workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
MD | “ბარსელონა” კლემან ლანგლეზე შეთავაზებებს განიხილავს

MD | “ბარსელონა” კლემან ლანგლეზე შეთავაზებებს განიხილავს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსელონა” სამუელ უმტიტისთან ერთად კიდევ ერთი ფრანგი მცველის, კლემან ლანგლეს გაყიდვას შეეცდება.

MD-ის ინფორმაციით, კლუბი მის თაობაზე შეთავაზებებს განიხილავს და მისაღებ ვარიანტს აარჩევს. 

‘ბარსაში” კლემან ლანგლეს შემცვლელად ერიკ გარსიას მიიჩნევენ და სწორედ ესპანელი უნდა შეუწყვილდეს თანამემამულე ჟერარ პიკეს დაცვის დუეტში.

ლანგლემ “კადისთან” დაშვებული შეცდომის შემდეგ თამაშის ხარისხი გამოასწორა, თუმცა ეს ცენტრალური მცველის მიმართ ნდობის აღსადგენად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ერიკ გარსიას ტრანსფერი ჯერჯერობით კვლავ განხილვის საგანია. ფეხბურთელის აგენტი და კლუბი ჯერჯერობით ხელფასზე ვერ თანხმდებიან, თუმცა კატალონიელები “სიტის” მოთამაშის დამატების მხრივ კვლავაც ფავორიტებად რჩებიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (13)

  • nika 54
    schedule 16 აპრ 2021, 18:31

    ეხლა ამას გაუშვებენ შემცვლელს არავის მოიყვანენ და ისევ მცველის ძებნას გადავყვებით.

  • El pistolero 9
    schedule 16 აპრ 2021, 14:40

    ლენგლე და უმტიტი გასაშვებია ორივე.პიკე არაუხო გარსია მინგესა და 3 მცველი რომ იყო ჩამოთვლილი იქედან ლისანდრო მარტინესი ან რომანიოლი მოიყვანონ

  • getsby
    schedule 16 აპრ 2021, 10:56

    ეს ცუდი მცველი არაა უბრალოდ არაა ბარსას დონის და მიდით და შეეცი..დ კარგი იქნება თუ გაიყიდება

  • Diana
    schedule 16 აპრ 2021, 10:05

    ლენგლე მერწმუნე შენი წასვლით ყველაზე მეტად დაეხმარები გუნდს ♥

  • me da barca
    schedule 16 აპრ 2021, 01:27

    ეს გასაგებია, მაგრამ მეორე შავი ფრანგი, რომ გვყავს ლეში, იმას რას უპირებთ.

  • Albicelecte
    schedule 16 აპრ 2021, 01:17

    ლენგლე რომ გასაყიდია, ამაში 2 აზრი არაა
    ერთადერთი სადაც ვარგა 3 ც/მცველიანი ტაქტიკაა და ისიც იმიტომ რომ მ ც/მცველს შორის მოწინააღმდეგეს დამატებით "სტოლბა" ხვდება და იბნევა smiley
    რეალთან არაუხოს ბრალი იყო ისე ის გოლი, მაგრამ კლიმენტის რაც მაგნაირები და უარესები უთოხლია, სათვალავი მაქვს არეული

  • Joakim Brodén
    schedule 15 აპრ 2021, 23:48

    ციტატა: Clever liar

    ციტატა: Wtf man1
    პირადად ამ მახინჯი არსების დამსახურებაა რო დღეს პირველ ადგილზე არ ვართ ლა ლიგაში


    მარტო ეგ 1 დამსახურება რო ქონდეს ხმას რავა ამოვიღებდი 😀


    *ლემან *ლენგლეს მრავალი დამსახურება აქვს ბარსელონას წინაშე, მაგალითად, გოლი ნაპოლისთან და მრავალი სხვა…

  • Clever liar
    schedule 15 აპრ 2021, 23:39

    ციტატა: Wtf man1
    პირადად ამ მახინჯი არსების დამსახურებაა რო დღეს პირველ ადგილზე არ ვართ ლა ლიგაში


    მარტო ეგ 1 დამსახურება რო ქონდეს ხმას რავა ამოვიღებდი 😀

  • Anano_Ch
    schedule 15 აპრ 2021, 23:16

    ლოცვა გავაძლიეროთ მეგობრებო იქნებ გასაღდეს

  • BEQA BARCA
    schedule 15 აპრ 2021, 22:58

    ამას ათასჯერ მირჩევნია გარსია. ამ **ეს😡

  • Always cule
    schedule 15 აპრ 2021, 22:45

    ოღონდაც ეს მოვიცილოთ როგორმე

  • M10 S9 D11
    schedule 15 აპრ 2021, 22:45

    30 მილიონი დადოს ლუბოიმ და გაატანეთ

  • mamukaf
    schedule 15 აპრ 2021, 22:40

    დროზე გააჯმევინონ ამ კლოუნს, ფეხებს ცელივით იქნევს აქეთიქით