Transfermarkt-ის განახლებულ საბაზრო ფასებში “ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველის, რიკი პუჩის ღირებულება 18 მილიონ ევრომდე შემცირდა.
სეზონის დასაწყისში ესპანელი ფეხბურთელის ღირებუბულება 25 მილიონ ევროს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს რომ მისი საბაზრო ღირებულება 28%-ით დაეცა.
ღირებულების შემცირება შესაძლებელია აიხსნას იმით, რომ პუჩმა ამ სეზონში მხოლოდ 19 შეხვედრაში ითამაშა და მოედანზე 489 წუთი გაატარა.
21 წლის ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში 4-ჯერ მოხვდა, მოედანზე 90 წუთი კი მხოლოდ “ალავესთან” მატჩში გაატარა, რომელიც “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” დამაჯერებლად, ანგარიშით 5-1 მოიგეს.



სამაგიეროდ პედრისა გაათმაგდა და დე იონგისა, როგორც გუშინ თქვა კომენტატორმა ტრანსფერმარკეტზე საყრდენ ნახევარმცველებში ფრენკი პირველ ადგილზეა 80 მილიონით. მეორეზე პოგბაა, რომელიც აშკარად მეტად აღარ გაძვირდება ასაკის გამო.
ახლა კონკურენტი გამოუჩნდა მორიბას სახით თან და როგორ იქნება მისი ამბავი.საერთოდ გაშვებაზე არ დაიწყოს ლაპარაკი მაგის მეშინია.
რიკი იმსახურებს მეტ დროს❤❤
სათამაშო დროის ნაკლებობის გამო, მეტი სხვა რა უნდა იყოს მიზეზი.
მეგობრებო რა კომენტარებია? თქვენი აზრით ისეთი მატჩები დაგვრჩა სადაც კუმანმა 17 წლის ბავშვებით უნდა ითამაშოს და ახლაა ამათი ფეხბურთის სწავლის და გამოცდილების დაგროვების დრო? რანაირი შემდგენლობაც არ უნდა გვყავდეს გამოცდილება და კლსი ჯობია ნიჭიერ მარა გამოუცდილებ ფეხბურთელებს ამ მომენტისათვის. დროსაც რაც შეუძლია ამ ეტაპზე უაზრო რისკის გარეშე მაინც აძლევს. ძაან სწორი ტაქტიკაა კუმანი ასაც აკეთებს მოცემულ სიტუაციაში ამ ფეხბურთელებთან დაკავშირებით.
ნელნელა დრო გაუზრდოს
ახლა მარტო მორიბას გადააკვდება და რიკის სულ მიივიწყებს, არადა არ მინდა ამ ბიჭის ასე გაფუჭება,წავა და მორიგი ტიაგო ალკანტარა დაემართება ბარსას
არ ათამაშებს და აბა რა იქნება
ჰოდა ათამაშე კუმან რა ესეც და ტრინკაუც ვა.
მეტი დრო პუჩს და ტრინკაოს რამდენი ხანია არ უთამაშიათ არცერთს!! ჩაკვდნენ ორივე კუმან!!!