workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დიეგო სიმეონე “ბარსელონასთან” მატჩის წინ

დიეგო სიმეონე “ბარსელონასთან” მატჩის წინ

ლა ლიგის წლევანდელი სეზონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში ხვალ ერთმანეთს “ბარსელონა” და “ატლეტიკო” დაუპირისპირდებიან. 

მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

2014 წელს გამართულ მატჩსა [მაშინ “ატლეტიკომ” “კამპ ნოუზე” ქულის აღება მოახერხა და ესპანეთის ჩემპიონი გახდა] და ხვალინდელს შორის არანაირი მსგავსება არ არის. ის თამაში სეზონის ბოლო იყო, ვიცოდით, რომ ფრე ჩემპიონობისთვის საკმარისი იქნებოდა, ახლა კი განსხვავებული სიტუაციაა. 
როგორი შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს მატჩი, სასწორზე კიდევ 9 ქულა დევს. 
“კამპ ნოუზე” მოგება? ცხოვრებაში ყოველთვის ხდება რაღაც პირველად.
შეხვედრის წინ ბევრი რამის შეცვლას არ ვაპირებთ. მთელი სეზონის განმავლობაში კარგად გააზრებული გეგმით ვთამაშობთ და ხვალაც ასე იქნება. 

– განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა. 

35-ე ტურის წინ “ატლეტიკოს” ანგარიშზე 76 ქულაა, “ბარსელონას” კი 74 აქვს. ასევე 74 ქულა აქვს კიდევ ერთ კონკურენტს, მადრიდის “რეალს”, რომელიც ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო ცხრილში “ბარსაზე” წინაა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში