workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: უეფას ვერდიქტი ცნობილია

ოფიციალურად: უეფას ვერდიქტი ცნობილია

უეფამ სუპერ ლიგიდან გასულ 9 კლუბს, მათგან ბოდიშის მიღების შემდეგ კარი ისევ გაუღო. სუპერ ლიგას ჯამში 12-ვე კლუბის შემადგენლობით 2 დღეც არ უარსებია, ახლად შექმნილმა ორგანიზაციამ გულშემატკივართა აბსულუტურ უმეტესობაში უკმაყოფილება გამოიწვია, რის შედეგადაც 9 კლუბმა მისი დატოვება გადაწყვიტა.

ამასთან დაკავშირებით უეფას პრეზიდენტის, ალექსანდრ ჩეფერინის პოზიცია შედარებით ტოლერანტული იყო.

“კლუბების კეთილგანწყობის გამო, აღადგინონ რა დარღვეული წესები და კვლავ იტვირთონ მათზე დაკისრებული მოვალეობები, უეფას სურს, რომ მომხდარი ფაქტი ერთეულ შემთხვევად ჩათვალოს და წარსულში მოიტოვოს. მომავალში კი პოზიტურად განაგრძოს წინსვლა.”

ამის შემდეგ უეფამ რამდენიმე თეზისიანი განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც ამ კლუბებისათვის მომავალში დაკისრებულ ვალდებულებებს აერთიანებს:

  • კლუბებმა უეფას მიერ შექმნილ თითოეულ გადაწყვეტილებას უნდა სცენ პატივი და უყოყმანოდ უნდა დაემორჩილონ ორგანიზაციის შექმნილ სისტემას.
  • კლუბები დარჩებიან უეფას შემადგენლობაში და მიიღებენ მონაწილეობას ყველა იმ ტურნირზე, რომელზე კვალიფიცირებასაც სეზონის მიხედვით შეძლებენ.
  • კლუბები შეუერთდებიან ევროპულ საკლუბო ასოციაციას, რომელიც უეფას მიერ აღიარებული ერთადერთი ჭეშმარიტი ორგანიზაციაა.
  • კლუბები არ დაიშურებენ ძალებს, რათა სუპერ ლიგის დატოვების საკითხი ბოლომდე მიიყვანონ.
  • კლუბები 15 მილიონ ევროს არა ჯარიმის სახით გადაიხდიან, არამედ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში ჩადებენ, რითაც ფეხბურთის გავრცელებას შეუწყობენ ხელს.
  • კლუბებს მომდევნო სეზონში უეფას ტურნირებიდან მიღებული შემოსავლის 5% დაუკავდებათ.
  • კლუბები თანხმდებიან იმაზე, რომ სუპერ ლიგის მსგავსი ორგანიზაციის ძებნისა და იქ გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში დაეკისრებათ 100 მილიონი ევრო ჯარიმის სახით, კლუბების ვალდებულებათა დეკლარაციის რომელიმე პუნქტის დარღვევის შემთხვევაში კი ეს ჯარიმა 50 მილიონი ევრო იქნება.
  • თითოეული კლუბი მოქმედებს 2019 წელს უეფასა და კლუბებს შორის მიღწეული მემორანდუმის მიხედვით, რომელიც სწორედ ევროპულ კლუბთა ასოციაციის მიერ არის დადგენილი.

აღნიშნული განცხადება იმ 9 კლუბს შეეხება, რომლებმაც სუპერ ლიგა დატოვეს, ანუ რეალურად ისინი სერიოზულ სასჯელს გადაურჩნენ. რაც შეეხება სუპერ ლიგის შემადგენლობაში დარჩენილ 3 კლუბს, “რეალს”, “იუვენტუსსა” და “ბარსას”, მათ საკითხს უეფას სადისციპლინო კომიტეტი გადახედავს. შესაბამისად, არაა გამორიცხული ისინი ევროტურნირებიდან მოიხსნან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (16)

  • nika 54
    schedule 08 მაი 2021, 13:32

    სადაა პერესი და ანიელი რო ააბუნტეს ეს უტვინოები და გაიყოლეს ცხვრებივით. გადადგეს რეალის პრეზიდენტობიდან და მოხსნან რეალი ლიგიდან. ამ ლაპორტამ კიდევ დროზე განაცხადოს უარი, ახლა ჯარიმების თავი გვაქვს კიდევ.

