workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ კუმანის პრესკონფერენცია გრანადასთან მატჩის წინ

რონალდ კუმანის პრესკონფერენცია გრანადასთან მატჩის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა “გრანადასთან” ხვალინდელი მატჩის წინ პრესკონფერენციას გამართა და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ბრძოლა 4 გუნდს შორის მიდის. ჩემპიონობისთვის ყველა დარჩენილი თამაშის მოგებაა საჭირო.

ეიფორია? ვხედავ, რომ გუნდი ფოკუსირებულია. ფეხბურთელებს არ ეტყობათ, რომ საქმე დასრულებული ჰგონიათ. ადრე სხვა სიტუაცია იყო, ახლა კი ხალხი ფავორიტად მიგვიჩნევს, თუმცა ჩვენ სიტუაციას ასე არ ვუყურებთ.

გულშემატკივრები? პუბლიკის წინაშე თამაში ნებისმიერი სპორტსმენისთვის მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. გულშემატკივრებთან ერთად ფეხბურთი სხვანაირია. იმედი მაქვს, ჩემპიონატის ბოლო თამაშებში სტადიონებზე გულშემატკივრებს დაუშვებენ.

გრიზმანი? თავდამსხმელებს მათი არაეფექტიანობის გამო აკრიტიკებენ. მე ანტუანი მომწონს, რადგან ის ყოველთვის თავდაუზოგავად მუშაობს. ჩვენ თავდამსხმელებს ზოგჯერ იღბალი არ სწყალობთ. თუმცა “ვილიარეალთან” პირველი გოლი არ გავიდოდა, ანტუანს რომ თავდაჯერება არ ჰქონოდა.

ბოლო 17 თამაშიდან 15 მოვიგეთ. გუნდი თავდაჯერებულია. ეფექტიანობამ იმატა, გუნდი კარგად გამოიყურება და მაქსიმალური შედეგის ჩვენება შეგვიძლია.

პირველი დღის შემდეგ ჩემი როლი დიდად არ შეცვლილა. ვვარჯიშობთ და თამაშებისთვის ვემზადებით, ეს სიტუაცია არც ხვალ შეიცვლება. გუნდში ყველამ იცის, რომ როდესაც “ბარსელონაში” ხარ, უნდა მოიგო. გვყავს ლიდერები, რომლებიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს ეხმარებიან.

როტაცია? რთული სიტუაციაა მათთვის, ვინც იშვიათად თამაშობს, მაგრამ ახლა უმთავრესი გუნდია. გადაწყვეტილებას ფეხბურთელების მზადყოფნისა და ფიზიკური კონდიციების გათვალისწინებით მივიღებთ.

რთული პერიოდი გამოვიარეთ და მენტალურად ძლიერები ვართ. სიტუაცია მნიშვნელოვან თამაშებში შემოვაბრუნეთ. ესპანეთის თასზე ნაჩვენები შედეგები თავისას ამბობს. დასასრულთან 6 თამაში გვაშორებს. ფიზიკურად ვინც უკეთ იქნება მომზადებული, ის მოიგებს.

პსჟ-ს შეთავაზება მესის? ამით არ ვინტერესდები, არ ვიცი, სიმართლეა თუ არა. იმედი მაქვს, ლეო ჩვენთან დარჩება. მან კარიერა აქ უნდა დაასრულოს. თუმცა ეს მისი გადასაწყვეტია. ამაზე არ ვფიქრობ, ვფიქრობ მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე.

ნეიმარი? საუკეთესო ფეხბურთელების გუნდში ყოლა ყოველთვის მნიშვნელოვანია. ნეიმარმა “ბარსელონაში” დიდ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ ახლა ის ჩვენთან აღარაა. არასდროს ვიცით, რა მოხდება.

შესაძლო შენაძენები? პლანესთან და ალემანისთან ერთად გადავწყვეტთ, რა არის გუნდისთვის საუკეთესო, ფინანსური საკითხები კი პრეზიდენტის გადასაწყვეტი იქნება.

ფავორიტი ყოველთვის გათამაშების ლიდერია, ჩვენ კი ჯერ ლიდერები არ ვართ.

გვჭირდება თუ არა ახალი 9 ნომერი? ჩვენ ყველაზე მეტი შანსი შევქმენით და ყველაზე მეტი, 76 გოლი გავიტანეთ. ვფიქრობ, შეტევაში კარგად ვთამაშობთ.

პედრი? მე გუნდის ინტერესები მაინტერესებს. თუ ფეხბურთელი ფიზიკურად მზად არაა, მისი შეცვლის დროა. თუმცა შემადგენლობას არ შევცვლი, თუ გუნდი კარგად თამაშობს. ეს გაუმართლებელი იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ სათადარიგო ფეხბურთელების სიტუაციას გაართულებს.

