workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ARA | ნეიმარმა პსჟ-სთან ახალ კონტრაქტზე უარი თქვა

ARA | ნეიმარმა პსჟ-სთან ახალ კონტრაქტზე უარი თქვა

ნეიმარის “ბარსელონაში” დაბრუნების საკითხი ბოლო თვეების განმავლობაში განხილვის თემა აღარაა, თუმცა კატალონიური გამოცემის, ARA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელის “ბლაუგრანაში” ტრანსფერი, შესაძლოა, ისევ დღის წესრიგში დადგეს.

ARA-ს ცნობით, ნეიმარმა გაიგო, რომ მესი “ბარსელონაში” დარჩენას აპირებს და ამიტომ პსჟ-სთან ახალ კონტრაქტზე უარი განაცხადა.

მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე რამდენად შეძლებს “ბარსელონა” ნეიმარისათვის სახსრების გამონახვას ეს ცალკე საკითხია. ასევე ისიც უნდა ითქვას, რომ ჟოან ლაპორტას გეგმებში ბრაზილიელის მოყვანა არ შედიოდა.

ლაპორტას მთავარი ამოცანა ერლინგ ჰოლანდის გადმობირებაა და ნორვეგიელის სატრანსფერო დეტალების შესახებ კი მას მინო რაიოლასთან შეხვედრა უკვე ჰქონდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (21)

  • El pistolero 9
    schedule 04 აპრ 2021, 15:34

    nika 54,
    ისე მე ბილბაოს მოგება მერჩივნა.ახლა ჩვენთან ათმაგად მოტივირებულები იქნებიან