“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, სამეფო თასის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩისათვის, გუნდის 20-კაციანი განაცხადი დაასახელა.
“ბლაუგრანას” განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, დესტი, პიკე, ბუსკეტსი, გრიზმანი, ბრაითვეითი, მესი, დემბელე, პუჩი, ნეტუ, ლანგლე, პედრი, ტრინკაუ, ალბა, დე იონგი, უმტიტი, ფირპო, პენია, მორიბა და მინგესა.
როგორც ხედავთ, განაცხადს მიღმა დარჩა რონალდ არაუხო, ხოლო პედრი მზადაა სათამაშოდ. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პედრის ტრავმა უფრო სერიოზული იყო ვიდრე არაუხოსი და “სევილიასთან” სწორედ ურუგვაელის თამაში ბევრად უფრო მოსალოდნელი იყო, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა.
“ბარსელონასა” და “სევილიას” შორის შეხვედრა, დღეს, თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე დაიწყება, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს აჭარასპორტი შემოგთავაზებთ.




ასეა, განაცხადსაც ვერ ვავსებთ, იმდენი ტრავმირებულია.
ბევრი გვაკლია
22 კაცი ის 1 კაცი ვერ ვანხეთ დავიჯერო?😀
დაცვამ ფრთხილად უნდა ითამაშოს ლამის ყველას 3-4 ყვითელი აქვს და დისკვალიფიკაციის ზღვარზე არიან.
ანუ ბალდე კარგად არის, მშვენიერია