workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრისტანვალი ლუი ვან გაალის შესახებ სევდიან ამბავს იხსენებს

კრისტანვალი ლუი ვან გაალის შესახებ სევდიან ამბავს იხსენებს

ლუი ვან გაალის “ბარსელონაში” მოღვაწეობა განსაკუთრებული წარმატებით არ გამოირჩეოდა. ეს პირველ რიგში საშუალოდ 1.88 მოპოვებულ ქულაში გამოიხატებოდა. მიუხედავად ამისა, ვან გაალის მწვრთნელობის პერიოდში კატალონიელებმა ლა ლიგა 2-ჯერ მოიგეს.

“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა ფილიპე კრისტანვალმა RMC Sport-თან საუბრისას ნიდერლანდელი სპეციალისტის შესახებ სევდიანი ისტორია გაიხსენა.

“ჩვენ გასახდელში ვიყავით, როდესაც ის შემოვიდა და ფეხბურთელებს შემოგვხედა. გამოგვიცხადა, რომ გაათავისუფლეს და შემდეგ ცრემლად დაიღვარა. პატარა ბავშვივით ტიროდა.”

“ბარსელონას” შემდეგ ტოპ-კლუბებიდან ლუი “ბაიერნსა” და “მანჩესტერ იუნაიტედში” მუშაობდა, სადაც წარმატებას მეტნაკლებად მიაღწია. ასევე გამოსარჩევია მწვრთნელობის პერიოდი ნიდერლანდების ნაკრებში, როდესაც მან 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • El pistolero 9
    schedule 18 აპრ 2021, 15:28

    ნიდერლანდებმა ძალიან კარგი ფეხბურთი ითამაშა იმ მსოფლიოზე.მარტო ესპანეთს რა უქნეს.კრული-სილესენი ისტორიული შეცვლა

  • DE PE FA
    schedule 17 აპრ 2021, 22:17

    ციტატა: Clever liar
    ჩემი აზრით იმ ჩამოთვლილ ფეხბურთელებთან ერთად, რომლებთან ერთადაც გაქვს დაწერილი ფეხბურთის ისტორიის განუმეორებელი ბრილიანტის ერა, შეუძლებელია იყო მათი მეფე და მბრძანებელი.


    +111.ეხლა რო დავფიქრდი სწორედ მათთან ერთად ვერ იქნება ისეთი როგორიც მათ გარეშე ამას გაურბის მაესტორო.მე დიდი იმედის თვალით ვუყურებ ამ ახალგაზრდებს რადგან დღეს თუ არა ხვალ ხავი მაინც აქ იქნება. ხავიმ თუ ვეღარ გაუგო ჩვენ კლუბს რა ამოეთრევს წუმპიდან კარგად გვქონია საქმე ჩემო ქლევერ😁

  • nika 54
    schedule 17 აპრ 2021, 18:03

    რა ატირებდა ამ ჩემისას, თან ფეხბურთელებთან. თავმოყვარეობა არ ქონია ვაბშე.

  • Clever liar
    schedule 17 აპრ 2021, 12:02

    ციტატა: DE PE FA
    რაღაც ძაან ვარ დარწმუნებული ხავიში🙃ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ სწორედ შენი ჩამოთვლილი ხალხი ხომარაა ხავის ჯერ არ მოსვლის მოზეზი


    კი ჩემო ბატონო. თავიდან ჩავის უარი საკუთარი პროფესიონალიზმისადმი შიშს და პასუხისმგებლობისგან გაქცევას მივაწერე, მარა მერე მივხდი რო ყელაზე სწორი პოლიტიკური უარი გააკეთა იმ შემთხვევაში. ხოიცი ჭადრაკის ყუთში მეფეს და პაიკს ერთად სძინავთო, მარა თამაშის დროს ყველა ფიგურა მეფეს იცავს :)) ასევე უნდა იყოს ბარსელონას ნებისმიერი მწვრთნელიც, "გუნდის სული და გული" ყველა დანარჩენი ფეხბურთელივით, მაგრამ გასახდელში მხოლოდ ერთი მეფე უნდა იდგეს და თამაშის მსვლელობას განკარგავდეს. ჩავის შემთხვევაში კი რაოდენ დესპოტიც არუნდა იყო მენტალურად მწვრთნელი, ჩემი აზრით იმ ჩამოთვლილ ფეხბურთელებთან ერთად, რომლებთან ერთადაც გაქვს დაწერილი ფეხბურთის ისტორიის განუმეორებელი ბრილიანტის ერა, შეუძლებელია იყო მათი მეფე და მბრძანებელი.

