workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ილაიშ მორიბას “ბარსელონასთან” გახანგრძლივება სურს

ილაიშ მორიბას “ბარსელონასთან” გახანგრძლივება სურს

ილაიშ მორიბა უკვე ითვლება იმ ფეხბურთელთა შორის, რომლებმაც მომავლის “ბარსას” შენებაში მთავარი როლი უნდა შეასრულონ. როგორც დღეს დაიწერა, ნახევარმცველის თამაშმა კლუბის ხელმძღვანელებს ჯორჯინიო ვეინალდუმის ყიდვა გადააფიქრებინა, რომელიც რონალდ კუმანის ერთ-ერთ მთავარ სატრანსფერო სამიზნედ მიიჩნეოდა. 

ESPN-ის ჟურნალისტების ცნობით, კონტრაქტის გახანგრძლივება მორიბას პრიორიტეტიცაა. 18 წლის ფეხბურთელის მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2022 წელს ეწურება. ილაიშს სურს, მისი გამოსასყიდი თანხა 150 მილიონ ევროზე მეტი არ იყოს, რათა საკუთარ მომავალზე მეტი კონტროლი ჰქონდეს. 

“ლა მასიელი” “ბარსელონას” პირველი გუნდის გასახდელს უკვე გაუშინაურდა – მან ახალ თანაგუნდელებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, განსაკუთრებით კი ლიონელ მესის დაუახლოვდა. 

მორიბა წარმოშობით გვინეიდანაა და ეროვნულ ნაკრებში დებიუტთანაც ახლოს იყო, რომ არა პანდემია, თუმცა, თუ მისი პროგრესი ასე გაგრძელდება, გამორიცხული არაა, ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრებში ვიხილოთ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 13 მარ 2021, 16:42

    კარგია რომ თვითონ ითხოვს, მაგრამ გასაქცევ თანხას რატომ აკონტროლებს, ნეიმარივით ხო არ აპირებს გაქცევას.

  • me da barca
    schedule 13 მარ 2021, 11:22

    უარი უფრო გამიკვირდებოდა.
    ალუბლის მურაბა.

  • ბასქუ10
    schedule 13 მარ 2021, 10:28

    El pistolero 9,
    მომავალშიც ეგრე იქნება- მინგესა,პედრი,პუჩი,მორიბა, კოლადო, ანსუ მინიმუმ ეს 6 ფეხბურთელი აუცილებლად მოხვდება ნაკრებში

  • El pistolero 9
    schedule 12 მარ 2021, 18:56

    ითამაშოს რა ამანაც ესპანეთში.ეეჰ რა დრო იყო ნახევარი ესპანეთის ნაკრები ბარსაში თამაშობდა.

  • Diana
    schedule 12 მარ 2021, 18:39

    მორიბას აქვს პოტენციალი , ძაან კარგი სადებიუტო გოლი შეაგდო ეტყობა არ ეშინია გარისკვის , გამოცდილებას მიიღებს ნელნელა და კიდევ უფრო დაიხვეწება

  • სპარტაკი
    schedule 12 მარ 2021, 17:55

    Uyuris exla chavi simonsma shoridan vis uketesi momavali eqnebaa..

    Puchi ki mecodeba magram moriba nagdad cxoveli dadgeba cotaxanshi..

  • MARI=BARCA-fan
    schedule 12 მარ 2021, 17:49

    ლუის ენრიკეს ეს არ გამოეპარება..

  • Konrad de la Fuente
    schedule 12 მარ 2021, 17:37

    ეს პიანიჩი რისთვის შევიტენეთ? მაგას ვეინალდუმი ეყიდათ გაცილებით მეტ სარგებელს მოტანდა გუნდს, პაულინიოს დასცინოდა ყველა და პიანაჩზე მეტი კი გააკეთა.

  • Ramaz
    schedule 12 მარ 2021, 17:18

    Zalian kargi bichia. Mteli sulit da gulit tamashobs da zaan tavmdabalia. Momwons

  • C.PC5
    schedule 12 მარ 2021, 17:17

    ძალიან კარგი! იმედია გაამართლებს მოლოდინს და გახდრბა ძირითადის წევრი.

  • Always cule
    schedule 12 მარ 2021, 17:06

    კარგია, დიდი მომავალი აქვს მორიბას თუ გააგრძელა პროგრესი