workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფა იუსტემ მიკელ არტეტას კანდიდატურა უარყო

რაფა იუსტემ მიკელ არტეტას კანდიდატურა უარყო

ცოტა ხნის წინ RAC1-მა ჟოან ლაპორტასთვის სასურველ მთავარი მწვრთნელად მიკელ არტეტა დაასახელა. ესპანელი სპეციალისტი “მანჩესტერ სიტიში” პეპ გვარდიოლას ასისტენტი იყო და პრეზიდენტობის კანდიდატის მიზნადაც დიდწილად ამიტომ ითვლებოდა.

როგორც ახლახანს გახდა ცნობილი, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და არტეტას “ბლაუგრანაში” მოსვლაც საერთოდ არ განიხილება. ამის შესახებ ESPORTS-თან კომენტარი ჟოან ლაპორტას გუნდის წევრმა და დიდი ალბათობით, მომავალმა ვიცე-პრეზიდენტმა, რაფა იუსტემ გააკეთა:

“მიკელ არტეტას კანდიდატურა შემიძლია კატეგორიულად უარვყო. მიკელი კარგი მწვრთნელია და ვიცით ისიც, რომ პეპ გვარდიოლასთან მეგობრობს. თუმცა, ჩვენ რონალდ კუმანს მაქსიმალურ ნდობას ვუცხადებთ.”

“არსენალში” მიკელ არტეტას პოსტი სეზონის დასაწყისში საგრძნობლად შეირყა. მიუხედავად ამისა, “მეთოფეებმა” თამაშის ხარისხი და შედეგებიც დროთა განმავლობაში გააუმჯობესეს, არტეტამ კი პოზიციები მკვეთრად გაიმყარა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 02 მარ 2021, 13:43

    ციტატა: me da barca
    ჭორების ეპოქაში ვცხოვრობთ და არც მიკვირს, თუმცა ამ ჭორსაც შეიძლება რაღაცა დატვირთვა ქონოდა.


    ალბათ წინასწარ რო ეთქვათ, კუმანს სულ გაუფუჭებდნენ ხასიათს, ეხლა კი მაგის დრო არაა. ძლივს ხოდზეა გუნდი. ის კი ალბათ მაინც რთული დასაჯერებელია ამდენი კარგი მწვრთელია და რაღა ეს ახალგაზრდა აარჩიეს.

  • me da barca
    schedule 02 მარ 2021, 00:51

    ჭორების ეპოქაში ვცხოვრობთ და არც მიკვირს, თუმცა ამ ჭორსაც შეიძლება რაღაცა დატვირთვა ქონოდა.

  • El pistolero 9
    schedule 02 მარ 2021, 00:46

    არტეტას არსენალს ვუყურებ და პეპის ხელი თითქმის არ ატყვია მიკელს.

  • Bobi
    schedule 01 მარ 2021, 23:33

    ვითომ ნიადაგი მოსინჯეს ამით? მოეწონებოდა თუ არა ხალხს ეს იდეა? ლაპორტასგან არ მგონია, უფრო ფონტის გავრცელებულ ჭორს გავს

  • ბასქუ10
    schedule 01 მარ 2021, 21:55

    არტეტა მორიგი ექსპერიმენტი იქნება რომელიც ჩავარდება, კუმანს უნდა მისცენ ერთი სეზონი კიდე და მერე ჩავი უნდა მოიყვანონ

  • Always cule
    schedule 01 მარ 2021, 21:45

    კიდე კაი. მარა მაინც არ მეგონა რო ლაპორტას ამის დანიშვნა ენდომებოდა.

  • M10 S9 D11
    schedule 01 მარ 2021, 21:36

    კიდე კაი რა არტეტა მეთქი რა მოელანდა ლაპორტასთქო

  • C.PC5
    schedule 01 მარ 2021, 21:23

    ან რა მიზნით აგორებენ ხოლმე ასეთ ჭორებს?! არტეტა თვითონაც ვერ აიღებდა ბარსელონაში მუშაობის პასუხისმგებლობას ჯერ, ლაპორტასგან კიდე მეეჭვება მასეთი უცნაური გადაწყვეტილების მიღება, ნუ უცნაური ბევრი გაუკეთებია შეიძლება მაგრამ გამიზნული, აი არტეტას მოყვანა უცნაურთან ერთად უაზროც იქნებოდა მგონი🙄 ისე რასაც ვაკვირდები ბოლო თაობის ყოფილი ფეხბურთელებიდან მწვრთნელად ჯერჯერობით მარტო ჩავი და ჯერარდი ამართლებენ❤️ ლამპარდი ჩაფლავდა, პირლო ცოდვილობს რაღაცას, არტეტაც ზუსტად იმავე სიტუაციაშია. მემგონი ამ სამმა იჩქარა დიდი გუნდების ჩაბარება და კიდე მეტი გამოცდილება სჭირდებოდათ, ჩავი სწორად იქცევა რომ არ ხამდება "ბარსელონურ სკამზე" თუმცა უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახლა ჩავისთვის❤️