workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სეზონში პირველად – რონალდ კუმანის განკარგულებაში 5 ცენტრალური მცველია

სეზონში პირველად – რონალდ კუმანის განკარგულებაში 5 ცენტრალური მცველია

მიმდინარე სეზონში პირველად რონალდ კუმანის განკარგულებაში 5 ცენტრალური მცველი იქნება. ნიდერლანდელ სპეციალისტს ცენტრალური დაცვის დუეტის არჩევისას ასეთი ფუფუნება ჯერ არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ გუნდს რონალდ არაუხოც დაუბრუნდა, რომელმაც ვარჯიშები განაახლა.

ამ სეზონში ჩატარებულ 37 შეხვედრაში კუმანმა სულ ცენტრალური დაცვის 11 კომბინაცია სცადა. ამ კომბინაციებიდან ყველაზე ხშირად პიკე-ლანგლესა და არაუხო-ლანგლეს დუეტს ვხედავდით. ორივე წყვილს შანსი 10-10-ჯერ მიეცა.

“სევილიასთან” მატჩში ნიდერლანდელს ორი უძლიერესი მცველის, ჟერარ პიკესა და რონალდ არაუხოს ერთად გამოყენება შეეძლება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (14)

  • me da barca
    schedule 26 თებ 2021, 22:01

    უმტიტი და ლენგლე, რომ შეადუღო ერთიც არ გამოვა, ანუ გვყავს 3,5 მცველი.

  • bachi
    schedule 26 თებ 2021, 17:33

    საინტერესოა როგორ დადგებიან პიკე და არაუხო ერთად შემდეგი სეზონიდან უვარგისი ლენგლე და უმტიტი გასაშვებია პიკე არაუხო გარსია უნდა იყვნენ ძIრითადად და მინგესა დამხმარედ თან მაგათ უეჭველი უაზრო ხელფასებს უხდიან მარტო სახელში

  • nika 54
    schedule 26 თებ 2021, 15:03

    და სამი ცენტრალურით თამაში გადაავიწყდა უკვე?

  • naxalovski
    schedule 26 თებ 2021, 13:29

    და იმენნა მხველი რამდენია ? 🤔🤔

  • sandro89
    schedule 26 თებ 2021, 08:14

    რა ფუფუნება smile

  • Don_Andresito
    schedule 26 თებ 2021, 02:41

    არაუხოს ვაცადოთ, 1 თამაშიც გავუძლოთ რომელიმე ცაცია უნიჭოს მონაწილეობით, სავარაუდოდ ლენგლეს ჯერია და დააყენებს პიკესთან ერთად მარა სევილიაში ურთულეს თამაშში ლენგლეს ნდობა შეიძლება? არც უმტიტის რა თქმა უნდა მარა სხვა რა გზაა. არაუხო მოიხოდოს კარგად, რობერტოსავით არ დაემართოს და კიდე 1 თვით არ დავკარგოთ. რეალურად დასაკარგი არაფერია, ტიტულებისთვის ვეღარ ვიბრძვით ფაქტიურად, უბრალოდ არაუხოს ტრავმა იმითაა ცუდი რო მომავლის იგროკია, ჩესნად რო ვთქვა, არაუხოს პუჩის პედრის ფატის ან ტრინკაოს ტრავმებს მთლად მესის არა მარა სხვისი ნებისმიერის ტრავმა მირჩევნია. ეს წელი ახალგაზრდებისთვის უნდა გამოვიყენოთ, კუმანმა მაგით მაინც დატოვოს სახელი, როგორც ვან გაალმა, ინიესტა პირველად მაგან ათამაშა და უკვდავყო თავისი დამპალი სახელი. ვინ იცის კუმანიც ეგრე გაიხსენოს პედრიმ ტრინკაომ მორიბამ მინგესამ ან სხვა რომელიმე მომავალმა ლეგენდამ. სევილიიდან 3 ქულა თუ წამოვიღეთ რისი შანსიც 5% ია, ვიტყვი რო ლა ლიგის ბრძოლაში ვრჩებით. თუ ვერა და ვუყუროთ მადრიდელების ჭიდილს. თან ატლეტიკომ რეალი დაინახა მათ უკან და იმის გაკეთება გადაწყვიტა რაც ლიგის 2 ფინალში ქნა, მიცემის. რაც ყველაზე კარგად გამოსდით ჩოლოს და მთელ ატლეტიკოს ბოსობას, მიმცემები არიან და ისე მიდის საქმე ტიტულსაც რეალს მიცემენ.

  • M10 S9 D11
    schedule 26 თებ 2021, 02:38

    ამ ხუთიდან ლენგლე უმტიტი ერთმანეთზე უარესი არაუხო მინგესა გამოუცდელები და ბებერი პიკე ეუ რა შარში ვართ

  • Bakero
    schedule 26 თებ 2021, 01:47

    ამ მდგომარეობაში მყოფი გუნდის საუკეთესო ვარიანტი ალბათ პიკე/არაუხოა ! მინგესა შეცვლაზე

  • El pistolero 9
    schedule 26 თებ 2021, 01:22

    ბარსას მცველები დონის მიხედვით
    1)პიკე (მაინც გამოცდილი კაცია)
    2)არაუხო(იმედია ტრავმის შემდეგ ფორმაში იქნება)
    3)მინგესა(მაგარი ბიჭია.უმატებს და თან უნივერსალია)
    4)ლენგლე(უმტიტის მარტო იმით ჯობია რო ტრავმებს არ იღებს)
    5)უმტიტი(შავი გრიგალავა)

  • Bobi
    schedule 26 თებ 2021, 00:40

    ამ ხუთიდან სულ მცირე ორი არაფრის მაქნისი ზარალია, პიკეს იმიტომ არ ჩავთვლი რომ რაც არ უნდა იყოს მათ აღემატება, თორემ ყველამ ვიცით რომ მასაც სერიოზული რეგრესი აქვს განცდილი ბოლო წლებში. მინგესაა და ჯერ რომ არაა ბარსას დონის და ვერ ანდობ სერიოზულ თამაშს ესეც ნათელია. არაუხო რჩება ერთადერთ ვარინტად, ამ ასაკშიც კი დაცვის ბურჯია და თამამად შეიძლება ამის თქმა

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 26 თებ 2021, 00:09

    ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ ლანგლეს ადგილი კარგა ხანია უკვე სათადარიგოთა სკამზეა უმტიტთან ერთად.ამათ ადგილზე პიკე და არაუხო ერთად რატომაც არა.

  • C.PC5
    schedule 25 თებ 2021, 23:19

    პიკე-არაუხო უნდა მოსინჯოს მაგრამ არ ვიცი რამდენად გაამართლებს, არცერთს არ აქვს მარცხნივ თამაშის გამოცდილება.

  • ლ.გ.K I N G
    schedule 25 თებ 2021, 22:51

    პიკე არაუხო რათ უნდა ამას დიდი ფილოსოფია ამ არჩევანიდან გამომდინარე

  • BEQA BARCA
    schedule 25 თებ 2021, 22:27

    პიკე არაუხოა ყველაზე კაი ვარიანტი!!