“ანოეტას” წყევლა “ბარსამ” უკვე დიდი ხანია რაც დაამსხვრია, ახლა კი ზედიზედ 3-მატჩიანი წარმატებული სერიის გაგრძელებას შეეცდება. 10-წლიანი მოუგებელი პერიოდის შემდეგ “ბარსამ” ბოლო 3 შეხვედრაში 7 ქულა მოიპოვა.
კვირას გასამართ თამაშზე გუნდს ახალი პრეზიდენტიც, ჟოან ლაპორტაც გაჰყვება.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ფრენკი დე იონგსა და ლიონელ მესის 4-4 ყვითელი ბარათი აქვთ და ამ მატჩში გაფრთხილების შემთხვევაში “ვალიადოლიდთან” ვეღარ ითამაშებენ. ესპანეთის ჩრდილო-დასავლურ კლუბთან “ბარსა” სანაკრებო პაუზის შემდეგ ითამაშებს.
“ატლეტიკოსთან” სხვაობა უკვე 4 ქულაა და ელ კლასიკომდე ქულათა მაქსიმალური რაოდენობის მოპოვებით ლა ლიგის ლიდერობისკენ დიდი ნაბიჯი გადაიდგმება.

ჯობია აიღონ და ვალიადოლიდს წესით უნდა მოუგოთ მათ გარეშე
და წინა თამაშში არ იყვნენ დისკვალიფიკაციის ზღვარზე?
უნდა მიიღონ თორე კლასიკოს ტოვებენ
Don_Andresito,
და ვალიადოლიდთან რამე რო იყოს და მიიღოს კლასიკოს ტოვებს!!!სიფრთხილეს თავი არ სტკივა,ვალიადოლიდთან გავძვრებით რამენაირად
წესით დღეს აიკიდებენ
ორივეს ერთად გამოკლება რავიცი, ეიბართანაც ვერ მოიგეს მესის გარეშე. ჯობს ფრენკიმ აიღოს, თან სანაკრებოს მერე დაისვენებს. ლეო კიდე სანაკრებოს გარეშეა და დასვენებული იქნება ისედაც და ვალიადოლიდს მარტო მოუგებს. თან მესის შეუძლია არ მიიღოს ყვითელი, ფრენკი კიდე ნახევარმცველია და ხშირადაა ბრძოლაში. მესი დიდად არ აპრესინგებს მეტოქეს და ბრძოლაშიც არ შედის, თუ ნერვებს მოთოკავს და მსაჯებთან კაჩაობას არ დაიწყებს რასაც აზრი არც აქვს რეალურად, მაშინ არც მიიღებს. ნუ თუ ლაოსი მიიღებს ბრძანებას "ზემოდან" ზაპროსტა გააყვითლებენ მარა არ მგონია
უნდა აიღონ ყვითელი, თორემ ვალიადოლიდთან მატეო ლაოსს ან ვინმე უარესს დანიშნავენ და რამდენიმე ყვითელს დაუკვეტავენ მინიმუმ
ხოდა აიკიდონ ყვითლები და გამოტოვონ ვალიადოლიდთან თამაში
ჩემი აზრით უნდა მიიღონ ყვითლები.მესიმ გოლის მერე მაისური გაიხადოს
ვალიადოლიდს კი უნდა მოუგონ მესის და ფრენკის გარეშეც.
შეუძლიათ მიიღონ ბოლო წუთებზე სოსიედადთან, ვალიადოლიდს ამათ გარეშეც უნდა მოვუგოთ
ორივემ აიკიდოს თუ გინდა 90 წუთზე. მაგალითად მსჯას შეეკამათონ ეუხეშონ. ელ კლასიკოში გვჭირდება ორივე💜❤!!
თავისუფლად შეუძლია ორივეს, მიიღონ ყვითელი სოსიედადთან. მერე ვალიადოლიდს ვხვდებით და მესის და დე იონგის გარეშეც მოვუგებთ იმედია.