workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” უხუცესი კლუბის წევრი 99 წლისაა

“ბარსას” უხუცესი კლუბის წევრი 99 წლისაა

“ბარსელონას” უხუცესი კლუბის წევრი, ანუ როგორც მას უწოდებენ, “სოსიო”, მანუელ მანოს გონსალბო 99 წლისაა.

მან კლუბის წევრობის ოფიციალური სტატუსი 1932 წლის სექტემბერში მოიპოვა. 

2007 წელს “ბარსელონას” იმდროინდელმა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, 75-წლიანი ერთგულებისათვის ოქროს ორდენი გადასცა. 

ახლა მანუელ გონსალბოს ხმის მიცემა კვლავ შეუძლია, ის “სოსიოს” სტატუსს უკვე 89 წელია ატარებს. 99 წლის უხუცესს კვირას საარჩევნო ყუთთან აუცილებლად ვიხილავთ. 

ელექტრონულად მიცემული ხმები უკვე “კამპ ნოუზეა”, 8 მარტს თბილისის დროით 02:30-ზე კი “ბარსას” 41-ე პრეზიდენტის ვინაობა გახდება ცნობილი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • ბასქუ10
    schedule 06 მარ 2021, 18:15

    ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს მარა ასეთი ბარსას შემტურეს გული როარგაუსკდა მიკვირს

  • Araujo
    schedule 06 მარ 2021, 17:40

    100 ამდე მიაღწიოს რა 😎

  • nika 54
    schedule 06 მარ 2021, 16:19

    2007 წელს "ბარსელონას" იმდროინდელმა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, 75-წლიანი ერთგულებისათვის ოქროს ორდენი გადასცა.
    მერე 2012-ში 80 წლიანი ერთგულების ან 2017-ში 85 წლიანი ერთგულების აღარ გადასცეს ამ ღირსეულ კაცს.
    ესპანეთი საერთოდ დღეგრძელი ხალხით არის გამორჩეული, ჩემი შვილის სიდედრ-სიმამრი შესაბამისად 85 და 87 წლების არიან და ორივენი მოხოდილები არიან. ისე დადიან 60 წელზე მეტს ვერ იფიქრებ რომელიმეზე.

  • El pistolero 9
    schedule 06 მარ 2021, 15:22

    ეს არ ყოფილა ბარსას ფანი.რომის ენფილდის და ბაიერნის ფიასკოს მერე გული როგორ.არ გაუსკდა

  • Bobi
    schedule 06 მარ 2021, 01:19

    და ვიღაცა კიდე ასაკზე დამცინებს, შენ რა იცი ფეხბურთი, იცი რამდენი ხანია ვუყურებო? 😆 კაცი 89 წელია რაც სოსიოა ჯერ მარტო, რამდენი რამე ექნება ნანახი 😁💙❤️

  • levanoza
    schedule 06 მარ 2021, 00:53

    ბართუშას შვილების მამა ყოფილა და მაგიტომ გაბოროტდა ის ოხერი როცა გაიგო bowtie

  • Bakero
    schedule 06 მარ 2021, 00:45

    ძალიან მაგარია საღოლ 89 წელი სოსიოა კაცი barca-1

  • me da barca
    schedule 06 მარ 2021, 00:19

    10 წლის ბიჭუნას მოუპოვებია წევრობა.
    თუ ეს ძველი სურათი არაა, 99 წლის კვალობაზე კარგად გამოიყურება ბაბუ.

  • Always cule
    schedule 06 მარ 2021, 00:13

    ასაკი-99 წელი, 89 წელია რაც სოსიოა, ძაან მაგარია.
    ლაპორტას მისცემს ხმას უეჭველი.