workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კატალონიის მთავრობის წევრები ლეო მესის მიერ თანაგუნდელების სადილზე მიწვევას ეხმაურებიან

კატალონიის მთავრობის წევრები ლეო მესის მიერ თანაგუნდელების სადილზე მიწვევას ეხმაურებიან

ცოტა ხნის წინ, Cope-ს ინფორმაციით, ლა ლიგამ “ბარსელონას” კაპიტნის, ლეო მესის მიერ საკუთარ სახლში თანაგუნდელების მიწვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ახლა კი, კატალონიის ვიცე-პრეზიდენტი, პერე არაგონესი აცხადებს:

გვსურს ყველა, მათ შორის ცნობილი სახეები, ჩვენთან დავიბაროთ, რათა წესები დავიცვათ. დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ისინი ამას გააკეთებენ.

აღნიშნულ საკითხზე კატალონიის მთავრობის სპიკერი, მერიცილ ბოდოც საუბრობს:

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტომ გადაწყვიტა, ეს საქმე გამოიკვლიოს. “ბარსელონა” ამის შესახებ უკვე ინფორმირებულია. რამდენიმე დღეში გადაწყვეტილება ცნობილი გახდება.

წყაროს ცნობით, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ფეხბურთელებს 60 000 ევრომდე ჯარიმის დაკისრება ემუქრებათ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • El pistolero 9
    schedule 05 მაი 2021, 16:09

    60000 ეგ არაფერი.მთავარია დისკვალიფიკაციები არ მოყვეს ამ ყველაფერს

  • Don_Andresito
    schedule 05 მაი 2021, 12:41

    და ვარჯიშებზე ან თამაშებზე რო არიან ერთად მაგაზეც დაიბარეთ. კატალონიის მთავრობასაც პერესი მართავს? ატლეტიკოსთან თამაშამდე 15 წუთით ადრე დაიბარეთ იქნებ ფრე მორჩეს და რეალი ოფიციალურად გაჩემპიონდეს

  • nika 54
    schedule 05 მაი 2021, 12:09

    ნახა დრო ლა ლიგამ გამოძიებისთვის, რისი ეშინიათ? ბარსა არ გაჩემპიონდეს? დამთავრდეს ჩემპიონატი და მერე იძიეთ საქმეები.

  • me da barca
    schedule 05 მაი 2021, 09:37

    დახვრიტეთ ბარემ

  • Barca1980
    schedule 05 მაი 2021, 00:29

    ზღაპარი ის არის მსოფლიო აფიორას რომ ატარებენ . მსოფლიოს ყველა პოლიტიკოსი , ჩვენების ჩათვლით , ფარულად გულაობენ სასტუმროებსა და რესტორნებში , დააპაუზეს ყველაფერი და გააღარიბეს ხალხი და პრეცენდენტი არ უნდა დაფიქსირდეს ადამიანების შეკრებისა და ერთად ყოფნის .

  • Diana
    schedule 04 მაი 2021, 19:00

    აუ ბუზს რატო აქცევენ სპილოდ უიმეე

  • La Pulga10
    schedule 04 მაი 2021, 18:21

    ვერ ვხვდები.მაშინ ყოველი თამაშისთვის ან ვარჯიშზე შეკრებისთვისაც დააჯარიმონ.ზღაპარია ეგ რაღაც.