workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეო მესი ისტორიული რეკორდის მიჯნაზე

ლეო მესი ისტორიული რეკორდის მიჯნაზე

ლეო მესის “ბარსელონას” შემადგენლობაში 766 მატჩი აქვს ჩატარებული და ჩავის ისტორიულ რეკორდს მხოლოდ 1 მატჩით ჩამორჩება.

იმ შემთხვევაში, თუ არგენტინელი ორშაბათს, “უესკასთან” შეხვედრაში ითამაშებს, ის ჩავის გაუთანაბრდება.

“ბარსას” მაისურით “ლა პულგას” 6 სხვადასხვა ტურნირზე თამაშის გამოცდილება აქვს. ლა ლიგაში მან 509 მატჩი თამაშა, ჩემპიონთა ლიგაზე – 149, კოპა დელ რეიზე – 79, ესპანეთის სუპერ თასზე – 20, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე – 5 და ევროპის სუპერ თასზე – 4.

766 მატჩიდან ლეოს 535 აქვს მოგებული, ფრედ 140 შეხვედრა დასრულდა, ხოლო 91-ში დამარცხდა.

ყველაზე მეტჯერ ის “რეალს” დაუპირისპირდა (44), “სევილიას” 43-ჯერ და “ატლეტიკოს” კი 42-ჯერ. 

თუ ლეო სეზონის დარჩენილ ყველა შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, მის ანგარიშზე 776 მატჩი იქნება.

კატალონიურ კარიერაში ლეოს 659 გოლი აქვს გატანილი და 289 ასისტი შესრულებული. ჩავიმ კარიერაში 27 ტიტულის მოპოვება შეძლო, მესის ანგარიშზე კი ჯერჯერობით 34 თასია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 13 მარ 2021, 16:17

    მე მგონია, გუნდი თუ ნაგვიდან გაიწმინდა და ჰოლანდთან ერთად ალაბაც თუ მოიყვანეს, შეიძლება მართლაც იფიქროს ლეომ დარჩენა.

  • me da barca
    schedule 13 მარ 2021, 14:13

    მესია და იმსახურებს სათავეში ყოფნას

  • ბასქუ10
    schedule 13 მარ 2021, 10:41

    ნეტა ჩვენთან დაასრულოს მესიმ კარიერა

  • El pistolero 9
    schedule 13 მარ 2021, 09:49

    გაასწრებს ამ სეზონში უეჭველი.როგორ მინდა რომ აქ დაასრულოს კარიერა

  • MARI=BARCA-fan
    schedule 13 მარ 2021, 02:12

    ციტატა: BEQA BARCA
    ამ რეკორდს რომ დაამყარებს ლომი 2 აზრი არ არსებობს. ისე პსჟსთან რო გაიტანა მაგაზე შორიდან მგონი არასდროს გაუტანია ხო??


    ჯარიმები აქვს გატანილი შორიდან..

  • M10 S9 D11
    schedule 13 მარ 2021, 00:07

    მესის გარეშე ბარსა ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი არ წარმომიდგენია

  • Diana
    schedule 12 მარ 2021, 23:59

    ამ ყველაფერს რომ გადახედავს , მთელი ბარსას ისტორია დაწერა , ბარსელონა მესის გარეშე წარმოუდგენელია და მესი ბარსას გარეშე , არვიცი რას გადაწყვეტს , მაგრამ დიდი იმედი მაქვს დარჩება და გააგრძელებს ისტორიის დაწერას

  • Bobi
    schedule 12 მარ 2021, 23:17

    ამან ხო რეკორდი არ დატოვა მოუხსნელი 😆💙❤️

  • Always cule
    schedule 12 მარ 2021, 22:31

    გადაასწრებს ყველა ვარიანტში, 2 თამაში რა არის

  • სპარტაკი
    schedule 12 მარ 2021, 22:29

    BEQA BARCA,
    არც მე მახსენდება მაგაზე შორიდან გაეტანოს.. მაგარი კი გაისროლა როგორც არგენტინის ჟურნალისტმა თქვა ამ წლის თასის ფასი აქ..

  • BEQA BARCA
    schedule 12 მარ 2021, 22:24

    ამ რეკორდს რომ დაამყარებს ლომი 2 აზრი არ არსებობს. ისე პსჟსთან რო გაიტანა მაგაზე შორიდან მგონი არასდროს გაუტანია ხო??