BT Sport-ის ეთერში ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად სპორტული არხის ერთ-ერთმა წამყვანმა, რიო ფერდინანდმა პეპ გვარდიოლასთან ერთად რომისა და ლონდონის ფინალები გაიხსენა, სადაც “ბარსელონამ” “მანჩესტერი” უშანსოდ დაამარცხა.
რიო ორივე შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო და კატალონიელებთან მარცხის სიმწარე ყველაზე კარგად სწორედ მას ახსოვს.
“ფერდინანდი გვარდიოლას: ხვდები, რომსა და ლონდონში რაც გაგვიკეთე, მაგით რომ ძალიან შეგვაშინე?”
“გვარდიოლა (იცინის): მესის ვუთხარი, შეუტიე ახლო ძელის მხრიდან, სადაც რიოა. შორეული ძელისაკენ წადი. გაგვიმართლა, რომ პირველი 10 წუთის შემდეგ თქვენს სასარგებლოდ 2-0 არ იყო, მეგობარო. კრიშტიანუ, ჯარიმა და კიდევ სხვა მომენტებიც. “მანჩესტერ იუნაიტედის” წინაარმდეგ ფინალის თამაში ჩემთვის დიდი პატივი იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ დაგამარცხეთ (იცინის). ეს ყოველივე ტკბილ მოგონებებად დაგვრჩა.”

ისე მაგ თამაშში იმ შამპუნამ რა საზიზღრად ითამაშა, დარბოდა ცოფიანი ძაღლივით და ხან ვის დაეჯახებოდა მცველებიდან ხან ვის. პუიოლს კინაღამ მხარი მოტეხა. აბა ტექნიკა მაგას არ ქონდა და რა უნდა ექნა. ფინალური მომენტი ეხლახან იუტუბზე კიდევ ერთხელ ვნახე ლეოს თაურის დროს როგორ უყურებდა რონალდუ პირდაღებული.
მოურინიო რომ ყოფილიყო ტრაბახით თავს მოაბეზრებდა კაცს, პეპი კიდევ დიპლომატიურად პასუხობს და გაგვიმართლაო, რომ პირველი 10 წუთის მერე 2:0 არ ვაგებდითო.
გვარდიოლას ბარსას მსგავსი გუნდი რამდენი ხანია აღარ მინახავს, ყოველწელს სხვადასხვა გუდნდი იჩენს თავს კარგად თამაშობს მაგრამ იმ დროის ბარსელონა იყო ისტორიის უდაოდ საუკეთესო გუნდი
ამხელა ვირს, რომ მოუგებ მეორე სართულზე.
მეორე ფინალი პირწმინდად მოვუგეთ, მე კი რესტორანი მოვიგე.
2009 ხო მოვუგეთ მარა 2011 ში იმენა გამოვაქლიავეთ ტიპები
რავა ძალით იცინის რიო
მესიმ თავი როგორ მომიგოო მტკივნეულად იცინის
ეჰ… რა გუნდი…
მაგარი კაცები არიან, მარა რიოს რა აცინებს ასე გამწარებულს 😆❤️