workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ საკალთბურთო ელ კლასიკოც წააგო

ბარსელონამ საკალთბურთო ელ კლასიკოც წააგო

დღეს კატალონიის “ბარსელონამ” მადრიდის “რეალთან” საკალათბურთო მატჩი, ანგარიშით, 85-87 წააგო.

აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა შეხვედრაში უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს, თუმცა ბოლო წუთებზე “ბარსამ” მოგების შანსი შეინარჩუნა, წამებით ადრე კი საერთოდ წინ გავიდა, მაგრამ საბოლოოდ, 2 ქულით დამარცხდა.

დაპირისპირების ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი კორი ჰიგინსი გახლდათ, რომელმაც 21 ქულა (ამასთანავე, 3 მოხსნა და 2 ასისტი) მიითვალა. სამეულს ასევე “ბარსელონელები” – ნიკ კალატესი (18 ქულა, 3 მოხსნა, 4 ასისტი) და ნიკოლა მიროტიჩი (17 ქულა, 4 მოხსნა, 1 ასისტი) ხურავენ.

დღევანდელ “ელ კლასიკოში” მონაწილეობა NBA-დან მშობლიურ კლუბში დაბრუნებულმა, 40 წლის ლეგენდარულმა პაუ გასოლმაც მიიღო, რომლის ანგარიშზეც 3 მოხსნაა.

მატჩს “ლურჯ-ბროწეულისფერთა” პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტაც ესწრებოდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 13 აპრ 2021, 19:39

    ამათ საბოლოოდ მომიკლეს გული.

  • El pistolero 9
    schedule 13 აპრ 2021, 00:45

    მიროტიჩი და გასოლი ყავთ და როგორ ვერ მოიგეს

  • Barca_MNS
    schedule 12 აპრ 2021, 15:02

    საშინელი თამაში იყო ბოლო წამამდე შანსი ქონდა ბარსას ვაჰ რა დაძაბეს

  • BEQA BARCA
    schedule 12 აპრ 2021, 14:44

    არადა ორივე სპორტში ვუგებდით!☹

  • cms
    schedule 12 აპრ 2021, 03:15

    ვუყურე თამაშს და აქაც უიღბლობა იყო ძალიან !