ლა ლიგის 34-ე ტურში “ვალენსიასა” და “ბარსელონას” შეხვედრის დაწყების დროზე ინფორმაცია ოფიციალურად გავრცელდა.
მატჩი “მესტალიაზე” კვირას, 2 მაისს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
“ვალენსიას”, რომელსაც საკმაოდ ცუდი სეზონი აქვს და ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილს იკავებს, “ბარსამ” პირველ წრეში ვერ მოუგო. “კამპ ნოუზე” დეკემბერში გამართული დაპირისპირება ფრედ, 2-2 დასრულდა.
“ბარსელონას” ლა ლიგის მოგების შანსი ისევ აქვს დარჩენილი, თუმცა იმაზე უფრო მცირე, ვიდრე “კლასიკოს” წაგებამდე. გუშინდელი შედეგის გათვალისწინებით რონალდ კუმანის გუნდის გაჩემპიონება დარჩენილ ტურებში მადრიდის “რეალის” შედეგებზეცაა დამოკიდებული, რომელიც ცხრილში “ბარსაზე” წინაა. რაც შეეხება კიდევ ერთ კონკურენტ “ატლეტიკოს”, კატალონიელები ამ გუნდს 35-ე ტურში “კამპ ნოუზე” შეხვდებიან.

რეალი აღარ წააგებს! ეს ყველამ იცის ტებასმაც და პერესმაც და დაჟე სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარემაც კი.
არ წააგებს რეალი!!!!!
გუშინდელ მატჩამდე ყველაფერი ჩვენზე იყო დამოკიდებული, ახლა არა.
ვალენსიასთან გასვლა არასდროსაა მარტივი, თან ახლა, ამხელა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ
ასე გვეგონა წინა სეზონშიც პაუზიდან დაბრუნების შემდეგ სეტიენი რო იძახდა რეალი დაკარგავს ქულებსო ტიპებმა ყველა თამაში მოიგეს და რო გაინაღდეს ლა ლიგა მერე ითამაშეს ერთი ფრე
ყველას უნდა მოვუგოთ!!❤ ვალენსია ყოველთვის რთული მეტოქეა ცუდ ფორმაშიც კი..
კი ცუდი სეზონი აქვს ვალესიას მარა ჩვენთან უნდებათ ფეხბურთის თამაში და არამგონია მარტივი თამაში გამოვიდეს