ლა ლიგის 26-ე ტურში “ბარსელონა” “ოსასუნას” ესტუმრება და წარმატებული ასპარეზობის გაგრძელებას შეეცდება.
კატალონიელები კოპა დელ რეის ფინალში გასვლით კარგ ხასიათზე არიან და “ელ სადარიზეც” 3 ქულის მოპოვებას აპირებენ. პირველ წრეში “ბარსამ” მეტოქე “კამპ ნოუზე” მარტივად, ანგარიშით 4-0 დაამარცხა. ქვემოთ ორ სავარაუდო ტაქტიკურ მონახაზს განვიხილავთ, რომელთაგან ერთ-ერთიც, შესაძლოა, რონალდ კუმანმა “ოსასუნასთან” გამოიყენოს.
ვარიანტი N1
უკანა ხაზში 3 ცენტრალური მცველის განწესება “სევილიასთან” ორივე შეხვედრაში გამოჩნდა, რომ კატალონიელთათვის წარმატების მომტანია.
ნახევარდაცვის ხაზში მეტი ფეხბურთელის ყოფნა გუნდს “ოსასუნას” დაცვითი ბარიერების დაძლევაში დაეხმარება. დიდი ალბათობით, მასპინძელი სწორედ ზედმეტად ჩაკეტილ თამაშს მიანიჭებს უპირატესობას.
ვარიანტი N2
მირალემ პიანიჩმა ტრავმა მოიშუშა და შესაძლოა, ის “ოსასუნასთან” საწყისი წუთებიდანვე მოედანზე ვიხილოთ. ამ შემთხვევაში შეტევაში თავის გამოჩენის საშუალება მარტინ ბრეითუეიტს მიეცემა. დანიელმა “სევილიასთან” გამარჯვების გოლი გაიტანა და ამიტომ სათამაშო დროს ნამვილად იმსახურებს.
უსმან დემბელემ ზედმეტად დიდი ფიზიკური დატვირთვა მიიღო, მისი ტრავმიანობიდან გამომდინარე კი ლოგიკური იქნება, თუ სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდება.
შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 23:55-ზე დაიწყება.


თუ საქმე გაჭირდა დემბელე შემოვიდეს
სქემები კარგია, მაგრამ მთავარი გუნდის განწყობაა. ირბენენ მოიგებენ. არ ირბებენ და მიიღებენ კადის ან უარესი პსჟ-ს შედეგს. როცა ვაქტიურობთ ყოველთვის უპირატესობა გვაქვს. წარსულს ჩაბარდა ბარსას დომინაცია: ნელი აუღელვებელი პასაობა, ლამაზი კომბინაციები და ასე შემდეგ. ყველამ ისწავლა ბარსასთან თამაში და ავტობუსების კი არა და უკვე ბეტონის კედლებს აგებენ. ამიტომ ბევრი მოძრაობა და მაღალი პრესინგი ერთადერთი გზაა ლიგაში რამის მიღწევისთვის, თორემ ოსასუნასთამ გამარჯვება შეიძლება მარტივად გადაწყდეს, მაგრამ ბევრს არაფერს ნიშნავს.
რახან მარტო 3 ჯანმრთელი ცენტრალური მცველი გვყავს დიდი ალბათობით სამივე არ იქნება ძირითადში.წინ დემბელე არ გვეყოლება
ვფიქრობ ამ შეხვედრაში 4-3-3 ფორმაციით გავა ბარსელონა, 3-5-2 ტაქტიკა ზედმეტად ბევრ ენერგია სმოითხოვს მითუმეტეს ფლანგის მცველებისთვის და არამგონია პსჟესთან მატჩამდე გუნდის ასე გადაღლა კარგი ვარიანტი იყოს
დე ლა ფუენტე არ არის განაცხადში
ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ კი იქეთ პესეჟესთან მატჩიც მოდის , მაგრამ ახლა აქ ოსასუნაა და ძალიან გადახალისება შემადგენლობისა არცისე კაი იქნება კი.ლიდერები უნდა დაასვენოს რომ პესეჟესთან 1% მაინც მაქვს რაღაც იმედი დანარჩენი 99% ღმერთს და გუნდის ფეხბურთელების. ახლა დღეს მე ასეთ შემადგენლობას დავაყენებდი პირველ ტაიმში: ტერ შტეგენი,დესტი,უმტიტი,მინგესა,ფირპო,პიანიჩი,დე იონგი, მატეუს ფერნანდესი, ტრინკაო,გრიზმანი,კონრად დე ლა ფუენტე , თუ რამე ვერ გააკეთა ამ შეტევამ პირველ ტაიმში ანუ უპირატესობა არ შექმნა 2 ბურთიანი ან სამ ბურთიანი. მეორე ტაიმში შემოიყვანს : მესი-ტრინკაო, დემბელე-დე ლა ფუენტე , პედრი-მატეუს ფერნანდესი
თუ დემბელე არ იქნება ტრინკაო ხომ ჰყავს , ცოტა სათამაშო დრო მაინც მისცეს დე ლაფუენტეს ვნახოთ რა შეუძლია ლენგლე/უმტიტი ერთად აუჰ ჩემ მტერს ორივე ზარალია ! ერთს შეცვლის მინგესათი მაგრამ მეორე ცენტრალურ მცველს რა ეშველება ?
ოსასუნასთან არაა აუცილებელი 3-5-2 ტაქტიკით თამაში მეორე ვარიანტი კაია ღონდ ალბას უმტიტის ბუსკეცის და ბრაიტვაიტის მაგივრად მინგესა ფირპო მორიბა და ტრინკაო
პირველ ტაიმშივე 0-2 და შემოუშვას მერე მთელი ლა მასია თუ უნდა, ოსასუნაა მარა გასვლაზე არასდროსაა მარტივი თამაში, თან ასეთ მდგომარეობაში, როცა ყველა თამაში უეჭველი მოსაგებია
ზეგ რეალის მოგება გვინდა და მერე ჩვენზეა დამოკიდებული
მთავარია 3 ქულა დადოს და თუ უნდა მეშვიდე ვარიანტით ათამაშოს.
ბუსკეცი უნდა დაასვენოს
ფოტოები არ გამიხსნა მაგრამ მეორე ვარიანტი უფრო კარგი ჩანს 😁
დემბელე რაც არ უნდა იყოს ამ ტაქტიკით თუ აპირებს თამაშს შესანახია, მარტინი კი ისეთი მოტივირებული გამოვა გოლს გაიტანს სულ მცირე 😁💙😁