workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკეს ფინალში თამაში თითქმის გამორიცხულია

პიკეს ფინალში თამაში თითქმის გამორიცხულია

ჟერარ პიკეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას რამდენიმე ესპანური წყარო ავრცელებს და ყველა პროგნოზი პესიმისტურია.

ARA-სა და RAC1-ის ჟურნალისტის, ხავიერ ერნანდესის ცნობით 33 წლის ფეხბურთელს ტკივილები ისევ აწუხებს და ზეგ გასამართ თასის ფინალში მისი მოედანზე ხილვა თითქმის გამორიცხულია. თუმცა პიკეს დამატებითი გამოკვლევები ხვალაც ჩაუტარდება.

მსგავს ინფორმაციას ავრცელებს Onda Cero და Esport3. ამ წყაროების ცნობით პიკე ბოლომდე გამოჯანმრთელებული ჯერ კიდევ არაა.

ჟერარ პიკემ პირველი ტრავმა ნოემბერში მიიღო. ის გუნდს თებერვლის შუაში დაუბრუნდა და 4 თამაშიც ჩაატარა, მაგრამ 27 თებერვალს ტრავმა ისევ მიიღო და მას შემდეგ უქმადაა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 16 აპრ 2021, 18:41

    ხოდა წავიდეს და ივარჯიშოს კიდევ გაორმაგებულ რეჟიმში, წაიღო ტვინი რა ამან.

  • me da barca
    schedule 15 აპრ 2021, 21:54

    რა ჯანდაბა ჭირს ესეთი მოურჩენელი. რეალთან თიქოს მზად იყო, მაგრამ არ გარისკეს. ახლა ისევ ტკივილებიო. გაყარეთ ეს იდიოტი ექიმები და მიხედეთ ამ თემას.

  • davidus2020
    schedule 15 აპრ 2021, 20:23

    პიკეს პუიოლივით დაემართა, ტრამვის მერე ვეღარ ჩადგა ფორმაში,არადა ერთ ორ სეზონს კიდე გაქაჩავდა

  • Nikabedinadze
    schedule 15 აპრ 2021, 19:31

    თავის დროზე ოპერაცია უნდა გაეკეთებინა,ვინც არ გაიკეთა თავის დროზე ოპერაცია კი ვხედავთ რა ფორმაშია ეხლა

  • BEQA BARCA
    schedule 15 აპრ 2021, 18:49

    კაროჩე თითქმის მთელი სეზონი გამოტოვა.. თანაც მნიშვნელოვანი თამაშები…

  • Joakim Brodén
    schedule 15 აპრ 2021, 18:07

    ციტატა: Wtf man1
    არ წაიღო ამანაც ტვინი როცა გვჭირდებოდა ყველაზე მეტად მაშინ დაგვაკლდა. ეხლა თუ ბილბაოსთანაც არ იქნება. სულ ნუ დაბრუნდება ჩავამთავრებთ მაგის გარეშეც როგორმე


    აბა აბაა, როგორ დაამთხვია ტრავმა სეზონის მნიშნველოვან პერიოდს, ცოტა ადრე რო მიეღო ხო შეიძლებოდა