workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის 22-ე გაფუჭებული პენალტი “ბარსელონაში”

მესის 22-ე გაფუჭებული პენალტი “ბარსელონაში”

“ბარსელონას” არგენტინელმა კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, პსჟ-თან მატჩის პირველ ტაიმში თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

ჯამში, “ბარსას” მაისურით ლეოს 105 პენალტი აქვს შესრულებული. აქედან, 82 გოლით დასრულდა, 1 საგოლე გადაცემით (“სელტასთან”), 22 შემთხვევაში კი მესიმ პენალტი გააფუჭა.

მიმდინარე სეზონში, ლეოს 7 პენალტი გატანილი აქვს 2 კი – გაფუჭებული. გუშინდელ თამაშამდე, მან პენალტი “ვალენსიასთან” გააფუჭა, თუმცა დამატებაზე გოლის გატანა მაინც მოახერხა. 

თუ სტატისტიკას არგენტინის ნაკრებში ჩატარებულ შეხვედრებსაც მივათვლით, მესის 126 მცდელობიდან 98 გოლით დასრულდა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • Bobi
    schedule 11 მარ 2021, 23:43

    მაგრა დამწყვიტა გული ამ ეპოზოდმა. მარა როგორ ვთქვა რამე 😞❤️

  • ბასქუ10
    schedule 11 მარ 2021, 15:57

    წარმოიდგინეთ გუშინ რო გაეტანა პსჟ ძაან ანერვიულდებოდა და ადვილად შევიტანდით გარდამტეხ ეპოზოდებს თამაშში, ეს რო გაეტანა ნამდვილად რეალური იქნებოდა შემდეგ ეტაპზე გასვლა, თუმცა არაუშავს, მესიმ იმდენი გააკეთა რომ არ იმსახურებს ამ პენალტის გამო ლანძღვას და დამცირებას, მესი იყო არის და იქნება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი

  • rijkaard
    schedule 11 მარ 2021, 15:55

    სხვამ უნდა დაარტყას გუნდში პენალტები არაა ამ კაცის საქმე და შეეეე..ი

  • BaKuRa
    schedule 11 მარ 2021, 15:30

    ციტატა: me da barca
    ამ გაფუჭებულებიდან ყველაზე მეტად თამაშზე ზეგავლენა იქონია გუშინდელმა და 2012 ჩელსისთან. ეს 2 იყო ყველაზე მეტად გულდასაწყვეტი, რაც მახსენდება.


    პლიუს ნაკრებსაც თუ მივათვლით, კოპა ამერიკაზე პენალტების სერიაში ვერ გატანილია ყველაზე გულდასაწყვეტი

  • Iniesta_8
    schedule 11 მარ 2021, 14:49

    ამან კიდე რით ვერ გამოასწორა პენალტის დარტყმა. ჯარიმებზე დედას უ <<ცენზურის დარღვევა>> … და პენალტი რა გახდა.

  • me da barca
    schedule 11 მარ 2021, 14:29

    ამ გაფუჭებულებიდან ყველაზე მეტად თამაშზე ზეგავლენა იქონია გუშინდელმა და 2012 ჩელსისთან. ეს 2 იყო ყველაზე მეტად გულდასაწყვეტი, რაც მახსენდება.

  • nika 54
    schedule 11 მარ 2021, 14:22

    მესი როა თორემ, აგერ რონალდუსაც კი არა აქვს ნაკლები როგორც მახსოვს, რამოსმა კი ეხლახანს ორი პენალტიც კი გააფუჭა ერთ თამაშში.

  • BEQA BARCA
    schedule 11 მარ 2021, 14:10

    ადრე ხშირად აფუჭებდა ეხლა უფრო უკეთესია. გუშინ რომ არ აეცილებინა სხვაგვარად წავიდოდა საქმე…!!

  • Always cule
    schedule 11 მარ 2021, 14:03

    ვიცოდი გუშინ რო ვერ გაიტანდა, როგორც კი დაინიშნა ვთქვი მაშინვე

  • M10 S9 D11
    schedule 11 მარ 2021, 13:55

    ჩელსისთან და ჩილესთან აცილებული პენალტი ვერ მომინელებია და გუშინ ეს დამიმატა ოხ ლომო ოხ ლომოო

  • Maradona
    schedule 11 მარ 2021, 13:45

    😏😏😏😐😐😐 ეჰ ლომო ის კი არაა გულდასაწყევტი რო ვერ გაიტანა , მე იმაზე უფრო მწყდება გული მეორე ტაიმში წაშლილი რო იყავი საერთოდ. ეს ხელის ჩაქნევა არ შეიძლება. შეიძლება ადამიანური ფაქტირია, პიროვნებაა ასეთი მარა მე არ მესმის როცა მესი ხარ ასეთ დინეზე თამაშობ ეს პატარა ნაკლი როგორ ვერ უნდა დაძლიო. გუშინ იღბალი არ იყო ჩვენ მხარეს მარა არაუშავს.

  • Konrad de la Fuente
    schedule 11 მარ 2021, 13:37

    2012-ში რო გამაზა ის ორმაგად მტკივნეული იყო ვიდრე გუშინდელი, ზედიზედ ლიგის დადებას წინ აღარავინ დაგვიდგებოდა. თან ათი კაცით იყო ჩელსი, იღბალმა ზურგი გვაქცია 😐