  • GRIEZMAN✓™
    schedule 17 აპრ 2021, 08:18

    მგონია კუმანი ისევ იმ დებილობა სქემას აირჩევს და გუნდი ვერ ითამაშებს და წააგებს ფინალს. 4-3-3 გაცილებით შემტევი გუნდია, 3-5-2 უფრო დაცვაზე ორიენტურებულია თუმცა ძლიერ გუნდთან ასეთი სქემით გვიჭირს გოლის გატანა მითუმეტეს ყრუ ბოლბაოსთან, რაც შეიძლება გახსნილი თამაში უნდა იყოს რომ გოლი გავიტანოთ. დაცვას რაც შეეხება დესტი მინგესა არაუხო ალბა უნდა იყოს, ნახდაცვაში მორიბა ბუსი დეიონგს დავაყენებდი პედრი ძაან გადამწვარია და მორიბა იდიალურად შეცვლის თან ჯანზეა და სისწრაფეც აქვს, ზოგადად კუმანმა ძაან გადაღალა გუნდი, ერთ სასტავს აყენებს სულ 75-80 წუთამდე არ ცვლის არავის.შეტევაში მირჩევნია დემბელეს ნაცვლად ტრინკაო დააყენოს, სისწრაფით და ტექნიკით დემბელე ცოტათი ჯობია ტრინკას მაგრამ ამ უკანასკნელმა დარტყმა მაინც იცის კარში და ბოლო პასის გაკეთებაც შეუძლია. მესიზე არაფერს ვიტყვი გარდა იმისა რო იქნებ ამთამაშში არ დაეტყოს დაღლა, გრიზმანი ატლეს დონეს რომ ვერ აჩვენებს ეს არახალია მაგრამ არასასურველი პოზიციის მიუხედავად შეტევაშიც კარგად ერთვება და ნახდაცვას და დაცვასაც კარგად ეხმარება, დემებელსგან გასხვავებით დარტყა შეუძლია და ბოლო პასი ერთერთი ყველაზე კარგი აქვს გრიზს ერთადერთი დემბელე სისწრაფით ჯობია დანარჩენად გრიზმანთან შედარებით მკვდარზე ვენოკია დემბელე, ნუ დაიწყებთ რეალთან ვერაფერი ქნა გრიზმანმაო, შეგახსენებთ რო რეალთან ბევრი ისედაც ვერაფერი ვერ ვქენით და გოლის ეპიზოდში პირადად მე გრიზმანს უფრო ვუხდიდი მადლობას ვიდრე მინგესას რადგან ბურთის გატარებით ორი მცველი ისე დააბნია აზრზე ვერ მოვიდნენ, მინგესამაც კი შემთხვევით გაარტყა ფეხი, სხვა მის ადგილზე ითამაშებდა ამ ბურთზე და გოლიც არ მოყვებოდა ამ ეპიზოდს, მოკლედ შაბათს მე ამ შემადგენლობას უფრო ვენდობოდი

    გრიზმანი-მესი-ტრინკაო
    მორიბა-ბუსი-ფრენკი
    ალბა-არაუხო-მინგესა-დესტი
    შტეგენი

  • DE PE FA
    schedule 17 აპრ 2021, 02:25

    ციტატა: Clever liar
    მეც მოვიყვანდი, ოღონდ მე აუცილებლად მესი, ბუსკეცი, პიკე, ალბას გაშვების შემდეგ.


    რაღაც ძაან ვარ დარწმუნებული ხავიში🙃ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ სწორედ შენი ჩამოთვლილი ხალხი ხომარაა ხავის ჯერ არ მოსვლის მოზეზი.

  • Clever liar
    schedule 17 აპრ 2021, 01:39

    ციტატა: DE PE FA
    შენა დაა…ხავიზე რას ფიქრობ?
    მე ზაფხულშივე მოვიყვანდი მაესტოროს


    მეც მოვიყვანდი, ოღონდ მე აუცილებლად მესი, ბუსკეცი, პიკე, ალბას გაშვების შემდეგ.

  • DE PE FA
    schedule 17 აპრ 2021, 01:16

    ციტატა: Clever liar
    იოჰან პირველი :DDDDDDDDDDDD შენ არ მეისპე დეპე :DDD


    😁😁😁
    შენა დაა…ხავიზე რას ფიქრობ?
    მე ზაფხულშივე მოვიყვანდი მაესტოროს.

  • Clever liar
    schedule 17 აპრ 2021, 00:50

    იოჰან პირველი :DDDDDDDDDDDD შენ არ მეისპე დეპე :DDD

  • DE PE FA
    schedule 17 აპრ 2021, 00:09

    ციტატა: Clever liar
    კრისტანვალი რო ყავდა გუნდში ჯერ მარტო მაგისთვის იყო გასაშვები


    თუ წკეპლით გასაგდები არა😁ჩინური იოჰან პირველია

  • Clever liar
    schedule 16 აპრ 2021, 23:18

    კრისტანვალი რო ყავდა გუნდში ჯერ მარტო მაგისთვის იყო გასაშვები