workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ატლეტიკომ” ქულები დაკარგა – “ბარსელონას” სხვაობის შემცირების შანსი აქვს

“ატლეტიკომ” ქულები დაკარგა – “ბარსელონას” სხვაობის შემცირების შანსი აქვს

“ბარსელონა”-“უესკას” შეხვედრამდე 27-ე ტურის მატჩები კატალონიური კლუბის მთავარმა კონკურენტებმა გამართეს. მადრიდელთა შედეგების გათვალისწინებით რონალდ კუმანის გუნდს შანსი ექნება, პირველ ადგილთან სხვაობა 4 ქულამდე შეამციროს. 

“ატლეტიკომ” ქულები სტუმრად დაკარგა: დიეგო სიმეონეს შეგირდები “ხეტაფეს” ვერ გაუმკლავდნენ. მასპინძელთა მხრიდან გამოსარჩევი მეკარის, დავიდ სორიას თამაშია, რომელიც გუნდს 7 სეივით დაეხმარა და კარი მშრალად შეინახა. მატჩი 0-0 დასრულდა. 

ქულების დაკარგვასთან “რეალიც” ახლოს იყო. “დი სტეფანოზე” ჩატარებულ თამაშს დანი კალვოს გოლით “ელჩე” 73-ე წუთამდე იგებდა, თუმცა დარჩენილ დროში კარიმ ბენზემამ დუბლი შეასრულდა და თავის გუნდს 3 ქულა მოუპოვა. 

სატურნირო ცხრილში მდგომარეობა ასეთია – “ატლეტიკო” 63 ქულით პირველ ადგილზეა, “რეალი” კი 57-ით მეორეზე. “ბარსელონას” ერთით ნაკლებ ჩატარებულ მატჩში 56 ქულა აქვს და ხვალ მოგების შემთხვევაში ლიდერს უფრო მიუახლოვდება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • ბასქუ10
    schedule 14 მარ 2021, 18:23

    მთავარია ჩვენ მოვიგოთ ყველა დანარჩენი შეხვედრა და ეგენი კიდე დაკარგავენ ქულებს

  • El pistolero 9
    schedule 14 მარ 2021, 17:37

    უესკასთან მოსაგებია ის მატჩი უეჭველად

  • M10 S9 D11
    schedule 14 მარ 2021, 15:32

    ეგენი კიდე დაკარგავენ ქულებს ეხლა უნდა მივაყოლოთ მოგებების სერია

  • პავლოვიჩი56
    schedule 14 მარ 2021, 14:31

    ციტატა: Anano_Ch

    ციტატა: nika 54
    მაინც ფანტასტიკის სფეროს გავს ჩვენი გაჩემპიონება, ამისათვის მინიმუმ რეალსაც უნდა მოუგონ და ატლეტიკოსაც. სხვანაირად შანსი არ ჩანს.

    ანუ ფანტასტიკის სფერო რა არის? 🤣 რეალის ბოლოდროინდელი თამაშები ნანახი გაქვს? გულისამრევ ფეხბურთს თამაშობენ, ფანტასტიკა ის იქნება მაგათ თუ ვერ მოვუგებთ და ატლეტიკოსთან შედარებით მეტი ბრძოლა მოგვიწევს, ეგეც იმიტომ რომ ავტობუსა გუნდია და ჩაჯდებიან ძაან. არანაირად ფანტასტიკის სფერო არაა, ეგ კი არა ამ სმაიდან ყველაზე რეალური შანსები ნამდვილად ბარსას აქვს.


    შანსები ნამდვილად არის…თუმცა სამივე გუნდს ძალიან ძნელი თამაშები აქვს წინ.

  • dshvelidze
    schedule 14 მარ 2021, 13:19

    ციტატა: CHEPE
    რეალს უნდა ვეთამაშოთ ისე როგორც პსჟ ტრაკი არ გაარყევინეს და სევილიას 2 თამაში აეგრე, კუამანმა არამგონია მიქაროს მეორე თამაშში რეალთან და ის ყლინისისუსი გავარდნა გოლით მოგებული 2:0 უნდა ვაზღვევინოთ დურანტულა და ზიზუებს უნდა ჩავაგდებინოთ ენა ვალვერდეს ბულკი ზიდანი:დ:დ:დ ლუჩოსიც:დ:დ


    Uechveli

  • Anano_Ch
    schedule 14 მარ 2021, 13:13

    ციტატა: nika 54
    მაინც ფანტასტიკის სფეროს გავს ჩვენი გაჩემპიონება, ამისათვის მინიმუმ რეალსაც უნდა მოუგონ და ატლეტიკოსაც. სხვანაირად შანსი არ ჩანს.

    ანუ ფანტასტიკის სფერო რა არის? 🤣 რეალის ბოლოდროინდელი თამაშები ნანახი გაქვს? გულისამრევ ფეხბურთს თამაშობენ, ფანტასტიკა ის იქნება მაგათ თუ ვერ მოვუგებთ და ატლეტიკოსთან შედარებით მეტი ბრძოლა მოგვიწევს, ეგეც იმიტომ რომ ავტობუსა გუნდია და ჩაჯდებიან ძაან. არანაირად ფანტასტიკის სფერო არაა, ეგ კი არა ამ სმაიდან ყველაზე რეალური შანსები ნამდვილად ბარსას აქვს.

  • me da barca
    schedule 14 მარ 2021, 12:38

    ძაღლის ბედი აქვს რეალს, სად გამოიძრო ბოლო წუთზე. კუმ ფეხი გამოაჩინაო იტყვიან თხლენზემაზე.
    კალატოზი, რომ ვერ მალავს რეალის სიყვარულს, არც უნდა წააყვანინონ მას რეალის თამაში. ბაციკაძეზე ამბობენ ბარსას ფანიაო, არადა რომ ვუსმენ ხშირად პირიქით მგონია.

  • Diana
    schedule 14 მარ 2021, 12:28

    აქვთ შანსი , მთავარია არ მოდუნდნენ

  • BEQA BARCA
    schedule 14 მარ 2021, 12:23

    მივაწვეთ ლა ლიაგს მე მჯერა რომ მაინც გავხდებით ჩემპიონები!!💜❤ და კოპაც უნდა მოვიგოთ❤💜

  • Truxilio
    schedule 14 მარ 2021, 12:17

    დაცვის ხაზის დავრუნებით ჩემპიონობა ძალიან რეალურია !

  • Always cule
    schedule 14 მარ 2021, 12:10

    უნდა მოვიგოთ უესკასთან აუცილებლად, ძალიან კარგი შანსი გვაქვს რო ატლეტიკოს მივუახლოვდეთ.

  • nika 54
    schedule 14 მარ 2021, 12:09

    მაინც ფანტასტიკის სფეროს გავს ჩვენი გაჩემპიონება, ამისათვის მინიმუმ რეალსაც უნდა მოუგონ და ატლეტიკოსაც. სხვანაირად შანსი არ ჩანს.