workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსას უმტიტის გაყიდვა სურს – კლუბს სამუელის შეცვლის ვარიანტები აქვს

ბარსას უმტიტის გაყიდვა სურს – კლუბს სამუელის შეცვლის ვარიანტები აქვს

“ბარსელონა” გუნდის ფრანგი ცენტრალური მცველის, სამუელ უმტიტის გაყიდვას აპირებს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

კატალონიური წყაროს ცნობით, “ბარსას” უმტიტის გაშვება და მის შემცვლელად, ერიკ გარსიას ტრანსფერის პარალელურად, დაბალფასიანი მცველის შეძენა უნდა.

უმტიტი “ბლაუგრანას” 2016 წლის ზაფხულში შეუერთდა. 27 წლის ფეხბურთელი თავდაპირველად გუნდის სასტარტო შემადგენლობის წევრი იყო, თუმცა, გაუთავებელი ტრავმების გამო მან ძირითადში ადგილი დაკარგა. დღეისათვის სამუელი სათადარიგო ფეხბურთელია, რომელსაც მაღალი ხელფასი აქვს. მისი სავარაუდო გაშვების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესაა.

MD-ს ცნობით, კატალონიური კლუბი უმტიტის შემცვლელად ალესიო რომანიოლის, ლისანდრო მარტინესისა და მარკოს სენესის ვარიანტებს განიხილავს.

რომანიოლი “ბარსასთვის” ერთ-ერთი იაფფასიანი ვარიანტია. 26 წლის ფეხბურთელს, რომელსაც “მილანთან” მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წელს ეწურება, ხელშეკრულება ჯერ არ გაუხანგრძლივებია. იტალიაში მას “ბლაუგრანას” უკვე აქტიურად უკავშირებენ, მაგრამ მისი აგენტი მინო რაიოლაა.

მარტინესი “აიაქსში” თამაშობს, რომელსაც “ბარსელონასთან” ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ 23 წლის მცველის ტრანსფერი სავსებით რეალურია.

რაც შეეხება მარკოს სენესის, 23 წლის მოთამაშეს, რომელიც ამჟამად “ფეინოორდში” ირიცხება, “ბარსასთან” ერთად რამდენიმე მსურველი ჰყავს. სენესი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება და მან არაერთი ევროპული გრანდის ყურადღება მიიქცია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 16 აპრ 2021, 20:49

    საერთოდ რას აკეთებს ეს გუნდში, ვეღარც ვიხსენებ როდის ითამაშა ბოლოს ძირითადში. ამხელა ხელფასს კი იღებს.

  • El pistolero 9
    schedule 16 აპრ 2021, 14:09

    ლისანდრო მარტინესი ძალიან ტექნიკური მცველია და ბურთი იდეალურად ამოაქვს.თან აიაქსის სკოლაა და დნმ ჩათვალეთ აქვს უკვე.მარტინესი კარგი ვარიანტია

  • BEQA BARCA
    schedule 15 აპრ 2021, 15:48

    უმტიტს ლენგლეც მიაყოლეთ და აქედან რომანიოლას ვუჭერ მხარს..

  • me da barca
    schedule 15 აპრ 2021, 15:43

    უმტიტი სულ, რომ უფასოდ გაუშვან მაინც მოგებაშია გუნდი, რადგან მისგან დარჩა შავი ხორცის ნაგლეჯი, სამაგიეროდ დაზოგავენ ხელფასს. მაგრამ წავა რო, ამხელა ხელფასს ვინ გადაუხდის ტრავმიან, უთამაშებელ ლეშს.

  • Barca_MNS
    schedule 15 აპრ 2021, 14:59

    გუნდში არაუხო,მინგესა.ლენგელე, პიკე. გვყავს პლიუს გვინდა ერრიკ გარსია, სარეზერვო გუნდშიც იმედისმომცემი მცველები გვყავს და ამას დამატებული ფული გვჭრიდება რაღადროს დაბალი დონის მცველების ყდივაა

  • M10 S9 D11
    schedule 15 აპრ 2021, 14:54

    რომანიოლია ამათგან ყველაზე კაი ვარიანტი უმტიტიც და ლენგლეც გასაშვებია

  • Diana
    schedule 15 აპრ 2021, 14:34

    Wtf man1,
    სწორედ მცველი გვჭირდება ყველაზე მეტად , ლენგლეს მცველი არ ეთქმის , პიკე აღარაა ისეთ ფორმაში ტრამვაც ხშირად აქვს და ჯერ დაცვის ხაზის გაძლიერებაა საჭირო და მერე ფორვარდი

  • Don_Andresito
    schedule 15 აპრ 2021, 13:54

    ციტატა: Anano_Ch
    კიი გასაშვებია, დიდი ვერაფერი და ამხელა ხელფასიც ტყუილად მიდის სკამზე ჯდომაში


    ვინ წაიყვანს? არ მგონია ყავდეს მსურველი ვინც 5 მილიონად მაინც იყიდის და ამხელა ხელფასს დაუნიშნავს. საშუალო დონის მცველიც აღარაა. უფასოდ რო გავუშვათ ერთი ეგ შანსია. მარა გრანდი არ წაიყვანს და ლიონი ან ეგ დონე მაინც ვერ გადაუხდის 10 მილიონს. ამიტო გიჟია რო სადმე წავიდეს? ბარსელონაშია, მსოფლიოს ერთ ერთ საუკეთესო ქალაქში, აქვს დიდი ხელფასი, ყავს ბევრიი ფრანგი მეგობარი გუნდში, კონტრაქტიც აქვს და ძალითაც ვერ გააგდებ. გამორიცხულია ამისი გაყიდვა შეეტენა გუნდს. ერთი შანსია იუვემ დაიწყოს კიელინის შემცვლელის ძიება. და მივცეთ უფასოდ. რაბიოს და რემზის თუ მისცეს 15-18 მილიონიანი ხელფასები ამასაც მისცემენ და მოგვშორდება

  • Iniesta_8
    schedule 15 აპრ 2021, 12:49

    2018 ში მანჩესტერი 60 მილიონს იხიდიდა და არავის უნდოდა გაშვება ისე კარგად თამაშობდა. ნეტა გაეშვათ მარა მაშინ ყველას გული დაგვწყდებოდა და ბართოს დავიწყებდით გინებას.

  • Anano_Ch
    schedule 15 აპრ 2021, 12:13

    კიი გასაშვებია, დიდი ვერაფერი და ამხელა ხელფასიც ტყუილად მიდის სკამზე ჯდომაში