workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერხიო რამოსმა ჟოან ლაპორტას ბანერით უპასუხა

სერხიო რამოსმა ჟოან ლაპორტას ბანერით უპასუხა

Amazon-ის მიერ გადაღებული დოკუმენტური სერიების მეორე ნაწილის დასაანონსებლად, მადრიდში, “სანტიაგო ბერნაბეუსთან” ახლოს, იქ სადაც საარჩევნო კამპანიისთვის ჟოან ლაპორტამ თავისი ბანერი გამოფინა, ახლა სერხიო რამოსის ბილბორდია. ის ირიბად ლაპორტას კატალონიურ ენაზე პასუხობს.

“მინდა, რომ კიდევ ერთხელ მნახო”, კატალონიურ ენაზე სერხიო რამოსის ეს გამონათქვამი ბანერზე არასწორად დაიტანეს, თუმცა ნათელია, რომ რეალურად ეს ჟოან ლაპორტასთვის გაცემული პასუხია, რომელმაც 2 თვის წინ ბილბორდზე წარწერა დაიტანა: “ველი თქვენს კიდევ ერთხელ ნახვას.”

ცოტა ხნის წინ “რეალმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ რამოსმა კანჭის კუნთის ტრავმა მიიღო და 1 თვით იუქმებს. შესაბამისად, “ლოს ბლანკოსისა” და “ფურია როხას” კაპიტანი ელ კლასიკოს გამოტოვებს. 

მადრიდელთა ბანაკში რამოსის კონტრაქტის თაობაზე ისეთი სიტუაციაა, რომ, შესაძლოა, ლაპორტა და რამოსი ერთმანეთს საერთოდ ვეღარც შეხვდენენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 02 აპრ 2021, 17:33

    მეც ეგრე მგონია, 35 წლისაა უკვე და ტრავმას ტრავმა მოსდევს, თან უნდა ნაკრებში რეკორდი დაამყაროს 5-5 წუთით გამოდის, და მაინც იტრავმება. ეხლა 180 თამაში აქვს და რეკორდამდე 4 თამაში აშორებს. ძალიან საკვირველი იქნება თუ რამოსის ინტერესებს ნაკრებს შესწირავენ და ბევრ ტალანტს დროს შეუმცირებენ. ის რო კლასიკოსაც ტოვებს და ლივერპულთან ორივე თამაშს უკვე ფაქტია, და თუ მართლა სადმე წავიდა ალბათ ბარსას კაი ხანი აღარ შეხვდება, საკმარისია რაც ლეოს კბილები და ფეხები ამტვრიეს ამან და მარსელომ.

  • სპარტაკი
    schedule 02 აპრ 2021, 15:40

    რამოსი,
    ნამდვილად 80% 20% ზე იქნება რამოსის სიმპატია რადგან კატალონიელებს საერთოდ არ სურთ ესპანეთის დაქვემდებარებაში ყოფნა .. ასე რომ რავიცი რატომ უნდა უყვარდეთ რამოსი კატალონიაში..

  • El pistolero 9
    schedule 02 აპრ 2021, 14:34

    სალაჰი ალბათ სიხარულისგან დახტუნავს ამას რო აცდება ლიგაზე

  • მსლ
    schedule 02 აპრ 2021, 14:16

    ფუ რა ბანდები არიან

  • Albicelecte
    schedule 02 აპრ 2021, 11:52

    რამოსი ბარსა ბ-ში რომ ჩავრიცხოთ, არა?! იქნებ მაშინ მოეწონოს ვინმეს

  • რამოსი
    schedule 02 აპრ 2021, 11:23

    ახლა დავიჯერო კატალონიაში ესპანეთის გულშემატკივრებს რამოსი ცოტათი მაინც არ მოსწონთ? ამ ესპანეთის გუნდში ვიზეც შეიძლება იმედის დამყარება რაცარუნდა გინდოდეთ აღიარება ზოგიერთებს, რამოსზეა

    Norman Bates,
    ლაპორტას ბოლო დროინდელ კომენტარებს თუ წავიკითხავთ რეალზე იმას უფრო ეწვის ჩემი აზრით რომ რეალმა ბოლო 6 წელიწადში 4 ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა

  • სპარტაკი
    schedule 02 აპრ 2021, 07:51

    მერე ეხლა ზუსტად იმის დროა გაუშვათ მისი თანაგუნდელები მაწონზე ..
    და მოგვიკითხავენ რამოსსაც ლაზარეთში..

  • MARADONA1968
    schedule 02 აპრ 2021, 02:00

    ტეტიაა და რა ქნას, ოეეე, ყანააააააააააააა მადრიიიდ

  • Albicelecte
    schedule 02 აპრ 2021, 00:50

    ხიხო, გოიმი, ამას ქვია ავარდნა barca-6