ოსკარ მინგესამ გუშინდელი ვარჯიშის ჩვეული დატვირთვით ჩატარება ვერ მოახერხა, წერს Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი გაბრიელ სანსი.
მიზეზი მუხლის დისკომფორტი იყო, რის გამოც ფეხბურთელს დღეს დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება. უცნობია, არის თუ არა დაზიანება იმდენად მძიმე, რომ მინგესამ ახლო მომავალში მოედანზე გასვლა ვერ შეძლოს.
ესპანელი მცველი ერთ-ერთია “ბარსელონას” იმ იშვიათ ფეხბურთელთა შორის, რომლებსაც ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში ერთი თამაშიც არ გამოუტოვებიათ.
21 წლის მინგესას დებიუტი “ბარსას” ძირითად გუნდში გასული წლის ნოემბერში შედგა, რის შემდეგაც ის რონალდ კუმანის გუნდის რეგულარულ მოთამაშედ იქცა. დღემდე მის ანგარიშზე 34 მატჩია.

ეს კუმანმა ხო არ ცემა თამაშის შემდეგ. ხელით კი ანიშნა დავაი გასახდელისკენო.
მუხლში ჩაარტყა ფეხი იმ გნიდამ
იმედია კუმანი არ ამოიჩემებს ხელის აქნევის გამო და არ დაალპობს სკამზე
იმედია სერიოზული არაფერია და შეძლებს თამაშს.
ისე სამი მემარჯვენე მცველის დაყენება არამგონია კარგი გადაწყვეტილება იყოს უმტიტი უნდა ათამაშოს ამას ტრამვა თუ გაურთულდება
იმედია არაფერი სჭირს და ითამაშებს ხვალ