კატალონიის რადიოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 21 წლის მცველმა, ოსკარ მინგესამ, “ბარსელონასთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა.
ხელშეკრულების მიხედვით ფეხბურთელი კლუბთან 2023 წლამდე იქნება დაკავშირებული და მომდევნო სეზონიდან პირველი გუნდის ოფიციალური წევრი გახდება.
წყაროს ცნობით მხარეებს შორის შეთანხმება დღეს გაფორმდა, თუმცა “ბარსას” ეს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.
მინგესა “ბარსელონას” აკადემიის აღზრდილია და ძირითად გუნდში დებიუტი მიმდინარე სეზონში, ნოემბერში ჰქონდა. მან მწვრთნელის ნდობა მალევე მოიპოვა და დღემდე კლუბს კიდევ 34 შეხვედრაში დაეხმარა.

მაგის ხნის პიკეც ბევრს მიქარავდა, მაგრამ ვერ ვხედავდით მანჩესტერში იყო. იმიტომაც ასე ადვილად გამოუშვა ფერგიუსონმა.
მაგრად კი შეცდა ისე.იმედია შეცდომებზე ისწავლის და ასე აღარ მიქარავს
არ გაიმეორებს
კაი ბიჭი ხარ , მაგრამ გუშინდელი შეცდომები აღარ გაიმეორო