მას შემდეგ, რაც პოჩეტინო პსჟ-ის მთავარი მწვრთნელი გახდა, ჩავი სიმონსის დებიუტი შედგა საფრანგეთის თასზე, მცირე გამოცდილებაც შეიძინა და მომდევნო წელს, მთავარ გუნდში მეტი სათამაშო დროის მოლოდინში იქნება.
ჩავიერ კვენტინ შაი სიმონსი 2003 წელს ამსტერდამში დაიბადა. ითვლებოდა “ლა მასიას” მთავარ ბრილიანტად, მაგრამ მისი აგენტის წყალობით, კლუბი 2019 წელს დატოვა, ფრანგულ პსჟ-ში გადაბარგდა, სადაც 2020 წელს, ამხანაგურ შეხვედრაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.
ასე ადრეულ ასაკში, რომ მთავარ მოტივაციად ფული არჩია და არა კარიერული ზრდა, ეს მასზე კარგად ვერ მეტყველებს, მაგრამ 15 წლის ასაკში სწორი გადაწყვტილების მიღება ძალიან რთულია, როგორც წესი, ასეთ გადაწყვეტილებებს ფეხბურთელების მშობლები იღებენ, აგენტების რჩევების შემდეგ.
ჰოდა, ისე გამოვიდა, რომ არ ჰყოლია პატარა ჩავის კარგი მრჩევლები. ანსუ ფატი მასზე უფროსია, მაგრამ არა მგონია იმაზე ადრე გაუშინაურდეს დიდ ფეხბურთს, ვიდრე ანსუ, რომელიც არა 19-წლამდელთა ნაკრებში, არამედ უკვე ესპანეთის მთავარ ნაკრებშია მიწვეული. თუმცა, ტრავმები..
ფაქტია, რომ “ლა მასიამ” მორიგი ოქროს თაობა აღზარდა, რომელთაგან ყველა ვერ გაამართლებს იმედებს, მაგრამ უკვე ჩანან ფეხბურთელები, რომლებიც მაღალ დონეზე შეძლებენ თამაშს, ისიც სათქმელია, რომ „ბარსა“ თავის აღზრდილებს არასდროს ივიწყებს, ამის ნათელი მაგალითი ჟერარ პიკე და ფაბრეგასი არიან, ლაპორტა მუდმივად გამოთქვამდა ინტერესს ბელერინთან მიმართებაში, რომელიც „ბარსას“ აღზრდილია და ერიკ გარსიაც არავის დავიწყებია, რომელიც დიდი ალბათობით დაგვიბრუნდება.
ასე რომ, არც სიმონსი ავიწყდება არავის, მით უმეტეს, რომ ჰოლანდიელია, „ბარსაში“ კი რონალდ კუმანთან ერთად ფრენკი დე იონგიც იმყოფება, ადრე თუ გვიან, ფრენკის და ჩავის, ერთად მოუწევთ თამაში ჰოლანდიის ნაკრებში, ბევრი არგუმენტი არსებობს „ბარსას“ სასარგებლოდ, რაც აჩვენებს, რომ ჩავიმ ძალიან იჩქარა, თუმცა, დაბრუნების შემთხვევაში დიდ კონკურენციაში მოუწევს ჩაბმა.
ფრენკი დე იონგი „ბარსას“ ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა, ჯერჯერობით სტაბილურად ვერ გამოიყურება, მაგრამ წინა სეზონთან შედარებით დიდი პროგრესი აქვს.
პედრი რა დღეშიც არის ვხედავთ, თვალთა და ხელს შუა ვარსკვლავად ყალიბდება, ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს და ინგლისური კლუბებიც ეპოტინებიან.
თამაშიდან თამაშამდე უმატებს ილაიშ მორიბა, რომელიც ტექნიკურთან ერთად, ფიზიკური მონაცემებითაც გამოირჩევა.
არ უნდა დაგვავიწყდეს რიკი პუჩი, რომელიც კუმანმა დაივიწყა, მიუხედავად ამისა, ვიცით, რომ დიდი ნიჭისა და შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელია.
„ბარსას“ სიმონსი არ მოკლებია, აკადემიაში მის გარდა ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, მაგრამ სიმონსს მოაკლდა „ბარსა“, დღევანდელი გადმოსახედიდან ასეთი სურათი გვაქვს.
ჩავის პსჟ-ში პოჩეტინო გაცილებით დიდ ნდობას უცხადებს, ვიდრე ტუხელი, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი.
