასაც შეასრულებენ რო რამე. თუ იკადრა ლაპომ. ზოგადად ეგეთი ფანატი არ ვარ ლაპორტასი როგორც აქ ბევრი და არც დიდი იმედი მაქვს რო მთებს გადააბრუნებს. ბართომეუზე უკეთEსი სულ რო არაფერი გააკეთოს მაინც იქნება. მარა ნეიმარის აჟიოტაჟი ხელოვნურად გამოიწვია ჩემი აზრით. ნეიმარი გაიმაზა და მესის სასიამოვნებლად აგუერო ჩათვალეთ მოსულია. არადა რა ზარალია ტიპი, ფეხბურთელის გარდა ყველაფერია უკვე. მესის შენარჩუნება უნდა დაბალი ხელფასით და ყველაფერს აკეთებს. ბართომეუს არ უნდოდა დაჟე ის პრეზიდენტი ყოფილიყო ვის ეპოქაშიც მესი წავიდოდა და ლაპორტა ხო განულდება ეგრევე ლეო რო დაკარგოს.

  • me da barca
    schedule 09 მაი 2021, 15:05

    გამყიდველი სულის პატრონია, ძუკნა.

  • Feel My Style
    schedule 09 მაი 2021, 14:54

    რამდენიმე თვის წინ დაწერა ფაბრიციო რომანომ რომ კონტრაქტს გაახანგრძლივებდა და ასეც მოხდა. მას მერე რაც კი დაიწერა ყველაფერი ჭორი იყო და ამ საიტზეც გამოქვეყნდა. უმჯობესია რომ წყაროების სანდოობა გადაამოწმოთ და ყველა სიახლე არ დაიდოს, მხოლოდ ისინი რომლებიც მეტადაა ახლოს რეალობასთან. ჩემთვის როგორც საიტის ერთ-ერთი მომხმარებლისთვის მოსაწყენია…

  • რივალდო-მესი
    schedule 09 მაი 2021, 14:25

    როდის უნდა გადაიფურცლოს ეგ ფურცელი? თუმდაც ამ საიტზე? მორჩა გავიარეთ. დაკერეთ ეხლა მბაპე. რაიოლასთან საქმის დაჭერას ჯობია მბაპეს დაველაპარაკოთ. ოღონდ ისე რომ ხალიფამ აქეთ არ აგვაზიოს პედრი და ფატი🙁

  • nika 54
    schedule 09 მაი 2021, 13:33

    სწორედ იმიტომ ხვდებოდა, რო შეიხი ჩაეპანიკებინა, მაგ ნაგავმა ბარსა გამოიყენა კაი კონტრაქტის გასაფორმებლად. ეხლა კი უნდა შევეშვათ მაგაზე საერთოდ ლაპარაკს. შეიხის გასაბრაზებლად კი შეიძლება ხმა დავაგდოთ, ნეიმარს კონტრაქტის გახანგრძლივებაში ჩვენ დავეხმარეთო, თვითონვე გვთხოვა თორემ ჩვენ საერთოდ გვეკიდაო.

  • Msn91011
    schedule 09 მაი 2021, 13:16

    ფულზე გაიყიდა რა უბრალოდ ვერ ვხვდები კარიერის მანძინზე ნაკლები ფულის გამომუშავება და დიდი სახელის დატოვება როგორ უნდა გაცვალო მხოლოდ ფულზე თან ნაკლენი ფული ხოარ არის 20-30 ლარი მილიონებზეა ლაპარაკი😂 ნეიმარის ფეხბურთი მორჩა ლიგაზე 1-2 თამაში თუ გაუვარდება ხოლმე და პარიზი კიდე ლიგას ვერასდროს მოიგებს. ნეიმარის კონტრაქტი მბაპეს რეალში ტრანსფერზ კიდე უფრო აშკარას ხდის. რა ჰოლანდი და გაპიარებული მოთამაშეები მბაპე არის მოთამაშე რომელიც პატარა რონალდოა. მბაპეა დასათრევი აუცილებლად მარა მადრიდისტაა ეგ შობელძაღლი