ესპანური Cope-ს ინფორმაციით, UEFA-ს პრეზიდენტ ალექსანდერ ჩეფერინს სუპერ ლიგის დამფუძნებელი კლუბებისთვის სანქცია უკვე მომზადებული აქვს.
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი აპირებს, რომ “ბარსელონა”, “რეალი” და “იუვენტუსი” ევროტურნირებიდან 2 სეზონით მოკვეთოს.
დანარჩენ 9 კლუბს, რომლებმაც სუპერ ლიგის დაარსებაში მონაწილეობა მიიღეს, თუმცა პროექტი მალევე დატოვეს და UEFA-ს პირობებს დასთანხმდნენ, იგივე სასჯელი არ შეეხება.
წყაროს ცნობით, თუ სიტუაცია არ შეიცვალა, დისკვალიფიკაცია ძალაში 29 მაისს გასამართი ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ შევა.




მოგვკვეთონ ჯობია, ასე სამარცხვინო გამოსვლას მაინც აჯობებს. და ამ ორ წელს იქნება ნორმალური გუნდი მაინც ააშენონ, რო პსჟ-სთან სახლში მაინც არ გაპაზორდნენ.
ანუ ყველაფერს სოსიოების გადაწყვეტილება დაალაგებს?!
კლუბის სრულუფლებიანი წევრების გადაწყვეტილება, რასაც ლაპორტა ვერ გადაახტება
თუ არადა ევროპაში არსებობს სასამართლო, სადაც სწორ გადაწყვეტილებებს ღებულობენ ბიძინას ჯიბის სასამართლოსგან განსხვავებით.
ანუ ყველაფერს სოსიოების გადაწყვეტილება დაალაგებს?!
კლუბის სრულუფლებიანი წევრების გადაწყვეტილება, რასაც ლაპორტა ვერ გადაახტება
და ბარსელონა არცაა მაგ სუპერ ლიგაში შესული სანამ სოსიო თანხმობას არ განაცხადებს ოფიციალურად არაა ბარსა მაგ ტურნირის წევრი ასე რომ ფეხები ვერ მოგვჭამონ
მოკვეთავენ ამ სამ გუნდს და კარგ ჩიტს დაიჭერს ჩეფერინი