workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Marca: როგორ დაუბრუნდა “ბარსა” ტიტულისთვის ბრძოლას

Marca: როგორ დაუბრუნდა “ბარსა” ტიტულისთვის ბრძოლას

ესპანური Marca რონალდ კუმანს და “ბარსელონას” მორიგ სტატიას უძღვნის. 

“ბარსა” ის გუნდი აღარ არის, რომელმაც ჩემპიონატი დაიწყო, მას შემდეგ რადიკალური გარდასახვა ვიხილეთ, რაც მეტწილად რონალდ კუმანის დამსახურებაა. ზამთრის შემდეგ გუნდი ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს, მაგრამ პსჟ-სთან მარცხის შემდეგ, კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდნენ, ეს კი ტაქტიკურმა ცვლილებამ განაპირობა. 

“ბარსამ” შესაძლებელი 39-დან 37 ქულა მოიპოვა და ლა ლიგის ტიტულისათვის ბრძოლას აგრძელებს. თუ რამ განაპირობა ასეთი გარდასახვა, რამდენიმე პუნქტად შემოგთავაზებთ. 

ფლანგები შეტევაში 

მას შემდეგ, რაც გუნდი სამ ცენტრალურ მცველზე გადაეწყო, ძალიან დიდი თავისუფლება მიიღეს ჟორდი ალბამ და სერჟინიო დესტმა. საწყის ეტაპზე ალბას ხელ-ფეხი გაეხსნა, შეტევაში ისედაც აქტიური იყო, დაცვაში აგვიანებდა ხოლმე, მაგრამ ახალი ტაქტიკის პირობებში მშვიდად შეუძლია შეტევაში წასვლა, მინიმუმ ორი ფეხბურთელი ყოველთვის აზღვევს. 

დროთა განმავლობაში გაიხსნა სერჟინიო დესტიც, “სოსიედადთან” საუკეთესო მატჩი ჩაატარა, შეტევაში მაღალ დონეზე თამაშობს, დაცვაზე კი ანალოგიურის თქმა შეგვიძლია, მინგესა ზურგს დამაჯერებლად უმაგრებს. 

დე იონგი დაცვაში

“ბარსას” სეზონის პირველ ნახევარში სერიოზული პრობლემები ჰქონდა, მცველები ერთმანეთის დაზღვევას ვერ ასწრებდნენ და უამრავ შეცდომას უშვებდნენ. დე იონგის დაცვაში დახევამ და ტაქტიკის ცვლილებამ ეს პრობლემები მოაგვარა. ერთი მხრივ ზონებში სივრცეები მინიმუმამდე შემცირდა, ხოლო მეორე მხრივ, დე იონგმა დაცვის ფაზას სიზუსტე შესძინა, როგორც ბურთის ამოტანის დროს, ისე ტაქტიკური გადაადგილებისას. 

იდეალური როლი ბუსკეტსისთვის

მისი შეცვლა თითქმის შეუძლებელია, “ბარსა” ბუსკეტსით და მის გარეშე ორი სხვადასხვა გუნდია, სეზონის პირველი ნახევარი ცუდი ჰქონდა, ისევე როგორც მთელ გუნდს, მეორე ნახევარში კი თავის დონეს დაუბრუნდა, მთავარი ამოსავალი წერტილი გახდა ის, რომ ახალი სქემის პირობებში ნაკლები მოძრაობა უწევს, შესაბამისად, ფიზიკურად ახერხებს დავალების შესრულებას და შეცდომებიც ნაკლები აქვს. 

მეტი თავისუფლება ლეოს და დემბელეს

მესის საზღვრებში მოქცევა არ შეიძლება, ამით სარგებელს ვერ მიიღებ, კუმანმა ეს თავიდანვე იცოდა, მაგრამ ცნობილი მიზეზების გამო, ლეომ სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა და ახლა ძველ მესის ვხედავთ მოედანზე, ისევ ისეთი მოტივირებული და შეუჩერებელია. 

სწორი დავალება მიიღო უსმან დემბელემ, რაც შეიძლება ახლოს უკანასკნელ მცველთან, ეს მისი უპირატესობების მაქსიმალურად გამოვლინებას უწყობს ხელს, შეიძლება თამაში კარგად არ წაუვიდეს, მაგრამ ნებისმიერ მომენტში შეუძლია, რომ ხელსაყრელი მომენტი შექმნას, უნდა ითქვას, რომ თამაშგარე მდგომარეობის ხაზს ძალიან სწორად იცავს. 