  • Zaali
    schedule 08 მაი 2021, 12:58

    Clever liar,
    Magis dapyrobilii qveyanaa ravtqviii ai eg pijoni rom iblatavebs erti iyoo temaa dado da axlaa liga 1 sec mazaven 😁😁😁😂

  • M10 S9 D11
    schedule 08 მაი 2021, 12:43

    დროზე გამოდი ლაპორტ მაქედან ბერკეტი კი გვიჭორავს მარა მაინც

  • Diana
    schedule 08 მაი 2021, 07:30

    და მაინც რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს რეალს და ბარსელონას ვერ მოხსნის ტურნირიდან

  • DE PE FA
    schedule 08 მაი 2021, 01:21

    ციტატა: Clever liar
    შიგ ხალიფაშიც


    ერთი Liga 1 ბატონ პატრონობდა და ეხლა ილმაზიკომაც ჩაახუტა წაჭრილი😁

  • Albicelecte
    schedule 08 მაი 2021, 01:09

    ის არ მესმის, სხვა კლუბებმა რატომ უნდა გადაუხადონ პერესს იმ შემთხვევაში, თუკი ამ არშექმნილ ლიგას დასტოვებენ?! barca-6

  • Clever liar
    schedule 08 მაი 2021, 00:57

    ციტატა: DE PE FA
    ამოსდო ლაგამი მბაპე-ნეიმარს 100 წლის ილმაზმა😁შიგ პარიზში შიგ ეიფელში უნდა იაროს ილმაზიკომ 2 მატჩიც და ეგაა🙃


    შიგ ხალიფაშიც :))

  • DE PE FA
    schedule 08 მაი 2021, 00:48

    ციტატა: Clever liar
    დარჩენილი მატჩებიდან დღეს ყველაზე მძიმე თამაში უნდა ქონოდა წესით ლილს და პირველივე ტაიმში მოაყომარეს. საღოლ, ბოლო ორიც და ეგ არის პიჟონმარის დაპყრობილი მწვერვალები :))


    ამოსდო ლაგამი მბაპე-ნეიმარს 100 წლის ილმაზმა😁შიგ პარიზში შიგ ეიფელში უნდა იაროს ილმაზიკომ 2 მატჩიც და ეგაა🙃

  • Erekle
    schedule 08 მაი 2021, 00:31

    ებიჯო გამოდი დროზე

    დედანატირები რწალი იმ 15 მილიონს კი გადაიხდის მარა 3 იმდენს ამოიღებს უარის გამო კლუბებისგან

  • Clever liar
    schedule 08 მაი 2021, 00:16

    დარჩენილი მატჩებიდან დღეს ყველაზე მძიმე თამაში უნდა ქონოდა წესით ლილს და პირველივე ტაიმში მოაყომარეს. საღოლ, ბოლო ორიც და ეგ არის პიჟონმარის დაპყრობილი მწვერვალები :))

  • mesi_10
    schedule 08 მაი 2021, 00:10

    ხოო ეგ თუ სიმართლეა და 2 წლით ჩამოშორდება ბარსა ევრო ტურნირებს ეს იქნება ლაპორტას არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი იმიტომ რომ სრული პასუხის მგებლობა მასზეა დაკისრებული როგორც წარმატების ასევე კრახის შემთხვევაშიც ..

  • Albicelecte
    schedule 08 მაი 2021, 00:08

    ჯარიმა 100 მილიონამდე შეიძლება გაიზარდოსო?! და ესაა მსუბუქი სასჯელი?!?!??!?!!?!

  • Clever liar
    schedule 08 მაი 2021, 00:07

    უეფას უფულობის გამო გაურბოდნენ და ახლა იქეთ ჯარიმის სახით ატენიან ჩეფერინებს :DDD აეგრე ვირთხებს, 15 რა არის, 200ებსაც მშვენივრად გადაიხდიდნენ :))

  • becool
    schedule 08 მაი 2021, 00:02

    დროა მესი სიტიში წავიდეს.ჩვენ ლიგას ვერ მოვიგებთ კიდევ მინიმუმ 2 წელი.
    პრემიერ ლიგა ნ1 ია უკვე კარგა ხანია და სულ რო არაფერი პრემიერ ლიგას მაინც მოიგებს…

  • Muxber
    schedule 07 მაი 2021, 23:58

    ოჰ მანამდე იქნებ რამე გუნდი აეწყოს რომ სასაცილოთ ლიგას არ დავემშვიდობოთ ხოლმე მთლად კატასტროფა არ არის ჩვენთვის😂😂😂

  • NEYBarca
    schedule 07 მაი 2021, 23:50

    კარგია თუ ორი წლით მოიხსნებიან. ორი წელი ზედიზედ სირცხვილით გამოვარდანს ისევ უთამაშებლობა ჯობია.