ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი ხერარდ მორენო “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ჟოან ლაპორტას გეგმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
RAC1-ის ჟურნალისტის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნებში ლაპორტას გამარჯვების შემთხვევაში რონალდ კუმანის შეცვლის მთავარი კანდიდატი მიკელ არტეტა იქნება. ლაპორტას გუნდის წევრებს მიაჩნიათ, რომ მათ პროექტს ყველაზე მეტად სწორედ არტეტა შეესაბამება.
მიკელ არტეტა “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია, თუმცა მას კატალონიელთა პირველ გუნდში არასდროს უთამაშია. კარიერის უდიდესი ნაწილი მან ინგლისში, “ევერტონსა” და “არსენალში” გაატარა. 2016-2019 წლებში არტეტა “მანჩესტერ სიტიში” პეპ გვარდიოლას თანაშემწე იყო, 2019 წლის დეკემბრიდან კი “არსენალის” მთავარი მწვრთნელია.
ხერარდ მორენო სანდო წყაროა, თუმცა ვიქტორ ფონტთან ძალიან დაახლოებული. გამოითქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა, მან ეს ინფორმაცია ლაპორტას კანდიდატურისთვის ზიანის მისაყენებლად გაავრცელა, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა საკუთარი პრესტიჟი შესწიროს კანდიდატს, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების მინიმალური შანსი აქვს.




ექსპერიმენტების არც დროა და არც ამის ადგილია ბარსა . ჯობს მიხედოს იმ საქმეს, რასაც ახლა აკეთებს და სადაც აკეთებს.
კაი რა არის არტეტა
Aramgonia simartle iyos
აქვს ამას პლუსებიც და მინუსებიც
ახალგაზრდა კაცია, შემტევი და ცოტა რისკიანიც
ბასკი კატალონიელია, ჯკლუბის გაზრდილი და გვარდიოლასტან აქვს ნამუშევარი
არსენალში 68 მატჩი ჩაატარა და 53% მოიგო, ეპლის კვალობაზე და ევროპალიგის კვალობაზე არაა ურიგო შედეგი, მით უმეტეს, რომ თაობათა ცვლის მომენტში ჩაიბარა გუნდი
ეპლ-ში კი მონსტრები ყავს, სიტი,ლივერი,მანიუ,ჩელსი… საკმაოდ ძლიერი ტოტე, ევერტონი და ლესტერი
თუმცა არსენალში ნაჩვენები კარგი შედეგი აქ არადამაკმაყოფილებლად ჩაითვლება და ცოდოა მისი ეპლ-ის კარიერა, რადგან ზრდა აქვს აშკარად
აშკარად ჯობია რომ ფონტის კამპანია იყოს ეს ყველაფერი
იმედია შეიცვლის აზრს და ხავის მოიყვანს
რაის არტეტა თუ ძმა ხარ😆
არ წამოვა არსენალიდან და არც აქვს იმდენი ცოდნა რომ ბარსელონას გაუძღვეს. 1 სეზონის მერე მიაბრძანებენ აქედან და არამგონია აწყობდეს. ლაპორტამ თქვა რომ გერმანელების მოყვანას აპირებს, იქნება ნაგელსმანს გამოვკრათ ხელი. ავტორიტეტი არ აქვს თუმცა თუ პრეზიდენტის სრული მხარდაჭერა ექნება დაუჯერებენ ბიჭები.
რა არტეტა ხო ჯანმრთელადაა ლაპორტა 😂
ეს კაცი მგონი პირველად გახდა მთავარი მწვრთნელი და მოადგილეობის დროს რა გამოცდილება ექნება მიღებული, რომ პირდაპირ ბარსა ჩააბარონ.
😂😂😂😂😂😂😂
არტეტა არა ლამპრდი
რა არტეტა ნაგელსმანი უნდაო და მაგაზე მაგარს ვის მოიყვანს.ხავი,ნაგელსმანი,ტენ ჰაგი.ამ სამიდან რომელიმე თუ შეცვლის კუმანს ძაან მაგარი იქნება.ჩემი ფავორიტი მაინც ტენ ჰაგია
ფონტი რა ბინძური გზებით ცდილობს მოგებას, ბართომეუ ორია ეგ. ლაპორტას არტეტას დანიშვნა არ ენდომება.
არამგონია ლაპორტას ფავორიტი არტეტა იყოს, ფონტის ბინძური კამპანია იწყება დიდი ალბათობიტ და ამ დროში ყველანაირად შეეცდება ლპორტასთვის ზიანის მიყენებას
ფონტი როგორ ცდილობს რო მოიგოს რეებს აღარ აკეთებს კაცი რაის არტეტა საერთოდ არუხსენებია ლაპორტას არტეტა იასნია რო ფონტის ნაჩალიჩარი იქნება