workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ატლეტიკო” ქულებს ისევ კარგავს

“ატლეტიკო” ქულებს ისევ კარგავს

ორი ტურის წინ ლა ლიგაში საჩემპიონო ინტრიგა ძნელი საპოვნელი იყო, ესპანეთის ჩემპიონატში დაძაბულობის შეტანაზე “ლევანტემ” იზრუნა.

პირინეების აღმოსავლეთით მდებარე გუნდმა მადრიდის “ატლეტიკოს” 4 დღეში ერთბაშად 5 ქულა დააკარგვინა.

ჯერ საშინაო არენაზე 1-1 ითამაშა, დღეს კი “ვანდა მეტროპოლიტანოზე” “როხიბლანკოსს” დიდხნიანი დაუმარცხებელი სერია შეუწყვიტა და ანგარიშით 2-0 დაამარცხა.

რაც ნიშნავს იმას, რომ “კადისთან” გამარჯვების შემთხვევაში, “ბარსელონა” ცხრილის ლიდერთან სხვაობას 6 ქულამდე შეამცირებს.

კატალონილებისათვის ჩემპიონთა ლიგასა და კოპა დელ რეიზე წარმატების მიღწევა ურთულესი იქნება, ლა ლიგაში გაჩენილი შანსის გამოყენებას კი რონალდ კუმანი მაქსიმალურად უნდა ეცადოს.

ამ სეზონის უტიტულოდ ჩამთავრება ნიდერლანდელი სპეციალისტვისთვის, შესაძლოა, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებით დასრულდეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (28)

  • nika 54
    schedule 13 აპრ 2021, 19:32

    ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, მადრიდში უკვე გადაწყდა რომ რეალი თამაშს აღარ წააგებს და წყნარად დაელოდება, ბარსა-ატლეტიკოს თამაშს დაეწმუნებული რომ ბარსა ქულებს დააკარგინებს ატლეტიკოს. თუ არადა ერთი თამაშის ფრედ დამთავრებასაც მოუხერხებენ ატლეტიკოს.

  • El pistolero 9
    schedule 13 აპრ 2021, 00:47

    ნეტა რეალმაც გატეხოს სადმეე

  • Clever liar
    schedule 12 აპრ 2021, 15:18

    ციტატა: რემკა
    Clever liar,
    რას ფიქრობ რეალი არ დაკარგავს ქულებს?


    თუ რეალი დაკარგავს მაშინ ჩვენ 2ჯერ მეტს გავანიავებთ. თუარა არცერთი არ დაკარგავს. ასე ვფიქრობ მე 🙂

  • BEQA BARCA
    schedule 12 აპრ 2021, 14:45

    ატლე ვსიო ჩაფლავდა აწე ბარსას აქვს დიდი შანსი ზიზუსაც არ აქვს!

  • me da barca
    schedule 12 აპრ 2021, 14:05

    რომ მოგვეგო 1 ქულით გადავასწრებდით ატლეტიკოს, რეალს კი 5 ქულით.

  • Diana
    schedule 12 აპრ 2021, 12:19

    ზოგჯერ გეგონება უი გამოცოცხლდა ათამაშდა გუნდიო ჩვენც ბედნიერები ვართ და მეორე წუთას ვალიადოლთან უჭირთ თამაში … როდის მოვა ზაფხული ჯერ ამ ჭორებმა ხო ტვინი წაიღო და ზუსტად გვეცოდინება ყველაფერი , მოიშორონ დებილი ფეხბურთელები აღარ შემიძლია მათ გამო რა შანსებს კარგავს გუნდი

  • DE PE FA
    schedule 12 აპრ 2021, 11:46

    ციტატა: პედრი 16
    ყველაფერი წინ არის და ბროძალა არდამთავრებულა ჯერ 1 ქულა განსხვავება მეტი არა … არარის იოლი მართალია მაგრამ არც შეუძლებელი რომ არგამოვიდეს … მე მჯერა რომ 2 თასით დავამთავრებთ ამ სეზონს და არცისე ცუდი იქნება ❤ და კუმანს ვინც აკრიტიკებთ ნუ გამოხვალთ პროფესორები შეიძლება შეცდომას უშვებს მაგრამ ამ შემადგენლობით რასაც შვება და აკეთებს დასაფასებელია ..


    ამ რეალს რო უნდა შეუტიო და პრესინგი ეთამაშო ტიაგი მესიც მიხვდება ამას და ეს კუმანი რით ვერ მიხვდა.ვერცერთი პრინციპული მატჩი მოიგო და რისთვის დავაფაროთ ხელი?შეცვლებს ვერ იგებს როდის ვინ შემოიყვანოს რა ჩემი ფეხები უნდოდა რობერტოს კლასიკოში როცა 2 თვე მოედანს არ გაკარებია?ფსიქოლოგიურად არიან მოსახოდები ეს უპატრონოები.ასეთ საცოდავ რეალთან რო დათმობ ჩემპიონობას მაგრად ტეხავს.2 წელია ბენზემა უგებს მესისაც და ბარსასაც ჩემპიონატს.იდგეს და იფხანოს ყოყრები უცხო პლანეტელმა

  • ika9101
    schedule 12 აპრ 2021, 11:16

    როგორ მიდის რეალი ნელ ნელა ჩემპიონობისკენ?
    რა საშინელი სანახავია შენი საყვარელი გუნდი რომ ძალიან დაბალ დონეს აჩვენებს.