Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” “ბაიერნის” ავსტრიელი უნივერსალის, დავიდ ალაბას ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში ხოსე გაიას შეძენას შეეცდება.
“ბარსელონას” პრიორიტეტი ალაბას შეძენაა, რომელსაც დაცვასა და ნახევარდაცვაში თამაში შესანიშნავად შეუძლია. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობებით, “ბლაუგრანამ” 28 წლის ფეხბურთელთან სიტყვიერ შეთანხმებასაც კი მიაღწია, მაგრამ ტრანსფერის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, პრობლემად რჩება მისი მაღალი ანაზღაურება.
კატალონიური წყაროს ცნობით, “ბარსა” ალაბას ალტერნატივად “ვალენსიას” მარცხენა მცველს, ხოსე გაიას განიხილავს. “ბლაუგრანა” 25 წლის ესპანელის დამატებას იმ შემთხვევაში შეეცდება, თუ დავიდის ტრანსფერი ჩაიშლება. მატეუ ალემანი, რომელიც კლუბის ახალი პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას გუნდს შეუერთდება, ფეხბურთელთან კარგი ურთიერთობა აქვს. ივარაუდება, რომ იგი გაიას დაყოლებას შეძლებს.
ხოსა გაიას მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ივნისში იწურება. Transfermarkt-ის მიხედვით, მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 35 მილიონ ევროს შეადგენს.
აბა ალაბასთან ყვეალაფერი შეთანხმდაო ? ;დ
ამის დიდი ხელფასი რო გვაშინებს, გრიზმანს და დემბელეს ნაკლებს უხდიან? მოიშორონ ორივე რა ჯანდაბად გვინდა, ჰოლანდი თუ მოდის. გარდა მაგისა მშვენიერი ახალგაზრდობა მოდის თავდასხმაში.
ანჰელინიო მზეებოოოო მერამდენე წელია ვწერ რატო ვერ ამჩნევენ …. ფუ თქვენი
ალაბას პერესი დაკერავს სავარაუდოდ
ანუ გამოდის ალაბას მაინც ფლანგზე განიხილავენ,არადა მე ცენტრში უფრო მომწონს მაგის კანდიდატურა.ფლანგზე გაია ბრწყინვალე ვარიანტია
ალაბაც და ესეც რო დავითრიოთ იმენა დავიხატებით
საკმაოდ კარგი ვარიანტია, გაია მშვენიერი შენაძენი იქნებოდა
დაცვაში ამ მომენტში გამოცდილი კარგი მოთამაშეები გვჭირდება , ბარსა ბ-დან ახლო მომავალში უნდა ვცადოთ ახლები
ძალიან კარგია აი ეს მართლაა მაგარი იქნებაა…
კარგი ვარიანტია, მაგრამ ლა მასიელებსაც უნდა მიეცეთ შანსი, ბალდეს და მარმოლს, იქნება და ამართლებენ მაგრად
35 მილიონს პლიუს ამისი ხელფასი არამგონია მარტო ალაბას ხელფასზე მეტი იყოს
კაია რო ალტერნატივა. არი ალაბას გარდა ესეც კაი ფეხბურთელია როცა წავა ალბა ეს და ბალდე იქნებია კონკურენციაში