Sport-ის ინფორმაციით, მომავალ ზაფხულში ლა ლიგის გუნდებს სახელფასო ლიმიტი დაუწესდებათ და მათ შორის “ბარსელონაც” იქნება.
წყაროს ინფორმაციით, მენეჯმენტმა ხსენებულ საკითხზე საჯარო განცხადება დღეს გააკეთა და ხაზი კლუბების წლიურ შემოსავლებზე COVID-19-ის ზეგავლენას გაუსვა – გასულ სეზონში პანდემიამ გათამაშებას 1 000 მილიონამდე ზარალი მოუტანა.
კლუბების შემთხვევაში, კრიზისი გაცილებით დიდია. “ბარსა”, “რეალი” და “ატლეტიკო” ფეხბურთელთა ხელფასების შემცირების აუცილებლობის წინაშე დგანან, ისევე, როგორც კიდევ 17 გუნდი. მოთამაშეების გარდა, შესამცირებელია მწვრთნელის, მათი ასისტენტებისა და ფიზიკური მომზადებების მწვრთნელის წლიური გადასახადები.
ლა ლიგის მონაცემებით, ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკარგი მატჩის ბილეთებისა და მოთამაშეების გაყიდვიდან მიღებული პოტენციური თანხაა.
“ბლაუგრანას” შემთხვევაში, მაქსიმალური სახელფასო ბიუჯეტი წინა სეზონთან შედარებით 35 მილიონით ევროთი შემცირდა და 347 მილიონი გახდა.
კლუბი, რომელსაც თანხის შემცირება ყველაზე დიდი დოზით მოუწევს, მადრიდის “რეალია”, რომელსაც, ამავდროულად, ყველაზე დიდი სახელფასო ლიმიტი აქვს. ამ სეზონში ზიდანის გუნდმა ხელფასები 48 მილიონით შეამცირა.
რაც შეეხება “ატლეტიკოს”, მადრიდელებმა იგი 34 მილიონით შეამცირეს.
აღნიშნული შემცირებები მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სარფიან გარიგებებს გაართულებს.
ლა ლიგის სახელფასო ლიმიტი:
რეალი 420 მილიონი
ბარსელონა 347 მილიონი
ატლეტიკო 218 მილიონი
სევილია 180 მილიონი
ვილიარეალი 140 მილიონი
ატლეტიკი 110 მილიონი
ვალენსია 93 მილიონი
ბეტისი 62 მილიონი
სელტა 60 მილიონი
გრანადა 54 მილიონი
ხეტაფე 52 მილიონი
ვალიადოლიდი 47 მილიონი
ოსასუნა 45 მილიონი
ეიბარი 41 მილიონი
კადისი 40 მილიონი
ალავესი 39 მილიონი
უესკა 36 მილიონი
ელჩე 32 მილიონი
რაღაც პონტში კარგია გუნდებიც იხეორებენ ბარსაში უაზროდ დიდი ხელფასებია
კორონა და ჯანდაბა ამას, რამხელა დარტყმა მიაყენა საფეხბურთო სამყაროს და ზოგადად ყველაფერს
ბარსაში ამ საკითხს ლაპორტა მიხედავს 😁
ზედა ცხრილზე კი სხვანაირად წერია. რეალს პირიქით ემატება.
1000 მილიონი 1 მილიარდია
ანუ რეალს შეუძლია 420 მლნ გადიხადოს ხელფასებში და ბარსას 347 მლნ ?? თუ რა თემა თუ ესეა მაშინ ვიჩაგრებით და ტეხავს 🙈
რა დღეში ჩააგდო ყველაფერი ამ ვირუსმა
ლიგას რომელსაც მესი და რონალდო ერთად ყავდა და ამის მიუხედავად ერთმა ვირუსმა ისეე გაანადგურა როგორც სხვა არცერთი ჩემპიონატი
გასულ სეზონში პანდემიამ გათამაშებას 1 000 მილიონამდე ზარალი მოუტანა.
1000 მილიონი ეს ერთი მილიარდია, 1000 მილიონი არ იწერება.