ფეხბურთელები დისკვალიფიკაციის ზღვარზე? ამაზე არ ვღელავ, ეს ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • ნოდო ბარდაველიძე
    schedule 29 აპრ 2021, 16:04
    #8

    უფრო მეტი შედეგს თუ დადებს მაგას რა ჯობია კუმან

  • El pistolero 9
    schedule 28 აპრ 2021, 22:46
    #7

    კოპას მოგებით 80%ით გაინაღდა მომავალ სეზონში ბარსას გაწვრთნა,ლა ლიგასაც თუ დადებს გუნდი კუმანი 100%ით დარჩება.იმედია კარგ ტრანსფერებს გავაკეთებთ ზაფხულში და გასაყრელებს გავყრით

  • Joakim Brodén
    schedule 28 აპრ 2021, 19:06
    #6

    ციტატა: antonio

    ციტატა: Joakim Brodén
    პედრიზე რა ილაპარაკა თუ ვინმემ გამოიტანეთ აზრი, მითხარით მერე

    თუ დაღლილია შევცვლიო და თუ არაა დაღლილი მხოლოდ იმისთვის რო სათადარიგოებსაც მიეცეთ დრო არავის შევცვლი ასეთ მნიშვნელოვან მომენტშიო


    ახლა გავიგე, მადლობა

  • antonio
    schedule 28 აპრ 2021, 18:56
    #5

    ციტატა: Joakim Brodén
    პედრიზე რა ილაპარაკა თუ ვინმემ გამოიტანეთ აზრი, მითხარით მერე

    თუ დაღლილია შევცვლიო და თუ არაა დაღლილი მხოლოდ იმისთვის რო სათადარიგოებსაც მიეცეთ დრო არავის შევცვლი ასეთ მნიშვნელოვან მომენტშიო

  • nika 54
    schedule 28 აპრ 2021, 18:24
    #4

    პედრი? მე გუნდის ინტერესები მაინტერესებს. თუ ფეხბურთელი ფიზიკურად მზად არაა, მისი შეცვლის დროა. თუმცა შემადგენლობას არ შევცვლი, თუ გუნდი კარგად თამაშობს. ეს გაუმართლებელი იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ სათადარიგო ფეხბურთელების სიტუაციას გაართულებს.
    კაროჩე, თუ დაღლილიაო შევცვლიო, მაგრამ თუ გუნდი(სხვები) კარგად თამაშობენ რაზე შევცვალო ერთი დაღლილიო. ესაო უაზრობააო, სათადარიგოები ამ დროს ყველა მკიდიაო.
    მოკლედ ეს არის მოკლე შინაარსი, ვერ არის ეს კაცი მე მგონი.

  • Kaka
    schedule 28 აპრ 2021, 17:40
    #3

    ანუ უნდა ველოდოთ პედრის დაყენებას ისევ…..მოკვდა გაშავდა..

  • Barca for life
    schedule 28 აპრ 2021, 16:22
    #2

    ყველაზე მეტი შანსი კი შევქმენით და გოლიც მეტი გვაქვს მართალია მაგრამ მაგ 76დან მესამედი მესიზე მოდის, 11 და 10 კი გრიზმანზე და დემბელეზე, არამგონია ბარსას ცხრიანისთვის თუ რაცაა, საკმარისი იყოს სეზონში 32 თამაშში მხოლოდ 11გოლის გატანა ან გარემარბისთვის 10ის, შეადაროს ადრინდელ შედეგებს, სუას, ნეიმარს, და მერე გამოიტანოს მსგავსი დასკვნები, ან იმას არ უყურებს მარტო მესის რამდენი მომენტი გაუფუჭეს ამ იდიოტებმა, თან როგორი მომენტები.
    თავდაუზოგავად მუშაობს ბრეიტვეიტიც და კიდე ბევრი სხვაც, მაგრამ მთავარია თამაშებზე რას აჩვენებენ და ფაქტია გრიზმანი ძალიან არასტაბილურია, რა თქმა უნდა ვილიარეალთან გვიჯიგრა, თასზე გრანადასთანაც გვიჯიგრა მაგრამ სხვა თამაშებზე რა ქნა? სად იყო? სად იმალებოდა? რომელიმე მნიშვნელოვან მატჩში ძლიერ გუნდთან რაიმე დასამახსოვრებელი შემოგვთავაზა თუ მარტო მესი უნდა დავაკნინოთ ამ დროს? გრიზმანი ვინ ჩემი ფეხებია?! თავის დროზე მესის და რონალდუს უდგებოდა გვერდზე და 120 მილიონიც მიაფშვნიტეს მარა რაში? იბიცას რომ უსრულოს დუბლები? ან დათმობილი პენალტები რომ იტანოს? თუმცა მანდაც გაიტანს თუ არა ეგეც საკითხავი ყოველთვის. მოკლედ 9იანი საჭიროა ყველა ვარიანტში, დემბელეზე არაფერს დავწერ საერთოდ გინება სხვებისგანაც ეყოფა.
    აი კუმან ერთი პედრი არ დაგისვენებია და მარტო მაგ სიდებილის გამო ხარ გასაპანღურებელი რომ მსგავსი აკვიატებები გჭირს, სკამზე იმდენი კაცი გიზის და მაინც სიქა გამომძვრალ პედრის ათამაშებ, ბოლო თამაშებია მაგის გამო სულ მგონია რომ 10 კაცით ვთამაშობთ, ერთი ისაა რომ გრიზმანი მოიხოდა და კიდევ კარგი 9 მაინც რომ არ ვართ.

  • Joakim Brodén
    schedule 28 აპრ 2021, 16:02
    #1

    პედრიზე რა ილაპარაკა თუ ვინმემ გამოიტანეთ აზრი, მითხარით მერე