სამართლიანი კუმანი

კუმანს არ ჰყავს საყვარელი ფეხბურთელი, რომელსაც ბრმად ენდობა, ჰოლანდიელი ძალიან მკაცრად და რაციონალურად უდგება საქმეს, ის თამაშობს, ვინც იმსახურებს. ეს გუნდში დადებით განწყობას ქმნის, არც დესტის სკამზე დასმას მორიდებია, როცა თამაშს არ იმსახურებდა, მის პოზიციაზე ცენტრალური მცველიც კი დაუყენებია, ამით კი ორი მიმართულებით მოიგო, ჯერ ერთი, მინგესამ ნდობა იგრძნო და თამაშს მოუმატა, მეორე მხრივ კი დესტი იძულებული გახდა თამაში გაეუმჯობესებინა, მხოლოდ ის, რომ კუმანის მოთხოვნით მოიყვანეს, საქმეს არ უშველიდა. 

ახალი ტალღა

კუმანის მთავარი მიღწევა, ახალი ტალღის ჩამოყალიბებაა, “ბარსას” უკვე ეტყობა, რომ ახალგაზრდების იმედი შეუძლია ჰქონდეს, იმაზე ბევრად უკეთ გამოიყურებიან, ვიდრე ლანგლე, გრიზმანი ან პიანიჩი, თუმცა, ორი დაბრკოლება მაინც შეიქმნა, პირველი ანსუ ფატის ტრავმაა, რომელიც გართულდა და ახალგაზრდა ტალანტს ნახევარი სეზონი დააკარგვინა, მეორე კი რიკი პუჩის როლი, კუმანის ტაქტიკაში ვერა და ვერ თავსდება, ამიტომ, სეზონის ბოლოს დიდი შანსია გუნდი დატოვოს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • Always cule
    schedule 25 მარ 2021, 08:52

    კარგი შანსი გვაქვს ლა ლიგაში და უნდა მივაწვეთ ბოლომდე

  • me da barca
    schedule 25 მარ 2021, 02:33

    გაჩნდა შანსი და უნდა ავახიოთ მადრიდელებს ლა ლიგის ტიტული.
    ინდიელ ნაჯახებს მეორე ადგილიც ეყოფათ, თეთრ ბალერინებს მესამე, ანუ სამიანი და ჯანმრთელობა.

  • ბასქუ10
    schedule 23 მარ 2021, 10:09

    ნამდვილად იპოვა ის სქემა რომელიც კლუბს გამოადგა და გამოადგება კიდევ, ახლა უფრო შეკრული და ერთიანი გუნდია ბარსელონა ვიდრე სეზონის სტარტზე, ასევე მინდა გამოვყო უბურთო პრესინგი რომელიც თანდათან იხვეწება და მართლა ძალიან მაგარია

  • Always cule
    schedule 23 მარ 2021, 00:19

    სეზონის დასაწყისში ვერ წარმოგვედგინა და ახლა დუბლის შანსი გვაქვს საკმაოდ რეალური და უნდა გამოვიყენოთ

  • M10 S9 D11
    schedule 22 მარ 2021, 20:39

    მიაგნო ამ კაცმა იდეალურ სქემას

  • nika 54
    schedule 22 მარ 2021, 19:32

    რას ერჩით, ძირითადად ობიექტური გარჩევაა.

  • Diana
    schedule 22 მარ 2021, 18:45

    ერთი კაი ფორვარდი დაგვხატავდა და დაცვის ხაზი ❤ მერე ნელნელა დავიბრუნებთ ძველ დიდებას

  • me da barca
    schedule 22 მარ 2021, 18:44

    რა შედარებაა იმ და ამ ბარსას შორის. ეს ტაქტიკა მართლა დააკვდა გუნდს. გრიზმანის როლზე არაფერი არ წერია, მე ისევ იმ აზრზე ვარ, რომ მისი ადგილი ვერ მოიძებნა და არც იყო თავიდანვე. უნდა გაყიდონ და ამ გაჭირვების დროს მისი ხელფასი ბარე 3 ფეხბურთელს ეყოფა. კოუ, უმტიტი და პიანიჩიც გაუყენონ კუდიგორის გზას. სლენგლე მაქსიმუმ სკამზე. დემბელეს მგონი არ გაყიდიან, ისეთი პირი უჩანს.

  • El pistolero 9
    schedule 22 მარ 2021, 18:14

    ზაფხულში თუ საჭირო ტრანსფერები განვახორციელეთ ლიგაზეც ანგარიშგასაწევი ძალა იქნება ბარსა

  • riva
    schedule 22 მარ 2021, 16:48

    გოგიბერიძე,
    სად აქვს რომ პიანიჩს სათამაშო დრო :დ

  • გოგიბერიძე
    schedule 22 მარ 2021, 16:40

    არადა პუჩი რომ შემოვიდა მარტო იმ პასით გამოჩნდა (ალბაზე), რომ სათამაშო დროს იმსახურებს. პიანიჩის სათამაშო დრო მაგას ქონდეს და მირალემი როგორც მოვიდა ისე წავიდეს.