workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sport: მორიბამ ვეინალდუმის ტრანსფერი ჩაშალა

Sport: მორიბამ ვეინალდუმის ტრანსფერი ჩაშალა

“ბარსელონასთვის” “ლივერპულის” 30 წლის ნახევარმცველის, ჟორჟინიო ვეინალდუმის, გადაბირება პრიორიტეტული აღარ არის, წერს Sport.

პირველ გუნდში ილაიშ მორიბას გამოჩენამ ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველის მოყვანის საჭიროება, გარკვეულწილად, მოხსნა. მიუხედავად იმისა, რომ მორიბა გამოუცდელია და, ჯერჯერობით, ვეინალდუმის დონეზე არ იმყოფება, მას აქვს პოტენციალი და ყველა ის თვისება, რომლის გამოც კუმანს ზაფხულში თანამემამულის გადმობირება სურდა. ამასთან, ვეინალდუმის გუნდში ყოფნა 18 წლის ფეხბურთელის პროგრესს ხელს შეუშლის.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფინანსური ფაქტორიც მორიბას მხარესაა – ჟორჟინიო ვეინალდუმის ანაზღაურება გაცილებით მაღალია.

Sport-ის მტკიცებით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, “ბარსამ” არჩევანი “ლა მასიელზე” შეაჩერა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (14)

  • ბასქუ10
    schedule 13 მარ 2021, 10:08

    საკმაოდ ბევრი ახლაგაზრდა ნახ.მცველი გვყავს და ვფიქრობ ერთი გამოცდილი და მე რძოლი ფეხბურთელი კიდევ საჭიროა ამ პოზიციაზე, კონკურენციაც იქნება და სკამიც კარგი გვეყოლება

  • me da barca
    schedule 12 მარ 2021, 22:21

    შენი აღზრდილი უფრო საყვარელია, ვიდრე აყვანილი.

  • Bobi
    schedule 12 მარ 2021, 15:25

    ძალიან კარგი, ამ კრიზისში კიდევ ბევრი მიიღებს შანსს

  • MARADONA1968
    schedule 12 მარ 2021, 15:19

    პიანიჩი უნდა გაუშვან რაა!
    მიაყოლონ: გრიზმანი, ლენგლე, უმტიტი, დემბელე, ფირპო და ბრაითვაიტი!

  • El pistolero 9
    schedule 12 მარ 2021, 15:06

    ნახ.დაცვაში არის რესურსი.დეიონგი,პედრი,პუჩი,მორიბა მომავლის ნახ.დაცვაა

  • M10 S9 D11
    schedule 12 მარ 2021, 14:50

    მარტო ბუსკეცის ყოლა არ შეიძლება ერთი გამოცდილი კიდე გვჭირდება პიანიჩმა ჩაისვარა და გასაშვებია საჭიროა ვეინალდუმი

  • antonio
    schedule 12 მარ 2021, 12:56

    მინიმუმ ექვსი-შვიდი ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა გროვდება ვუნდში და ესენი თუ შეთამაშდნენ კარგად მაგარი გუნდი შეიკვრება ახლა ამათ თუ გარსია და ჰოლანდი დაუმატეს…. თითქმის ათწლიანი პროექტი გამოვა

  • C.PC5
    schedule 12 მარ 2021, 12:32

    ხოდა ძალიანაც კარგი. ჩვენ ამ მომენტისთვის ნაცევარდაცვაში გვაქვს ის რესურსი რაც საჭიროა და თავისუფლად შეუძლია ლაპორტას რომ არ იფიქროს ნახევარმცველების მოყვანაზე. ერთადერთი ახლა ვის ტრანსფერსაც მივესალმებოდი ესაა აუარი. უმაგრესი ბიჭი რომელსაც უნდა ჩვენთან თამაში. თუმცა არ ვიცი ფონანსებიბრამდენად იკმარებს.

  • Always cule
    schedule 12 მარ 2021, 12:27

    კარგია, მეტი დრო უნდა მიეცეთ ლა მასიელებს, მორიბას დიდი პოტენციალი აქვს და სათამაშო დრო სჭირდება, რომელიც ვეინალდუმის მოსვლის შემთხვევაში შეუმცირდება. ისე თუ ნახევარმცველებზეა საუბარი, ორელიანასაც უნდა მიეცეს შანსი, საყრდენია და თუ გაამართლა რამოდენიმე წელიწადში ბუსკეცის შემცვლელად გამოგვადგება.

  • Diana
    schedule 12 მარ 2021, 12:01

    18 წლისაა ნიჭიც აქვს, გამოცდილებსაც ნელნელა მიიღებს და ვეინალდუმის დონემდეც მივა

  • nikusha
    schedule 12 მარ 2021, 12:00

    ციტატა: Ronaldinho..
    ყველაფერი კაი მარა რიკი პუჩს რა ეშველება ნეტა?:)))

    მარტო მე მეჩვენება რო დიდი ვერაფერი ვერ არის და ამას კუმანიც ხვდება პროსტა ცოტა ''უტყდება'' მაგის თქმა და გონია რო ეგ რო თქვას ძალიან არაპოპულარულ რაღაცას იტყვის და ფანები ვერ გაუგებენ?
    ვერც იმას ვერ ვხედავ ვინ უნდა ამოაგდოს 11 ში და ვერც იმას რატო ან რის საფუძველზე უნდა ამოაგდოს ვინმე:)ზედმეტად გაპიარებული ხო არ არის??


    მეც ვერ ვხედავ დიდ ვერაფერს პუჩში

  • Ronaldinho..
    schedule 12 მარ 2021, 11:51

    ყველაფერი კაი მარა რიკი პუჩს რა ეშველება ნეტა?:)))

    მარტო მე მეჩვენება რო დიდი ვერაფერი ვერ არის და ამას კუმანიც ხვდება პროსტა ცოტა ''უტყდება'' მაგის თქმა და გონია რო ეგ რო თქვას ძალიან არაპოპულარულ რაღაცას იტყვის და ფანები ვერ გაუგებენ?
    ვერც იმას ვერ ვხედავ ვინ უნდა ამოაგდოს 11 ში და ვერც იმას რატო ან რის საფუძველზე უნდა ამოაგდოს ვინმე:)ზედმეტად გაპიარებული ხო არ არის??

  • nika 54
    schedule 12 მარ 2021, 11:36

    რა თქმა უნდა ეს ვარიანტი ჯობია. სად 30 და სად 18 წელი. ცოტა მოსუქდება, მოიკუნთება და ვიღას ეხსომება ვეინალდუმი. წაიყვანოს პსჟ-.მ, რომელმაც ამაზე ახალგაზრდა რაბიო მუქთად გაუშვა.

  • BEQA BARCA
    schedule 12 მარ 2021, 11:30

    ჯერ არაა მორიბა ვეინალდუმის დონეზე. მარა 30 წლის მოყვანას იყოს ეს ბიჭი თუ განვითარდება და უნდა მოიხოდოდს!!