მადრიდული გამოცემა Marca იუწყება, რომ ილაიშ მორიბას გამორჩეულმა ფორმამ და ბოლო მატჩებში საკმაო რაოდენობის სათამაშო დრომ რიკი პუჩისა და მირალემ პიანიჩის “ბარსელონაში” დარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
რონალდ კუმანისათვის მორიბა უფრო მისაღებ კადრს წარმოადგენს, ვიდრე ნახსენები ორი ფეხბურთელი. ამიტომაც, რიკი და მირალემი როტაციაშიც იშვიათად ხვდებიან.
ამ სეზონის დასაწყისში პუჩის შესახებ იწერებოდა, რომ რონალდ კუმანის მხრიდან უნდობლობის გამო მას “ბარსელონას” დატოვება და იჯარით სხვა გუნდში თამაში მოუწევდა. რაც შეეხება პიანიჩს, ბოსნიელი ფეხბურთელის ტრანსფერმა აშკარად ვერ გაამართლა და ის არტურზე პროდუქტიული ნამდვილად არაა.
რიკის ამ სეზონში 11 თამაშში აქვს მონაწილეობა მიღებული, პიანიჩს კი – 17-ში, საიდანაც უმეტესობა სუსტ გუნდთან შეხვედრები ან სათასო დაპირისპირებებია.

nikusha,
კაცურად რა ნახე ამ ალენიაში ასეთი??
რავიცი, გრანადასთან საერთოდ სულ სხვა იყო ვეღარ ვცნობდი.
პუჩი მეცოდება მაგრად, რატო არ ათამაშებს კუმანი არ მესმის, სხარტი მოთამაშის შთაბეჭდილებას ტოვებს და რამდენჯერაც შემოვიდა სულ მუხტი ემატება თითქოს გუნდს
პიანიჩი ხო მარა პუჩთან რა უნდათ
ორივე გასაშვებია და დასაწინაურებელია მორიბა და დასაბრუნებელია ალენია მერე ბუსიც წავა და ეგარის, თან ვეინალდუმიც თუ არ მოჰყავთ მითუმეტესს
ჯერ კუმანმა იმაზე ილოცოს რო დატოვონ და მერე იფიქროს კლუბი ვინ გაუშვებს და ვინ დატოვებს :დ
რამდენიმე თამაშში შეცვლებზე კარგად შემოვიდა მაგრამ ბოლო თამაშში არ მომეწონა სათამაშო ინტელექტი და კრეატიულობა არ იგრძნობოდა თუმცა ვნახოთ ალბათ აქვს პოტენციალი მწვრთნელებმა უკეთ იციან ყოველდღე უყურებენ რისი მაქნისებიც არიან
არადა ჯერ დიდი ვერაფერი დავინახე მორიბაში, თავიდან უკეთესად დაიწყო, მაგრამ მერე გაჩვეულებრივდა, არ ჩანს ეს მოტივირებულობა, კრეატიულობა, გამბედაობა…თანაც ძალიან უიღბლო გამოდგა, ფიზიკურად კია ჯანზე იცოცხლე თქო, მარა თუკი ახალი ვერაფერი შემოგვთავაზა, მხოლოდ უკან, მოკლე პასები აკეთა და თავი არ გამოიჩინა გაცუდებული მომენტების იქეთ, მაშინ ალოგიკურია ამდენი დროის მიცემა ბავშვისთვის, რომელსაც პუჩზე და პიანიჩზე მეტი არაფერი უჩვენებია, თუმცა ესეც კუმანის მორიგი ახირება მგონია.
თანაც აშკარაა რომ როცა მოედანზე გამოდის თავად ჩავის პოზიციაზე დგება, დე იონგი კი შემტევ ნახევარმცველად გვევლინება, ამ დროს რეალურად დე იონგი უნდა იდგეს ჩავის ადგილზე და შემტევი უნდა შემოდიოდეს თუმცა არ გვყავს და სჯობს მაგაზე გავამახვილოთ ყურადღება ვიდრე წამდაუწუმ უბრალოდ ახალგაზრდების გამოზრდასა და დაწინაურებაზე ვიფიქროთ.
ვფიქრობ , მორიბას ბევრად დიდი პოტენციალი გააჩნია ვიდრე პუჩს , პიანიჩი ისედაც გასაყიდია