“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, “ატლეტიკოსთან” გასამართ მატჩამდე ტრადიციულ პრესკონფერენციას მართავს.
მეტოქე
ჩვენი შედარება არ შეიძლება. ეს არის ორი ერთმანეთისგან განსხვავებული სტილის მქონე გუნდი. ხვალ მოიგებს ის, ვინც მენტალურად უფრო ძლიერი იქნება. შეტევაში აუცილებელია, შევქმნათ ბევრი მომენტი და ვიყოთ ეფექტურები. ბურთის გარეშე აგრესიულად უნდა ვითამაშოთ. გვჯერა, რომ კარგ შეხვედრას ჩავატარებთ.
“ბარსა” ყოველთვის შემტევი გუნდი იყო, თუმცა გამარჯვების მოსაპოვებლად სხვა გზებიც არსებობს. ვფიქრობთ, რომ “ატლეტიკო” დაცვაში მჭიდროდ ითამაშებს და სივრცეებს არ დატოვებს
ლა ლიგა
სეზონის განმავლობაში, ყველა გუნდს აქვს კარგი და ცუდი პერიოდი. ჩვენ სიტუაციის შემოტრიალება შევძელით, რასაც სამი-ოთხი თვის წინ ვერავინ იფიქრებდა. ამ ტურში ჩემპიონობის ოთხი კანდიდატი ხვდება ერთმანეთს, შეგვიძლია ტიტულისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ. ხვალინდელი თამაშის შედეგი მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა არა გადამწყვეტი.
წვეულება მესის სახლში
ახლა, ამაზე სასაუბრო დრო არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი ხვალინდელი თამაშია.
სანქცია
კარგი იქნება თუ სანქცია მოიხსნება, რადგან მე მწვრთნელი ვარ და მოედანზე ყოფნა მსურს. თუმცა თუ ასე არ მოხდა, როგორც ვალენსიაში, სამწვრთნელო შტაბი იქ იქნება. ჩვენ უკვე, თითქმის, მთელი სეზონია ერთად ვართ და საერთო იდეები გვაკავშირებს. ამ ყველაფრისგან დიდი აჟიოტაჟის შექმნა არ ღირს.
ლუის სუარესი
ეს სუარესისთვის და “ბარსას” ფეხბურთელებისთვის უცნაური იქნება, თუმცა ჩვენ ყველანი პროფესიონალები ვართ და მოგებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
ანსუ ფატი
ოპერაციის შემდეგ, მასთან არ მისაუბრია. ანსუსნაირი ფეხბურთელის არყოფნა ჩვენთვის მნიშვნელოვანი დანაკლისია. ახლა, მთავარია გამოჯანმრთელდეს და მალე დაგვიბრუნდეს.
ითამაშებს თუ არა დემბელე
მე ყველას ვენდობი. ეს არის ტექნიკური გადაწყვეტილება. ხვალ, ჩვენ დავაყენებთ ისეთ შემადგენლობას, რომელიც, ჩვენი აზრით, გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაზე ოპტიმალური იქნება.
ლეო მესი
ზაფხულში, როდესაც მე მასთან ვისაუბრე, მივხვდი, რომ იგი გუნდის ტაქტიკური ასპექტით დაინტერებულია. ლეო სხვებზეც ზრუნავს, ერთად ვმუშაობთ იმაზე თუ როგორ შეგვიძლია ვითამაშოთ და რა არის გამოსასწორებელი.
მომდევნო სეზონის დაგეგმვა
გუნდისთვის, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს მესის დარჩენა წარმოადგენს. ყველა მწვრთნელი ესაუბრება საკუთარ კლუბს პრესეზონის, ტრანსფერებისა და სხვადასხვა თემების შესახებ, ეს ნორმალური მოვლენაა.
მატეუ ლაოსი
ჯობია, მსაჯებზე არ ვისაუბროთ. ფედერაცია საუკეთესო არბიტრებს ნიშნავს. ამაზე ბევრი არ უნდა ვიფიქროთ, მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვკონცენტრირდეთ. იმედი მაქვს, რომ არბიტრი და VAR სამართლიან გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
გაძევება “გრანადასთან”
მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო პიროვნული საკითხი იყო. “რანაირი ხასიათი გაქვს?!” შეურაცხყოფა არ არის. ამის თქმისთვის 2-მატჩიანი სასჯელი არ უნდა არსებობდეს. როგორც ჩანს, იმ მსაჯთან რაღაც სხვანაირადაა.
კუმანმა, “როხიბლანკოსთან” მატჩისთვის, განაცხადში 23 ფეხბურთელი შეიყვანა.
გრანადასთან, რომ მოგვეგო ახლა ფრეც მისაღები იქნებოდა.
რა დრო და ფუფუნება გვქონდა, რა მოგებები, გვეკიდა ყველა გუნდი ლა ლიგაში.
ახლა "ჭ" კლასის გუნდებთანაც ვნერვიულობთ
რეალი მსაჯებმაც რო უჯიგრონ მაინც ვერ მოიგებს ლა ლიგას ან ბარსა ან ატლე ნახეთ აგერ სევილიასთან თუ არა ბილბაოსთან მაინც წააგებს რეალი აი ხვალ ბარსამ უნდა დადოს თავი ამაზე რთული მატჩი არააქ მერე გუნდს მგონია რო ხვალ რთულად მარა მოვიგებთ 2-1 ან 1-0 შეიძლება 3-1 დაჯდეს მარა მოვიგებთ აი რეალი კი უეჭველი ჩაისვრის წელს არაა არაფრის მომგები და არც უნდა მოიგოს
ხვალ ვიგებთ!!ზეგ რეალი ქულებს კარგავს
სწორია, ამიტომაც დანიშნეს რეალის თამაშები, მას შემდეგ რაც ბარსა ითამაშებს, ანუ წინასწარ ეცოდინება დადოს მოედანზე ყველაფერი თუ ფრეც აწყობს.
განწყობას და მოტივაციას აქვს უდიდესი მნიშვნელობა
რეალი მოასწრებს თუ არა ძალების აღდგენას, საკითხავი ესაა! ფლანგები ყავს ძალიან მოფამფალებული და ლოპოტეგიმ ეს კოზირი უნდა დაიჭიროს
ხვალ არ უნდა წავაგოთ , რევანში გვაქვს ასაღები
ატლეს დაცვასთან ალბას ჩაწოდებები და ფრენკის შერბენები არ მგონია გაამართლებდეს იმიტომ რომ სიმეონე ის ტრენერი არაა რომ მასეთი გოლები გაუშვას მისი დაცვით!