workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ამ ბიჭის ნიჭს საზღვარი არ აქვს – პედრის ყოფილი თანაგუნდელი

ამ ბიჭის ნიჭს საზღვარი არ აქვს – პედრის ყოფილი თანაგუნდელი

პედრის ძველმა თანაგუნდელმა “ლას პალმასიდან”, ერნან სანტანამ, Mundo Deportivo-სთან “ბარსას” უნიჭიერეს ნახევარმცველზე ისაუბრა და მისი მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

“პედრის ნებისმიერ სიმაღლემდე მიღწევა შეუძლია. მას თანდაყოლილი ტალანტი აქვს. ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და ყველანაირ კანონზომიერებას არღვევს.”

“მე მითამაშია “კამპ ნოუზეც”, “სანტიაგო ბერნაბეუზეც”, არ აქვს მნიშვნელობა თუ როგორ განაწყობ საკუთარ თავს ამ განსხვავებული მატჩისთვის, იქ თამაში მაინც ურთულესია. ასეთ თამაშებში თავის გამოჩენა პედრის ბუნებრივი ნიჭის დამსახურებაა.”

პედრის “ბარსელონას” შემადგენლობაში უკვე 40 მატჩი აქვს ჩატარებული, ის გუნდის საკვანძო ფიგურაა, აქტივში კი 3 გოლთან ერთად 5 ასისტს ითვლის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • me da barca
    schedule 13 მარ 2021, 19:24

    18 წლის ასაკში პირველსავე წელს შეუცვლელი გახდა, ეს ყველას არ შეუძლია

  • nika 54
    schedule 13 მარ 2021, 16:11

    ამისთანა ახალგაზრდის დონეს, ამ ასაკში ლა მასიადან მარტო მესიმ მიაღწია, დანარჩენებს დამკვიდრება დასჭირდათ, ჩავისაც და ინიესტასაც კი. ეს კი უცხო გუნდიდან მოვიდა ბარსელონას თამაში შეისისხლხორცა და ძირითადში შეუცვლელი გახდა.

  • Sergio5
    schedule 13 მარ 2021, 12:10

    იმდღეს პსჟსთან ფლანგზე რო წაიღო ბურთი და იქიდან მაგრად რო გამოძვრა აი იმ წამსვე ინიესტა გამახსენდა, იმან იცოდა ხოლმე ზუსტად ეგრე ❤

  • ბასქუ10
    schedule 13 მარ 2021, 10:44

    პედრიზე მართლაც უდიდესი საგანძურია ბარსასთვის, ამ ბიჭს შეუძლია ნამდვილად ახალი ისტორიის დაწერა

  • El pistolero 9
    schedule 13 მარ 2021, 09:52

    ველოდები ესპანეთის ნაკრებში როდის დაუძახებს ლუჩო

  • BEQA BARCA
    schedule 13 მარ 2021, 00:34

    ციტატა: Joakim Brodén

    ციტატა: BEQA BARCA
    პედრის რომ უდიდესი მომავალი აქვს დაამტკიცა უკვე. პროსტა მეტი მინდა რომ დაარტყას როგორც ინი შვრებოდა. უნდა გათამამდეს ცოტა!💜❤💜


    ინი არ ურტყამდა ხშირად


    მარა რომ ურტ6ამდა შედევრს ქმნიდა💜❤

  • M10 S9 D11
    schedule 13 მარ 2021, 00:11

    ძაან მაგარია პედრი ინტელექტის ზეიმია მთავარია ტრამვებმა არ შეაწუხოს

  • Diana
    schedule 12 მარ 2021, 23:57

    პედრი მართლა ინიესტას მემკვიდრეა , 18 წლისაა და რამდენს იღებს მის თავზე და რა კარგად ართმევს თავს , აწყმო რთული აქვს ბარსას მაგრამ ისეთი ახალგაზრდა პოტენციურად ძლიერი ინტელექტუალი ფეხბურთელები ჰყავს წესით მომავალში ბევრი ტიტული გვერგება

  • Joakim Brodén
    schedule 12 მარ 2021, 23:35

    ციტატა: BEQA BARCA
    პედრის რომ უდიდესი მომავალი აქვს დაამტკიცა უკვე. პროსტა მეტი მინდა რომ დაარტყას როგორც ინი შვრებოდა. უნდა გათამამდეს ცოტა!💜❤💜


    ინი არ ურტყამდა ხშირად

  • Always cule
    schedule 12 მარ 2021, 23:33

    ძალიან დიდი მომავალი აქვს პედრის, კარში დაარტყას ხოლმე ხშირად და ვერავინ დაუდგება რამოდენიმე წელში გვერდზე

  • BEQA BARCA
    schedule 12 მარ 2021, 23:21

    პედრის რომ უდიდესი მომავალი აქვს დაამტკიცა უკვე. პროსტა მეტი მინდა რომ დაარტყას როგორც ინი შვრებოდა. უნდა გათამამდეს ცოტა!💜❤💜

  • Bobi
    schedule 12 მარ 2021, 23:15

    სტატისტიკა კიდე ბოლომდე ვერ აღწერს როგორ თამაშობს
    ერთადერთი ის მეტყველებს კარგად ყველაფერზე რამდენი მატჩი აქვს ჩატარებული ამ ასაკში
    გასაოცარია