workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ კუმანს პრესკონფერენციის ნაადრევად შეწყვეტა დასჭირდა

რონალდ კუმანს პრესკონფერენციის ნაადრევად შეწყვეტა დასჭირდა

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, დღევანდელი პრესკონფერენცია დაგეგმილზე ადრე დაასრულა. 

რამდენიმე წუთის წინ კუმანს ცხვირიდან სისხლდენა დაეწყო და ჟურნალისტების კითხვების დარჩენილ ნაწილზე პასუხის გაცემა ვერ მოახერხა. ასეთი შემთხვევა მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ მოხდა.

ჟურნალისტ ხავი მიგელის ინფორმაციით, ამის მიზეზი სისხლის გამათხელებელი მედიკამენტებია, რომლებსაც ნიდერლანდელი სპეციალისტი გასული წლიდან გულის პრობლემების გამო იღებს. 

ხვალ, “ბარსა” კუმანის ხელმძღვანელობით “რამონ სანჩეს პისხუანზე” “სევილიას” უნდა დაუპირისპირდეს. მატჩი თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (17)

  • Bakero
    schedule 27 თებ 2021, 03:11

    ამ მომენტისთვის სადაც ეხლა ბარსელონაა (სეზონის ბოლომდე) ერთი მშვენიერი კანდიდატურა ვიცი რომელმაც ბარსელონა იცის პიმიენტაა გვარად ! ამ სეზონის ბოლომდე …..კუმანს კიდევ ჯანმრთელობას და სახლში ოჯახთან ერთად ყოფნას ვუსურვებ

  • me da barca
    schedule 27 თებ 2021, 01:21

    ისე არ მოხდეს, რომ კუმანს ჯანმრთელობის გაუარესების გამო მოუწიოს პოსტის დატოვება.
    ისე გულის პრობლემიანი კაცის საქმე არაა მწვრთნელობა.

  • El pistolero 9
    schedule 26 თებ 2021, 22:18

    ჯანმრთელობას ვუსურვებ

  • nikusha
    schedule 26 თებ 2021, 21:06

    არადა იმხელა ინტერვიუ იდო კაცს გეგონებოდა თავიდან ბოლომდე იბაზრა ყველაფერი

  • Messi, Iniesta
    schedule 26 თებ 2021, 19:31

    შემეცოდა ძალიან… კუმან, კარგად იქნები!❤️

  • ნოე
    schedule 26 თებ 2021, 19:00

    ისეთი დაცვა ჰყავს მცველ კაცს და ცუდად იქნება რათქმაუნდა

  • Joakim Brodén
    schedule 26 თებ 2021, 18:49

    ციტატა: დიადი ვალვერდე
    მოგენატრებათ მალე ვალოდიაააა ჯერ სად ხართ


    მე დიდი ხანია მენატრება

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 26 თებ 2021, 18:48

    ვაიმე მართლა რამე არ მოუვიდეს ამათ შემყურეს.შემეცოდა ამ ამბავის გაგების მერე. worried worried

  • დიადი ვალვერდე
    schedule 26 თებ 2021, 18:46

    რეალი ბანძია ბარსა განძიააა barca-7

    ციტატა: grizmann
    რა გახდა ცოტა ახლაგაზრდა მუხტიანი და მოტივატორი მწვრთნელი, ლენგლეს რო უყურებ ან წნევა დაგარტყავს ან გული


    smirk

    ციტატა: გოგიბერიძე

    ციტატა: ჯერემი რენერი
    წყევლაა ბარსელონაში მუშაობა..
    ჯერ იყო ვილანოვას ავადმყოფობა და სიკვდილი.. მერე ენრიკე და ვალვერდე გაჭაღარავდნენ xD
    ახლა კუმანის დროც მოვიდა..


    ვალვერდემ ბოლოს წვერი მოუშვა და გალოთებულ კაცს გავდა მართლაც 😃. დეპრესია ნარევი სახე ჰქონდა


    მოგენატრებათ მალე ვალოდიაააა ჯერ სად ხართ smirk

  • grizmann
    schedule 26 თებ 2021, 18:35

    რა გახდა ცოტა ახლაგაზრდა მუხტიანი და მოტივატორი მწვრთნელი, ლენგლეს რო უყურებ ან წნევა დაგარტყავს ან გული

  • Always cule
    schedule 26 თებ 2021, 18:18

    რამე არ დამართოთ ამ კაცს, ცოდვაა

  • C.PC5
    schedule 26 თებ 2021, 17:49

    ცოდოა ნამდვილად. მითუმეტეს ასეთი გუნდი კიდე რამხელა ტრავმას აყენებს. მართლა არ ჩააკვდეთ ხელში😢

  • Bobi
    schedule 26 თებ 2021, 17:38

    ძალიან სტრესული სამუშაოა მწვრთნელობა. მითუმეტეს ბარსელონაზეა საუბარი და აქ ყველაფერს ორმაგი საფასური აქვს. თან იმის გათავლისწინებით რომ კაცს გულის შეტევა ქონდა აქ მოსვლამდე ხომ საერთოდ.

  • გოგიბერიძე
    schedule 26 თებ 2021, 17:12

    ციტატა: ჯერემი რენერი
    წყევლაა ბარსელონაში მუშაობა..
    ჯერ იყო ვილანოვას ავადმყოფობა და სიკვდილი.. მერე ენრიკე და ვალვერდე გაჭაღარავდნენ xD
    ახლა კუმანის დროც მოვიდა..


    ვალვერდემ ბოლოს წვერი მოუშვა და გალოთებულ კაცს გავდა მართლაც 😃. დეპრესია ნარევი სახე ჰქონდა

  • ჯერემი რენერი
    schedule 26 თებ 2021, 16:59

    წყევლაა ბარსელონაში მუშაობა..
    ჯერ იყო ვილანოვას ავადმყოფობა და სიკვდილი.. მერე ენრიკე და ვალვერდე გაჭაღარავდნენ xD
    ახლა კუმანის დროც მოვიდა..

  • Albicelecte
    schedule 26 თებ 2021, 16:42

    ავადაა კაცი და კიდევ უნდა აწვალონ… ჟოან, გაუშვი და მოიწვია ვინმე ჯანმრთელი
    რამე რომ დაემართოს, საშინელებაა, თანაც გუნდის ლეგენდაა

  • M10 S9 D11
    schedule 26 თებ 2021, 16:39

    დროზე გაუშვით პენსიაზე არ ჩაგვაკვდეს ხელში