“რეალი”-“ჩელსის” ნახევარფინალური შეხვედრის დაწყებამდე, BT Sport-ის სტუდიურ გადაცემაში გარი ლინეკერმა და რიო ფერდინანდმა სტუმრებთან, სტივ მაკმანამანთან და ჯო კოულთან ერთად ზინედინ ზიდანის სამწვრთნელო კარიერა შეაფასეს.
აღნიშნულ თემაზე მსჯელობისას, ჯო კოულმა განაცხადა, რომ მისი აზრით მოთამაშისა და მწვრთნელის ერთობლივი შედეგებით ზიდანი სწორედ იოჰან კრუიფის დონეზეა და ალბათ ცოტა მაღლაც:
“ზიდანის ღვაწლი საკმარისად დაფასებული არაა. თუ მის კარიერას განვიხილავთ როგორც მოთამაშისა და მწვრთნელის ერთობლივი შედეგებით, ის იოჰან კრუიფის დონეზეა, შესაძლოა, უფრო მაღლაც. ვინაიდან, მეტი აქვს მოგებული. თუ ის ამ გუნდით გაჩემპიონებას მოახერხებს… უბრალოდ გასაოცარი მწვრთნელია და ჯერ კიდევ დაუფასებელიც.”
სტივ მაკმანამანმა კი განაცხადა, რომ ფრანგის დაუფასებლობა დიდწილად ესპანური პრესის “დამსახურებაა”. მისი თქმით, ინგლისში მუშაობის შემთხვევაში, შესაძლოა ზიზუსათვის “ლორდის” ან “სერის” წოდებაც კი მინიჭებინათ.
წლევანდელ სეზონში ზიდანს დუბლის შესრულების შანსი აქვს, მაგრამ ორივე ტურნირზე “რეალის” შანსები მეტოქეებთან შედარებით ნაკლებია.



როგორც მწვრთნელი არასწორია შედარება. კრუიფი ინოვატორი იყო, რაც მოედანზე იყო ფეხბურთელობისას იგივე იყო მწვრთნელადაც, ყველა დეტალი შეფასებული ქონდა. ზიდანი ძალიან პრაგმატულია, არანაირ ახალ მიმდინარეობას არ ქმნის, იყენებს სიმეონეს ანჩელოტის მსგავსს სტილს, ნაზავს და შედეგს დებს. ამიტო მაგათი შედარება უცნაურია. თორე როგორც ფიგურა რა თქმა უნდა ზედიზედ 3 ლიგის მომგები გუნდის მწვრთნელი უფრო მეტ დაფასებას იმსახურებს. მესის კარიერა დიდ შავ ლაქად აქცია.
როგორც პელე იტყოდა, ზიდანმა ჯერ 3 ოქროს ბურთი მოიგოს და მერე შეეჯიბროს კრუიფს.
კრუიფმა როგორც მწვრთნელმა ფეხბურთის ახალ მიმდინარეობას ჩაუყარა საფუძველი.ფეხბურთელიც ზე დონე იყო და ასე გადაჭრით თქმა არასწორია
ჯო კოულ სამი ასო ხარ და მეტი არაფერი
ნამდვილად! ზიდანმა ახალი დონის ფეხბურთი ათამაშა რეალს – " კადისის ავტობუსი "

ვალვერდეე და ზიდანს რამდენჯერ მოუგოო??
ჰა?
I
ვალვერდეე და ზიდანს რამდენჯერ მოუგოო??
ამ ორ სასქესო ორგანოს კრუიფი ტელევისორშიც არ უნახავთ ალბათ, საწკლები დედააააა,
და კრუიფის ბარსა – "დრიმთიმი" – არ იციან და არც გაუგიათ ალბათ, ბიჭებო იქნებ ჩაუწეროთ თამაშების კრებული და გაუგზავნოთ,
ამ შიბაქ მაკმანამანს ბოღმა ახრჩობს სტოიჩკოვმა (დრიმტიმის ერთერთი ვარსკვლავი) ისე ჩაჩრდილა ეს აღარც კი მახსოვდა საერთოდ თუ ოდესმე უთამაშია
ჰოდა სათქმელიც თქვი, ვალვერდე რო თაქთიკაში გიზავს მანდ მთავრდება ყველაფერი
კრუიფთან არც იგროკთან და არც მწრთვნელთან არ გავაკარებ ზიდანს
თქვენი არ ვიცი და მე ზიდანზე წინ პლატინის დავაყენებ როგორც იგროკს რათქმაუნდა – რავიცი ფრანგებში პლატინის დონის იგროკი არ მინახია ტინდაც იუვეს ლეგენდად პლატინი უფრო მიიჩნევა ვიდრე ზიზუ
პერესი წვერებით უნდა დაკიდო იმ 3 ნაჩუქარი ლიგის გამო
შეიძლება არ ეთანხმებოდე, ისიც კონკრეტულად სამწვრთელო ასპექტებში შედარებისას, მარა ზიდანი და კრუიფი რო ერთნაირად დიდი ფიგურები არიან ფეხბურთის ისტორიაში, ეგ რატოა სადაო საკითხი არ მესმის
ცოტა მეტი ობიექტურობა არ იქნებოდა ცუდი, ყველაფრის უაზროდ გაფეტიშება არ შეიძლება რა
სულ გამომზევდნენ ხალხი🤦🏻♂️🤦🏻♂️🤦🏻♂️
შედეგებით თუ ვიმსჯელებთ კი ბატონო, მარა სად კრუიფის რევოლუციური გავლენა ფეხბურთზე (როგორც მწვრთნელის) და სად ამის. მარტო ძლიერი მოტივატორი კიარა ძაან კარგი ტაქტიკოსიც როა, ეგ დაამტკიცა ზიდანმა მემგონი, თუნდაც ბოლო კლასიკოებში ანდაც ლიგაზე. ერთი ეგ იყო, რო ვალვერდეს გენიას ვერაფერი მოუხერხა. ვალვერდემ ყველა კლასიკოში ტაქტიკურად შეჭამა <3
🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣😁😁
ამ კაცის ძალა მოტივაცის და შემართების მიცემაა გუნდისთვის, წონა გააჩნია დიდი და ძალიან კარგად იყენებს ამას. ფეხბურთი რომ ესმის ამას საუბარი არ უნდა, მაგრამ რავიცი, სად ამის ტაქტიკოსობა და სად კრუიფის იდეები, ძალიან შორს დგანან ერთმანეთთან ამ გამოსახედიდან.