ესპანური გამოცემა SER ლა ლიგისთვის და განსაკუთრებით “ბარსელონათვის” სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს. ამ გამოცემის მტკიცებით, ქვეყნის ხელისუფლება პრიმერა დივიზიონის ბოლო 4 ტურში სტადიონებზე გულშემატკივრების დაშვების ვარიანტს განიხილავს. თუ ასე მოხდა, სტადიონების 25%-ით შევსება იქნება შესაძლებელი.
ვაქცინაციის პროცესის დაწყების შემდეგ ესპანეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული. ქვეყანაში თვალშისაცემად შემცირდა ინფიცირებულთა რაოდენობა, კიდევ უფრო თვალშისაცემია გარდაცვლილთა რაოდენობის შემცირება. ეს კი, როგორც ჩანს, შეზღუდვების შემსუბუქების მიზეზს იძლევა.
რატომ არის ეს სიახლე განსაკუთრებით კარგი “ბარსელონასთვის”? “ბლაუგრანა” ყველაზე მაღალშემოსავლიანი კლუბია, რომლის შემოსავლებიც ყველაზე მეტად შემცირდა. გაყიდული ბილეთებიდან მიღებული თანხა კატალონიელთა შემოსავლის ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენდა და თუ დარჩენილ 4 ტურში გულშემატკივრების სტადიონზე ნაწილობრივ დაბრუნება დაუშვეს, “ბარსას” ბიუჯეტი რამდენიმე მილიონი ევროთი შეივსება.
ფინანსურზე ალბათ უფრო მნიშვნელოვანია სპორტული მხარე – ბოლო 4 ტურში გვიწევს მადრიდის “ატლეტიკოს” მასპინძლობა და ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში სტადიონზე გულშემატკივრების ყოფნა უპირატესობაა. “ატლეტიკოს” გარდა ბოლო 4 ტურში ასევე ვუმასპინძლებთ “სელტას”.

კარგა ხანია რაც შეზღუდვები მოხსნილია ბარსელონაში, აქ ვცხოვრობ და ვიცი ყოველდღიურობა, ერთი ისაა ცუდი რომ პირბადით გვიწევს გადაადგილება დახურულ თუ ღია სივრცეში! მაისის თვეში უკვე ღამის კლუბები და მსგავსი დაწესებულებებიც იხსნება,
ძაან მაგარი იქნება მოტივაციას მისცემს ფეხბურთელებს
ატლეტიკოსთან კარგია თუ იქნება გულშემატკივარი თორე კამპ ნოუზე თამაში ფორმალობაა.უკვე
ლეგენდარულმა იუპ ჰაინკესმა ფეხბურთის ისტორიაში ნახევარდაცვის საუკეთესო ტრიო დაასახელა/თარიღი: 26 აპრ 2021, 23:34
"ბაიერნისა" და "რეალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა განაცხადა, რომ "ბარსელონას" ექს-ნახევარმცველს, ხავი ერნანდესს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს.
"ხავი მარჯვნივ, ინიესტა მარცხნივ, ბუსკეტსი – ჩამშლელად. ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ნახევარდაცვის ხაზია. ხავი გუნდის თავიც იყო და სულიც. საოცარ ფეხბურთელად გაიზარდა, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა, რაც საჭირო იყო იმისათვის, რათა შესანიშნავ მოთამაშედ ჩათვლილიყო. მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ ავტორიტეტი ჰქონდა".
"ფეხბურთში მნიშვნელოვანია პიროვნულობა, ავტორიტეტი, ხასიათი. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. გარდა ამისა, წარმოუდგენლად თვითკრიტიკული, ძალიან თავმდაბალი, ბუნებრივი. ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე გახლდათ, მაგრამ არასოდეს ამჟღავნებდა. ეს ჩემზე ყოველთვის უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენდა".
"ხავი არა მხოლოდ თამაშს წარმართავდა. ამშვიდებდა კიდეც და ამას სწრაფად აკეთებდა. ტექნიკური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, იდეალურად. მესის ხელმძღვანელობდა, ჩამოყალიბებაში დაეხმარა", – ციტირებს ჰაინკესის სიტყვებს Sport Bild.
ძალიან სასიამოვნოა ასეთი ინტერვიუების წაკითხვა.