„ჩემთვის ეს განსაკუთრებული მოვლენაა, ვიცი, რომ მუშაობა უნდა გავაგრძელო და შრომა დამიფასდება“. – თქვა 17 წლის სიმონსმა სათასო მატჩში დებიუტის შემდეგ.
მოგვიანებით მისი დებიუტი შედგა ლიგა 1-ში, სულ რაღაც 2 წუთით, მაგრამ მაინც, სიმონსმა დებიუტი ინსტაგრამზე აღნიშნა – „ეს დასაწყისია, მოდი გავაგრძელოთ!“
სოციალურმა ქსელმა დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ადრეული წლებიდანვე პოპულარულია, ამჟამად ინსტაგრამზე სამი მილიონი გამომწერი ჰყავს, ხოლო პირველი კონტრაქტი ნაიკთან 13 წლის ასაკში გააფორმა.
სიმონსი „ბარსას“ თბილად დაემშვიდობა, მაგრამ დღემდე რჩება შთაბეჭდილება, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა რას აკეთებდა, ფრანგებთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, სულ რაღაც სამი დღის წინ კი 18 წელი შეუსრულდა, ამ ასაკში „ბარსა“ თავისუფლად აძლევს თავის ვარსკვლავებს შანსს, რომ პირველ გუნდში ითამაშონ, თავის დროზე, რაიოლა ჩავის დაპირდა, რომ საფრანგეთში უფრო მარტივად შეძლებდა პირველ გუნდში თავის დამკვიდრებას.
შეხედონ არაუხოს, მინგესას, პედრის, დესტს, მორიბას, პუჩის არა, ანსუ ფატის და თავად გააკეთონ დასკვნები.
პიკეც მაგის ხნის წავიდა მანჩესტერში, მაგრამ საკმაოდ დაკაცებული და შეუცვლელი დაგვიბრუნდა, მაგრამ ამას არ ეყო ალბათ ნიჭი როგორც ბოიან კრკიჩს.
ნუ ვისი ან რის ფასად წავიდა ნამდვილად ვერ ვიტყვი… როცა რაიოლა დგას იქ მხოლოდ ფული თუ იქნებაა.. მაგრამ ფაქტია ჩვენ იმედეები გაგვიცრუა დარწმუნებული ვარ აქ რომ დარჩენილიყო ამ ასაკში ისე კაპიარებული იყო თავად გულშემატკივრები შეუტევდნნენ დასაწინაურებლად და ტალანტიც ქონდა რომ შეეშნო.. ეხლა კიდე იყოს ინსტაგრამის იმედად..
მადლობა მამას და რაიოლას
კუბოსაც კარიერის ხეტაფეში დასრულებას ვუსურვებ.
ცუდი არჩევანი გააკეთა ნამდვილად იმიტომ რომ 18 წლის ასაკში მხოლოდ 2 წუთიანი სათამაშო პრაკტიქა უბრალოდ სასაცილოა.. თუ იმის იმედი არქონდათ რომ ბარსას პირველ გუნდში მლაე ვერ დაწინაურდებოდა და განვითარება უნდოდა აიაქსში წასვლა უფრო სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა მაგრმა ფაქტია რაიოლამ და მისმა მშობლებმა არჩევანი ფულზე გააკეთეს და არა სვილის კარიერაზე.. ვნახოთ ერთი ორი წელი დაველოდოთ კიდევ რა მოხდება და თუ 20 წლამდე კიდევ ასე სეზონში 2 და 3 წუთიანი შემოსვლები ქონდა ჩათვალეთ რომ დამტავრებულია ამის სუპერ ვარსკვლავობა :))
მეტის ღირსია ეს ლაწირაკი ფეხბურთს ფული რო არჩია მასე მოუხდება
ხოდა დარჩენილიყო ბარსაში და ვინ იცის ძირითადის წევრიც ყოფილიყო უკვე.
ახლა რომც დააბრუნონ არამგონია გაამართლოს და არც იქნება ღირსი.
ამან ჩაისვარა უკვე. აწი აღარაფერი ეშველება. არადა შეეძლო ფატის და პედრის მსგავსად პირველ გუნდში ყოფილიყო, მაგრამ ფული არჩია და რაც უნდა ის უქნია.
არადა ეს 15 წლის იყო და შეიძლება თავისით არც მიუღია ეს გადაწყვეტილება