უსმან დემბელეს ხშირი ტრავმიანობის ფონზე ექიმებისა თუ ფიტნეს-სპეციალისტების დაკვირვება და უშუალოდ მასთან მუშაობა აუცილებელი გახდა.
გასული წლის დეკემბერში ფრანგმა ტრავმის გამო 6 მატჩი გამოტოვა. მიზეზი კი მუხლქვეშა მყესის დაზიანება გახლდათ.
მას შემდეგ უსმანს ტრავმის მხრივ პრობლემები აღარ შექმნია და უფრო სტაბილური გახდა. ამ სეზონში ჯამში უკვე 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 9 გოლია.
ამჟამად დემბელეს ფიზიკურ სიჯანსაღეზე 3-კაციანი გუნდი მუშაობს. მათ შორის არიან სალაჰ გაიდი, რომელიც უშუალოდ ფიზიკურ სიძლიერეში წვრთნის, ფიზიოთერაპევტი ჟან-ბაპტისტ დუაული და დიეტოლოგი ენტონი ოდებო.
გაიდი თავის დროზე 400-800-მეტრიან დისტანიცაზე მორბენალიც გახლდათ და სწორედ ისაა დემბელეს ათლეტურობაზე პასუხისმგებელიც.
მიუხედავად იმისა, რომ უსმანი შორსაა იმ ავანსებისა და იმედების გამართლებისგან, რაც მასზე არის გაცემული, წინა სეზონებთან შედარებით პროგრესი მაინც აშკარაა. დიდიე დეშამის მიერ საფრანგეთის ნაკრებში გამოძახებაც ამის ნათელი დასტურია.
“ბარსელონა” გარემარბისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას ზაფხულში აპირებს. ახლანდელ ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ზაფხულში გასდის.


ეხლა ამ სამ "სპეციალისტს" ხელფასს იმაში ვუხდით, რომ დემბელემ ხელფასი აიღოს? და 35 მატჩში 9 გოლი გაიტანოს. ამდენს ხო ბრეიტვეიტიც გაიტანს რო ათამაშონ.
ახლა მთელი ამალა და ვეზირები თუ დამიქორავეს 9 გოლს მეც გავიტან
ვახ ჩემი🤣🤣🤣
ამას ტვინზე უნდა ექიმი, შიფერი გაუსწოროს! როდემდე ირბინოს ცხენივით და აბდაუბდა მიმართულებით
თავის დროზე რომ მიეხედა ამას თავის თავზე ეხლა გაცილებით მაღლა იდგებოდა!!
ეს სტატია იყო უკვე მგონი